გოგოებო, ძალიან მსიამოვნებს ამდენი თბილი სიტყვა, რისთვისაც გიხდით უღრმეს მადლობას

ჩვენ უკვე სახლში ვართ და ნელ-ნელა ვლაგდებით სამივენი. ძალიან უჩვეულო სიტუაცია გვაქვს მაგრამ იმდენად სასიამოვნო რომ ხანდახან ვერ ვაცნობიერებ, უფრო რთულია თუ უფრო მარტივი
თინათინი ბევრს მიირთმევს და არ გვაწუხებს. მშვიდად ძინავს. კარგი გოგოა!
რაც შემეხება მე, ცოტა რთულ პოსტ-მშობიარობის პერიოდს გავდივარ, ბევრი რამე მაწუხებს, სადაც შეიძლება რომ ნაკერი მედოს, მადევს

მაგრამ ვიცი რომ ყველაფერ დალაგდება და არ ვნერვიულობ.
*********** დანარჩენი ტექსტი ეხება ჩემს მშობიარობას, მის პრობლემებს და არც ისე სასიამოვნოა, თან გრძელია. თუ დაგეზარებათ წაკითხვა, ნამდვილად არ მეწყინება. ************
ახლა ცოტა იმის შესახებ, რაც "თავს გადამხდა":
მიუხედავად იმისა რომ დედაჩემი წარა-მარა მეკითხებოდა ბავშვის წონას, მე არ ჩამითვლია რომ ეგ იქნებოდა ამხელა პრობლემა, რამხელაც აღმოჩნდა საბოლოოდ. თან, რადგან არაფერს მეუბნებოდნენ, ვფიქრობდი რომ არ იყო ეს საკითხი სანერვიულო. ყოველთვის ვიყავი გამხდარი მაგრამ თითქოს მაინცდამაინც ვიწრო მენჯები არ უნდა მქონოდა, მარა ალბათ არც იმაზეა დამოკიდებული რამდენად გამხდარი ხარ. მოკლედ, არც ბავშვის წონაზე და არც ჩემი მენზების ზომაზე კაციშვილს არაფერი უთქვამს. რადგან მე თვითონაც ფიზიოლოგიური მშობიარობისთვის ვიყავი განწყობილი, მეც აღარ ჩავცივებივარ ამ საკითხებზე (არადა, ნეტა ჩავცივებოდი).
მოკლედ, როგორც იცით, 42 კვირა შემისრულდა თუ არა, ექოსკოპიაზე იმ დღეს ვიყავი დაბარებული და აღმოჩნდა რომ სითხის რაოდენობა ძალიან ცოტა იყო და სახლშიც კი აღარ გამიშვეს. როგორცკი დამაჩქარებელი გამიკეთეს, ყელიც გამიზომეს და უკვე იყო გახსნილი 3 სმ-ზე. გაუხარდათ, ესეიგი მთლად უდროოდ არ ჩავრეულვართ, ალბათ ისედაც დაგეწყებოდა დღესო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, სრულ გახსნაზე მივედი მაგრამ არანაირ ჭინთვებს არ ვგრძნობდი. მხოლოდ ვგრძნობდი საშინელ დაწოლას ქვემოთ, თან გამუდმებით. ბევრი ვეცადეთ თუ ცოტა, არაფერი გამოვიდა. საბოლოოდ დაუძახეს ექიმს რომელიც შემოვარდა ვაკუუმით ხელში და ისევ დაიწყო ის საშინელება ოღონდ ახლა მეტი იმედით. ვაკუუმის რამდენიმე ცდაზე პროგრესი რომ ისევ არ იყო სასწრაფოდ საკეისროო-გადაწყვიტეს. ამასობაში არ ვიცი რამდენ წუთში მაგრამ ჩემს ოთახში(აქ მშობიარეს ათავსებენ ერთ ოთახში და მშობიარობის დაწყებიდან ბავშვის დაბადებამდე იქ ყავთ )რომ თავიდან 2 ექიმი და ერთი მედდა იყო, გადაიძეძგა ექიმებით. ასე 15 ექიმი მაინც იქნებოდა როცა მე სასწრაფოდ გამაგორეს საოპერაციოდ. იქამდე კრგად ვიგრძენი როგორ შეაუბრუნა ბავშვი "მევაკუუმემ".
საკეისროზე გამიკეთეს სრული ნარკოზი რადგან ისეთ ანესთეზიას, რომელიც არ გაძინებს, ვეღარ ასწრებდნენ საფრთხის გამო. აზრზე რომ მოვედი, ჩემი შვილი დამანახეს მაგრამ ვხედავდი როგორც სიზმარს. მახსოვს მხოლოდ დიდი თავი და ძალიან წვრილი თითები ლოყაზე მიწყობილი. ახლოს მომიყვანეს, მინდოდა თითებზე მეკოცნა მაგრამ ვერ წამოვიწიე.
როცა ბავშვი გაიყვანეს, მქონდა ძალიან მაღალი სიცხე. ორივე ხელში მქონდა ჩადგმული მილები(არ ვიცი რა ქვია სამედიცინო ენაზე), საიდანაც შეყავდათ რამდენიმე ტიპის წამალი. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვერ ვიყავი კარგად

ჩემი ქმარი კი, რატომღაც სულ თეთრ თანსაცმელში შეფუთული ბოლთას ცემდა

როგორც მერე აღმოჩნდა, თავიდან საკეისროზე უნდა შემოეყვანათ, მერე სხვა ექიმმა არ შემოუშვა და დარჩა ასე შეფუთული

