ვაგრძელებ ჩემს ისტორიას!
მოკლედ, უკვე დილის 6 საათია, ჩემი მიშვლიდან თითქმის 2 საათია გასული, ვწევარ და ველოდები გახსნას. პარალელურად დროდადრო ემოციები და ჰორმონები მეძალება და ვტირი.

ნახევარ საათში ერთხელ ექთანი შემოდის , გულისცემას უსმენს, საათში ერთხელ - მორიგე ბესო, მსინჯავს....
9-ის ნახევარზე უკვე ვგრძნობ რაღაც ტკივილს საკვერცხეებთან,სულ ოდნავ, მოვლით. ნელ-ნელა მემატება და შუალედებიც იკლებს. ექთანს უკვე ვეუბნები, რომ ტკივილი დამეწყო. "უიი, შვილო, რა კარგია, ჩვენც ეგ გვინდა რომ გეტკინოსო"
10სთვის ტკივილები უკვე გაუსაძლისი გახდა, ბესომაც 2.5-ზე ხარ გახსნილიო და თუ იკეთებ გაუტკივარებას, გაიკეთე მალე ნუკრიც მოვაო. ნუკრის მოსვლის მოახლოება ძალიან გამიხარდა, (ჩემს ქმარს არ უშვებდნენ დასწრებზე, მარტო ნუკრისთან ვიყავით შეთანხმებულები, რომ შემოვიდოდა და სანამ ნუკრი არ მოვა, კარანტინია, ვერ შემოვუშვებთო)

....
ანესთეზია ზვიადმა გამიკეთა, ძალიან ყურადღებიანი და გულისხმიერი იყო. მელაპარაკებოდა, ტკივილები რომ მეწყებოდა, ჩერდებოდა. მეც ვეკითხებოდი რახაცეებს. იმდენი სისულელე მქონდა ამ გაუტკივარებაზე გაგონილი და აქ წაკითხული, რომ რა ვიცი. რომ მორჩა კათეტერის ჩადგმა და წამალი შეუშვა, გაყურსულმა ვიკითხე, ფეხებს რატომ ვამოძრავებ, ხომ ვერ უნდა ვგრძნობდე-მეთქი.

კინაღამ შაბჟირდა, ეპიდურალური გაგიკეთე და რატომ ვერ უნდა იგრძნო ფეხებიო.
11 საათისთვის ნუკრიც მოვიდა, (ჩემი ქმარიც შემოვიდა). გამსინჯა და გახსნა კარგი გაქვს, მაგრამ, ჯერ არ დაგეწყება მშობიარობაო. დამაჩქარებელი გაუკეთეთო, ექთანს უთხრა. დამაჩქარებელ ყოველ საათში ერთხელ მიკეთებდნენ. (პირველად ჩემს ცხოვრებაში ვერ ვგრძნობდი ნემსის გაკეთებას). ტკივილს მაინც ვრძნობდი, თავიდან ყრუდ და მოსათმენად, 1 საათის გასვლის მერე დამეწყო საშინელება, ეს იყო სრული კოშმარი, რისი მოთმენაც არ შეიძლება, არც გაძლება. მინდოდა ინტერვალები და ხანრძლივობა დამეთვალა, როგორც ნუკრიმ მასწავლა, მაგრამ, ვერაფრით ვერ ვახერხებდი. ხმასაც კი ვერ ვიღებდი, ვერც ვინძრეოდი. ანესთეზიოლოგის სმენა შეცვლილი იყო, ვიხაც დატომ დამატა. იმის მერე ზუსთაად 4-ჯერ დამჭირდა გაუტკივარების დამატება. წამლის შეყვანიდან 10 წუთი მქონდა შვება, მერე ისევ თავიდან იწყებოდა. თან ეს დამაჩქარებელი ძალით მაჭინთებდა, მთელი სხეული მტკიოდა, ყველა ძვალი და ყველა ნერვი.თითქოს მამტვრევდნენ.

ჩემს ქმარსაც ვეღარ ველაპარაკებოდი, ტელეფონსაც აგარ ვპასუხობდი. კედლისკენ ვიყავი მიბრუნებული და ვტიროდი. აღარაფრის გაგონება აღარ მინდოდა, არც ექთანს ვუსმენდი, არც არავის. ვეღარც თავს ვამხნევებდი, ვეღარც ვლოცულობდი. უკვე 3 საათი იყო, 10 საათზე მეტი იყო გასული და არა და არ გამოდიოდა ბავშვი. გახსნა სრული მქონდა, უბრალოდ ნაყოფი არ ჩამოდიოდა მენჯენსქვემოთ (როგორც ბებიაქალმა მითხრა). უკვე ხმამაღლა ვეხვეწებოდი "დედიკო, მალე გამოდი, მალე გამოძვერი მაქედან რომ ჩაგიხუტო-მეთქი"....
5-ის 15წუთზე გამოძვრა ჩემი ელისაბედი, აუტანელი ტკივილების მერე. ბანალურად გამომივა, მაგრამ, იმ წუთას მართლა დამავიწყდა ყველაფერი, გულზე დამაწვინეს,ისეთი თბილი იყო, ისეთი ნაზი, შემეშინდა. უმწეოდ ფართხალებდა და ტიროდა. მინდოდა ტუჩებით მივწვდომოდი და მეკოცნა, თან მეშინოდა, არაფერი მეტკინა. ისეთი სასაცილო იყო, თმა აბურძგნოდა, ცხვირი მოღრეცოდა და თვალებს საყვარლად ჭუტავდა. მე ისევ ვტიროდი, ოღონდ ტკივილისგან კი არა, სიხარულისგან....
საბოლოო ჯამში 12 საათში გავაჩინე ლიზიკო, 3.400კგ, 50 სმ. დამჭირდა ჩაჭრა და გაუტკივარებამ გაკერვის დროსაც არაფერი მიშველა. პლუს ამას, გამკერა საშინლად უხეშმა ქალმა, რომელიც მიყვიროდა, რომ ფეხი გამეწია. პასუხის გაცემის თავიც კი არ მქონდა ისე ვიყავი დაღლილი, ერთი სული მქონდა ისევ მენახა ჩემი პატარა ქალბატონი, რომელიც მამიკოსთან ერთად გააბრძანეს მეორე ოთახში.