malimaliaხან ისე და ხან ასე

თქვენ რას შვებით? მე-5 დღეა სახეზე 3 თუ 4 ცალი კოღოს ნაკბენივით გაუჩნდა. ჯერ ერთი, მერე მეორე, მესამე. სურათების განყოფილებაში დავდე სურათი და იქ ეტყტობა სახეზე (სხვაგან არსად აქვს). გამოძახებული მყავდა პედიატრი და ალერგიულ ფონს გავსო, მაგრამ განსხვავებული არაფერი მიჭმევია. თანდათან უფერმკრთალდება და გადადის. ვფიქრობ დაველოდო გაქრობას თუ მივიყვანო დერმატოლოგთან. მიმართვა კი მაქვს გამოწერილი და ვერ გადამიწყვეტია. ამის გარდა ატოპიური დერტმატიტის დიაგნოზი დაუსვა ექიმმა. ფეხებზე ჰქონდა გაუხეშებული მოწითალო კანი. წამლებს ვასმევ და კრემს და უვლის, მერე 100 ლარის დამატენიანებელი კრემები გამომიწერა და ის უნდა ვახმარო. ძვირიანი რამე სჭირს შენ შვილსო :დ ცუდი ისაა, რომ ქრონიკულია და რაღაც პერიოდი გაუგრძელდება.
ახლა წავისვი წიწაკა და საწკმალმა ცრემლები ღვარა. ეტყობა პირი დაეწვა

მაგრამ ისევ ძუძუსკენ გამოიწია. თან მეცოდება, მაგრამ როგორც აქვ ბევრი წერდა, მერე უფრო გაძნელდება სავარაუდოდ. თუმ,ცა არის შემთხვევები, როცა თავისით ანებებენ ბავშვები, მაგრამ მაგას ხომ ვერ დაველოდები? ზოგი კიდევ სულ ძუძუს გარეშე ზრდის და მშვენიერი ბავშვები არიან. არც ავადმყოფობენ და არაფერი. მაინც ინდივიდუალური მგონია იმუნიტეტის ამბავი. შეგატყობინებ როგორ დასრულდება ჩემი მცდელობა. ამაღამ თუ არ ვაჭამე, მეც ომიწევს შენსავით. ამანც იცის გამოფხიზლება თუ დროულად არ მიეცი ძუძუ.