ბავშვი რადგან კარგად ვერ დავინახე, ჩემს ქმარს ვეკითხებოდი როგორია? ვის გავს? ხომ კარგად არის? ნიკას კი სახეზე ფერი არ ედო, მგონი ჩემზე უარესი დღე მან გამოიარა. სულ ვფიქრობდი დასწრებოდა თუ არა მშობიარობას. თავიდან ისეთი პირი უჩანდა რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა და მეც აღარ მომითხოვია, გადი-მეთქი. მაგრამ ვაკუუმის დროს ჩაჭრა დასჭირდა, თავისითაც ჩაიხა რამდენიმე ადგილას და ამდენმა სისხლმა რომელიც ნაკადით ასხავდა, გული გაუხეთქა კინაღამ. მერე ვეუბნებოდი, რატომ არ გახვედი თავიდანვე მეთქი, მაგრამ მითხრა რომ გავსულიყავი უარესად ვიქნებოდიო: ჯერ რომ დამენახა 5 წუთში როგორ შემოვარდა 10 ექიმი და მერე უცებ შენ გამოექანებინე საოპერაციოდ ისე რომ არ მცოდნოდა რა ხდებოდა, რა მომივიდოდაო?
პატარას თავზე აქვს ძალიან დიდი კვალი ვაკუუმის. თავიდან მეგონა უბრალოდ წითელია მეთქი, თურმე უფრო ჭრილობის ტიპის ყოფილა. ბავშვობავში მუხლს რომ გადავიყვლეფდით და მერე რომ ფუფხი გვიჩნდბოდა, ისე აქვს ზუსტად მრგვალად თავზე. 2 დღე კი მასაც ანტიბიოტიკებს უკეთებდნენ იმ ინფექციების გამო რაც მე მქონდა, რადგან ძალიან დიდი ხანი მოუწია "ცუდ" ადგილას გაჩერებამ. ქუსლიდან რამდენჯერ აუღეს სისხლი, ვეღარ ვითვლიდით, ჩემი ქმარი გარბოდა ხოლმე სისხლის ასაღებად რომ შემოდიოდნენ. ახლა ქუსლი დაჩხვლეტილი აქვს მაგრამ ურჩება.
არ მინდოდა ძალიან საშინელებად მომეყოლა, ახლა რომ ვფიქრობ, მოყოლილი უფრო ცუდად ჟღერს ვიდრე რელურად რაც ხდებოდა. მაგრამ ეგ იყო რაც იყო. რაც მთავარია, ახლა სამივენი კარგად ვართ, თავიც რომ მოურჩება პატარას, სულ დაგვავიწყდება ის კოშმარი. ახლა ყოველ დახედვაზე ძალაუნებურად გვახსენდება. ბავშვის ანალიზების პასუხებიდან ყველაფერი ნორმაშია, ძალიან ძლიერი გოგოაო, სამშობიაროში მგონი ყველა იცნობდა. ჩემთან რომ შემოდიოდნენ უკვირდათ, შენ ხარ ამ ბავშვის დედაო? სამაგიეროდ, გაზრდილია და არც ისეთი სათუთი პატარაწონიანები რომ არიან ალბათ.
ახლა ცოტა იმაზე, ვემდური თუ არა ვინმეს:
რა თქმა უნდა, ჯობდა რომ ექოსკოპიაზე ეთქვათ ბავშვი დიდიაო, ან ჩემი მენჯების შესახებ გავეფრთხილებინე ვინმეს. ამ შემთხვევაში გვეცოდინებოდა რომ საკეისრო მჭირდება და ამდენს არც მე და არც ჩემი შვილი არ ვიწვალებდით.
მეორეს მხრივ, გამოვიარეთ ყველაფერი. არ ვიცი ეს რამდენად პოზიტიურად ჟღერს მაგრამ პირდაპირ საკეისროზე რომ წავსულიყავი ისე რომ არ ვყოფილიყავით დარწმუნებული ფიზიოლოგიურად რომ ვერ გამოვძვრებოდით, გულში ხინჯი მექნებოდა რომ არ ვცადეთ ბუნებრივად. რაც შეეხებათ ექიმებს, რომ დამაწვინეს დამაჩქარებლისთვის, ხელით გამისინჯა მუცელი და ასე 7 ფაუნდი იქნება ბავშვიო. კი აღმოჩნდა 10 ფაუნდი.
პოსტ-მშობიარობის ოთახში ყველა სათითაოდ შემოდიოდა და მებოდიშებოდა. თან მამშვიდებდნენ, მშობიარობა ასეთი რთული არ არის როგორც წესიო. მე ვეუბნებოდი, ახლა მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მეორე ბავშვზე უკვე ვფიქრობ მეთქი და გადიოდნენ ისეთი სახით - ვერაა ეს საწყალიო
ყველაზე მეტად ჩემი შვილი რომ შეწუხდა ამ ყველაფრით იმაზე მწყდება გული და კიდევ იმაზე რომ ჩემს ბავშვს მთელი სამშობიარო იცნობდა იქამდე სანამ მე გავიცნობდი.
ძალიან დიდი ბოდიში და მადლობა მათ, ვინც წაიკითხეთ ჩემი ნაჯღაპნი. გრძლად გამომივიდა და მაპატიეთ