taktakuna
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5811
წევრი No.: 41141
რეგისტრ.: 4-September 07
|
#29970544 · 29 Feb 2012, 21:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დავწერ ჩემს მოგონებებს სანამ პაწუკას სძინავს...წვრილმანებში უნდა ავღწერო ჩემი კმაყოფილება ღუდუშაურის სამშობიაროს მიმართ. 5 თებერვლის მერე მქონდა ტკივილები ძლიერი, მოვლითი ყოველ ერთ საათში ერთხელ, ხან ნახევარ საათში, გათენდა თუ არა 6 რიცხვი წავედი ემბრიოში, ნანა დოლიძემ გამსინჯა და გამომიშვა, არ გააჩენ შენ ამ ორ დღეში, ჯერ ყელი არაა დარბილებულიო, მაგრამ ამ კვირაშI უეჭველი გააჩენო. წამოვედი უკან და სახლში მოსული მოვედი და დამეწყო ისევ უფრო ძლიერი ტკივილები, მთელი დღე მტკიოდა, ბოლოს წელიც ამტკივდა, საკვერცხეებშიც მქაჩავდა და ღამის ორი საათი იყო დედამ სულ ძალით წამიყვანა სამშობიაროში,ვეუბნებოდი გამსინჯდა იმ ქალმა და კიდევ ტყუილად ხომ არ მივალ თქო. მივედი და დამხვდა ასმათი ერქვა ექიმს, გამსინჯა და თითნახევარზე ხარ გახსნილი,დილამდე იმშობიარებო, გამხადეს, ჩამაცვეს პერანგი და თან ფორმა 100 და გაცვლა-გამოცვლის ბარათს კითხულობდა, ხოდა რომ ნახა ორსულობისას ექსტრასისტოლიები რომ მქონდა,მითხრა მე კი გამშობიარებ ფიზიოლოგიურად უპრობლემოდ, მაგრამ აქ კარდიოლოგი არ გვყავს და რამე რომ მოხდეს ჯობია ღუდუშაურში იმშობიაროვო, მაინც თავის დაზღვევის მიზნითო, თან კლინიკის ხელმძღვანელსაც დაურეკა და იმანაც ეგრე უთხრა. გადარეკა ღუდუშაურში და ელაპარაკა ექიმს, ვინც იყო მორიგე, თან მაგის ნაცნობი იყო და აუხსნა ყველაფერი. ღუდუშაურში რომ მოვედი უკვე ძალიან მტკიოდა, შემიყვანეს ბლოკში და მომაჩეჩეს ეგრევე საბუთები შესავსები, წამიყვანეს გასასინჯად და უკვე ორ თით ნახევარზე ვიყავი გახსნილი,სალფეტკი მოვითხოვე გასაწმენდად და არ გვაქვსო, წამოვედი ეგრე დაწუწული, მოვქექე ჩანთაში სელპაკი. რადგან ვითომდა გულის პათოლოგიით მოვხვდი, გადამიღეს კარდიოგრამა, ვეუბნები არ მჭირს გულზე არაფერი, გამოკვლეული მაქვს თქვენს კლინიკაშიც და ჯოენშიც და მოძებნეთ ანკეტა და ნახეთ თქო და შენ რატომ არ გაქვს პასუხებიო, მეთქი როგორ მექნება, რომ მოვითხოვე ანალიზების პასუხები არ მომცეს თქვენთან და ფარატინა ფორმა 100 რაც დაწერეს კი გიდევთ წინ თქო და დაეზარათ ანკეტის მოძებნა, მეუბნებიან საკეისრო უნდა გაიკეთოო. კი ბატონო გავიკეთებ ამ საკეისროს, მაგრამ სამმა სხვადასხვა ექიმმა მითხრა რომ არ გაქვს ჩვენება და ტყუილად რატომ უნდა გამჭრათ თქო. ვწევარ ბლოკში, აუტანლად მტკივა და თან ცივა მაგრად, შემოდის ვიღაც კაცი ყვირილით, რა გინდაო მეუბნება. ვუყურებ გაშტერებული, მეთქი ვინ ხარ ჯერ ეგ მითხარი თქო და მეო თერაპევტი ვარო, გამაღვიძეს ვიღაც გულის პათოლოგიით პაცინტიაო და ყვირის.