მოვედი გოგოებო. დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის.
სახლში კიდევ 2ჯერ გავხდი ცუდად. ვ ატყობ გადასხმების გამეორება არ ამცდება.
ღმერთო რა კოშმარია ასეთი მდგომარეობის ატანა.
ექიმმა ერთხელ ისიც მითხრა, რომ ტოქსიკოზი ფსიქოლოგიური ფაქტორითაც არის გამოწვეულიო. ეტყობა ბოლომდე ვერ ვხვდები რამხელა ცვლილება მელოდება ცხოვრებაში. არასოდეს დამიგეგმია ორსულობა, ვერ ვხვდები რომ დედა უნდა გავხდე. აი თქვენს პოსტებს რომ ვკითხულობ რა სიყვარულით ეფერებით თქვენს ჯერ კიდევ არ დაბადებულ პატარებს მეუცხოება, მგონი ვერ ვარ სრულ ჭკუაზე

)) შაბათს ფსიქოლოგთან ჩამწერესს და ვნახავ ერთი რა უნდათ ჩემგან

არ იფიქროთ რომ გიჯი ვარ, კონსულტაციაში მითხრეს ჯერ ფსიქოლოგს უნდა დაელაპარაკო და მერე დედების კლუბში ჩაგწერთო

))თუმცა დიდად არც მინდა და არც დრო მაქვს სამაგისო.
რიგი მიზეზების გამო სამსახურში ჯერ არ ვამბობ ორსულად რომ ვარ, არ მინდა გაიგონ ასე ადრე. 1 თვეში გავახარებ

გოგოებო თქვენ საუკეთესო წამალი ხართ ჩენმთვის, თქვენთან საუბარი როგორც ჭრილობაზე მალამო ისეა

გაიხარეთ