tikuna22Pumpula რა თქმა უნდა, არანაირი მადლობა არ ჭირდება ამას.

ვაიმე რომ გითხრათ ისეთი ძლიერი ვარ რწმენაში, რომ ფრთები მაკლია, არ არის ასე

ძალიან დიდი ხნის წინ დავდიოდი ტაძარში, მერე რაღაცნაირად ჩემდა სამწუხაროდ გავზარმაცდი და აღარ წავედი. ახლა ცოტა ხნის წინ ისევ მივედი. ალბათ განსაცდელმა მიმიყვანა. ჯერ ძალიან სუსტი ვარ, ჩვეულებრივი ცოდვილი, დაახლოებით პირველკლასელი რომ იწყებს სკოლაში სიარულს და არაფრის აზრზე არ არის, ასეთ მდგომარეობაში ვარ

ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს ინიციატივა არ უკავშირდება ჩემს ღვთისნიერებას, ვერ გავკადნიერებდი მთლად ასე

. 1 კვირის წინ ვიყავი მხოლოდ მეორე აღსარებაზე, ჩემი მოძღვარი ავადაა და საავადმყოფოში წევს. ამიტომ მომიწია მეორე მოძღვართან აღსარების ჩაბარებამ, იგივე ტაძარში მსახურობს და ჩემი მოძღვრისგან აქვს კურთხევა, რომ როცა ის არ იქნება, მის მრევლს მან მიხედოს. მამა დავითმა აღსარების დროს მითხრა, რომ დირბში წავიდეთ და ვილოცოთ იქ შენი შვილიერებისთვისო.
ქარელის რაიონის სოფელ დირბის ღვთისმშობლის მონასტერზე წაკითხული მქონდა.... ტაძარში აღმოაჩინეს მიდგომილი, ანუ ორსული ღვთისმშობლის ფრესკა, სხვა რაღაც იყო ზემოდან გადახატული და რომ ჩამოფხიკეს, გამოჩნდა "მიდგომილი ღვთისმშობელი", უძველესი დაწერილი... არც ერთ სხვა მონასტერში მსგავსი ფრეკა არ არსებობს, არც ხატი როგორც ვიცი...
ბევრი წყვილი დადის იქ მოსალოცად. მეუღლეს ვუთხარი - ერთხელ როგორმე წავიდეთ-თქო და უცებ მოძღვარმა აქეთ რომ შემომთავაზა, ამან ძალიან გამაბედნიერა

კარგი იქნებოდა უფრო ძლიერი რომ ვიყო, ალბათ ასეთ დროს ჩემს თხოვნას და ლოცვას ღვთისმშობლის მიმართ უფრო მეტი ძალა ექნებოდა. . .
იქ ცხოვრობენ მონაზვნები, მათი ლოცვა ალბათ ყველამ იცით პირდაპირ მიდის უფალთან. მოსახსენებელს მათ გადავცემ და ჩვენს სახელებს მოიხსენებიენ გარკვეული დროის განმავლობაში და ეს ძალიან დიდი მადლი და შვება იქნება ჩვენთვის. როგორც მსმენია, იქ ღვთისშმობლის სარტყელსაც ამზადებენ...
თუ ღვთის ნება იქნება, მომავალ კვირას მივდივართ!
სახელი დაწეროს ყველამ, ვისაც სურვილი აქვს.
შეგვეწიოს ყველას დირბის ღვთისმშობლის მადლი.. ამინ!
This post has been edited by T-E-0 on 29 Oct 2011, 17:16