დღეს ჩვენთან უბანში გოგომ მანქანით დაარტყა ქალს. უკანა სვლით შემოდიოდა ეზოში და ეტყობა ვერ დაინახა სარკეში. იმ ქალს არაფერი ჭირს, მაგრამ ამ გოგოს დაბრალდება. საწყალი ორსულად იყო, და ამ ქალის შვილმა დაუღღიალა გადმოეთრიე მანქანიდანო

ხოდა ხო წარმოგიდგენიათ ჯერ ეგ ტიპი და მერე პოლიცია რა დღეში ჩააგდებდა, წაათრევდნენ ნარკოლოგიურში, მერე იქედან განყოფილებაში და აი ძაან ბევრს გააწვალებენ, ჩემს ქმარს ქონდა ანალოგიური შემთხვევა და არბენინეს ეგრე. თან რამდენს ინერვიულებს. ისე მეცოდება ლამის ჩავედი და დამშვიდება დავუწყე.

იმედია ნერვებს არ აყვება და კარგად ჩაივლის ყველაფერი. წარმატებებს ვუსურვებ...
***************************
ხო ეხლა რა მინდა გკითხოთ

მოკლედ ჭიპი გადავიწიე დღეწ სა დავინახე რაღაცა ყავისფერი მრგვალი, ჩაჩურთული იყო კანში. ვიფიქრე ეს ალბათ მტვერი და ჭუჭყები დაგროვდა თქო და ვეცი ხან კბილის საჩიჩქნს ხან ყურის საწმენდს ხან პინცეტს რომ ამომეტრია ეს არასასურველი რაღაც... ხოდა პინცეტიტ რო ვიღებდი მივხვდი არ იყო ჭუჭყი და იყო რაღაცა ხორცივით მიმაგრებული. არ მტკიოდა მაგრამ არ მოძვრა და თან ოდნავ სისხლი გამოჩნდა პინცეტით წვალებისას. ნეტა რამე ცუდი ხო არ ვქენი? სპირტიანი ბამბა წავისვი იმ ადგილას მაგრამ ხომ არ გამირთულდება რამე, მეშინია სასტიკად.