ამასხა ნერვებმა და მე არც დამიძახია შენთვის და არც გამიღვიძებიხარ და მიბრძანდი აქედან თქო. გავიდა ჩხუბით,გააგრძელა დერეფანში ამ გინეკოლგთან ყვირილი, კარდიოგრამაზე არაფერი არითმია არააო, ხოდა დამიწერეო გინეკოლოგი ეუბნება რომ ფიზიოლოგიურად მშობიარობას შეძლებსო და ვერ დაგიწერ, მე რა ვიცი იქნებ გული გაუსკდესო.ნუ მოკლედ ფიზიოლოგიურად მშობიარობაზე აღარ იყო უკვე ლაპარაკი, მეც ისე ვიყავი, ერთი სული მქონდა როდის მორჩებოდა ყველაფერი. წამიყვანეს ტიტველი საოპერაციოში, ცივა ისე, რომ მაძაგძაგებს, დაიწყეს ნელ-ნელა მზადება, მანამდე იმდენი ხანი რაზე ფიქრობდნენ არ ვიცი, ნარკოზზე უარი მითხრეს და სპინალურით ძLივს გამიკეთა ნემსი, მაკანკალებდა ვერ ვჩერდებოდი, თან ძალიან ხშირი მოვლითი ტკივილები მქონდა.ბავშვი მალევე ამოაძვრინეს, სადღაც 10 წუთში, ტირილის ხმა გავიგე, არ უჩვენებიათ, ეგრევე გაიყვანეს, მერე მეც რაღაც წამალი დამიმატეს და უკვე რომ ამთავრებდნენ მაშინ გამომეღვიძა. ბლოკში დედა მელოდებოდა,შემიყვანეს და ოთახში კი არ დამაწვინეს წესივრად, ეგრევე ღია კარებში პირდაპირ დატოვეს საწოლი, მაკანკალებს ისე რომ მთლიანად ვხტუნაობ საწოლში, სადღაც ნახევარი საათი გავიდა და არავინ შემოდის, გავიდა დედა და ეუბნება აკანკალებს მაგრად და არ უნდა მოხედოთო ასე რომ დატოვეთო?იცისო ნარკოზიდან გამოდისო დაამშვიდეს, კიდევ რომ არ გამიარა და შემოვიდა ექთანი და რაღაც წამალი გამიკეთა, მაინც არ გამიარა და ბოლოს ინებეს და ჩართეს გათბობა. სადღაც 10 საათი იქნებოდა წამიყვანეს პალატაში, გზად თუკი სადმე რამე პლინტუსი და ჩასარტყამი ადგილი იყო ერთიც არ გამაზეს,ახალ ნაკეისრალს კინაღამ დამეხსნა ყველაფერი, ბოლოს კარებზე მირტყმით დააგვირგვინეს ყველაფერი და აქ უკვე რომ ამოასხა დედაჩემს მიალანძღა კარგად.შემიყვანეს სამ კაციან პალატაში მეხუთედ, დადგეს საწოლი ორ ფანჯარას შუა და კარების პირდაპირ.ცაკლე ფანჯრებიდაბ უბერავდა და ცალკე კარებიდან. ცოტა ხანში დამაწყებინა ცემინებამ,ვგრძნობ რომ გავცივდი, ვიძახებ ექთანს და მაცემინებს, მტკივა ყველაფერი და რა ვქნა თქო და რა გიყოვო,საწოლი მაინც დადგით სხვანაირად, მიბერავს თქო და ბოლოს ისევ და ისევ ჩხუბის საშუალებით საღამო ხანს გადამიყვანეს სხვაგან. უნდა ავღნიშნო, რომ ყველა პალატაში ციოდა მაგრად, პირველში სახლიდან მოტანილი პლიტები ენთოთ გოგონებს,მეორეში არაფერი არ ენთო, გათბობის ბატარეები დღისით იყო თბილი და ღამე ცოტა ცხელდებოდა. ვინც კი შემოდიოდა პალლატაში ყველა იმას გაიძახოდა ვაიმე როგორ ყინავსო, გეგონება ჩემი ბრალი იყო. მერე გამომიცხადეს კატეგორიულად პლიტა მოატანინეთ სახლიდან, ხვალ ბავშვს შემოგიყვანთ და ცივაო.მოვატანინე იმ დღესვე ვეუღლეს, მაგრამ ერთი გამათბობელი რას უშველიდა იმხელა ოთახს, სამი დღის მერე მოათბო ცოტა.ნუ არანაირი კომფორტი, ცხელი წყალი და მსგავსი რამ არ იყო, ცივი წყალიც კი წყდებოდა საკმაოდ ხშირად და ბოთლებში ავიღეთ მერე ვანისთვის.აბსოლიტურად ყველაფრის მოტანა გვიწევდა სახლიდან, ტუალეტის ქაღალდიდან დაწყებული,დასალევი წლის ჩათვლით.ალაგებდნენ ზერელედ, წმინდავდნენ იატაკს და ისიც მარტო ბილიკებს, ერთადერთი რუსის ქალი იყო და ის გვიდა და წმინდავდა კარგად, გვიხაროდა მისი მორიგეობა.ბალიში რომ მოვითხოვე მითხრეს არ გვაქვსო და სხვას ხომ არ ავაცლით თავიდანო, აგრესიულად მიპასუხა ექთანმა.მეორე დღეს თორმეტი საათისთვის წამომაჯინეს და მალევე მომიყვანეს ბავშვი, მეგონა სანახავად მომიყვანეს მარტო და არა უნდა დავტოვოთ და მიხედე შენო, მეტქი ჯერ არ გამივლია, ვერ დავდივარ და როგორ მივხედო ან გამოვუცვალო თქო და თუ გაგიჭირდება დარეკე და მოვალთო, გამოძახების ღილაკზე რომ დარეკავდი ნახევარი საათის მერე მოდიოდნენ თუ გაგიმართლებდა ისიც იმ შემთხვევაში.ძალიან გამიჭირდა ბავშვის მოვლა, ღან საკმაოდ ძლიერი ტკივილები მქონდა, არც გამაყუჩებელი მშველოდა დიდად.ორი დღის მერე ჩემებს ისეთი განადგურებული დავხვდი,პალატის ექიმს სთხოვეს თავზე მდგომის საშვი დაუშვითო და არაო,წესი არ არისო.ერთი სული მქონდა როდის გამწერდნენ და გავიდიდა ექვსი დღე,ბავშვიც ძალიან მტირალა იყო და არ მეძინა საერთოდ, თან ამდენი დღის მიუხედავად აუტანელი ტკივილი მქონდა მუცლის არეში, ძლივს დავდიოდი, თან მეშIნოდა არ წავიქცე და ბავშVიც არ მოვიყოლო თქო.მეშვიდე დღეს ჩაგვიყვანეს ეხოზე და კოლტები გაქვსო და საშიშია თქო და არაო გაიწოვსო, მანამდე გულზე გადამიღეს ეხო და გაგიჟდა კარდიოლოგი, რა გჭირდა შენო საკეოსროვო, არაფერი გაქვს გულზეო და არც კარდიოგრამაზე არის არაფერი არითმიის მსგავსიო, ზღაპრებს მიყვები საკეისრო გულის გამო რომ გაეკეთებინათ, მეც უნდა ვყოფილიყავი ოპერაციაზეო.მერვე დღეს ლეიკოციტები ავარდა 19 000-ზე და თან უკვე ადამიანს აღარ ვგავდი, ჩემზე გვიან ნაკეისრალები გაწერეს და მე ისევ ცუდად ვიყავი, გაგიჟდა დედაჩემი, მიუვარდა პალატის ექიმს, შეეშIნდათ თვითონაც, ეგრევე გამოუწერეს საშვი და დამიწყეს გამოკვლევები, სად აღარ გადამიღეს ეხოები, რა ანალიზები აღარ გამიკეთეს, გულის ეხოზე სამჯერ ჩამიყვანეს,სანამ ის კარდიოლოგი არ გაგიჟდა რაღას დაგყავთ ეს გოგო ჩემთანო.ინფექციონისტიც მომიყვანეს და იმ დღეს დადგა ჩემი საშველი, სწორი დიაგნოზი და მკურნალობა დასვა იმ ქალმა და გამოვიხედე თვალებში. ლეიკოციტებიც იწევდა ნელ-ნელა.მერე აღმოჩნდა რომ ის კოლტები თურმე თავისით არ გაიწოვდა და გამიყვანეს ვითომ გასასინჯად, ამ დროს ასე გაუყუჩებლად, ნაკეისრალი, გამომფხიკეს, ჩემი კივილი ისმოდა მთელ სართულზე, გამოცვივდნენ პალატებიდან ეგონათ ვიღაც მშობიარობდა,არადა იმ მხარეს პალატებია მარტო ბლოკები სხვა ფლიგელშია.ასეთ უბედურებაში 20 დღე ვიყავი ღუდუშაურში, აღარ მეგონა თუ გამოვაღწევდი საერთოდ, ჩემ ბიჭზე კაიფობნენ პირდაპირ ბაღში წაიყვანეო. მეორედ სულ რომ ვკვდებოდე, მირჩევნია სადარბაზოში ვიმშOბიარო, ვიდრე იმ ჯოჯოხეთში წავიდე და იმ საზიზღარ შენობაში აღმოვჩნდე, სადაც თურმე თუ არ იჩხუბებ და შეაშინებ, ისე ყურადღებას არ მოგაქცევენ.
|