kozeta123tin10nioთუ სიმფიზიტს ვარაუდობთ, სიარულშიც უნდა გიშლიდეთ ხელს. გამუდმებით უნდა გტკიოდეთ.
მე რომ ერთ მშვენიერ კვირა დღეს შუა ქუჩაში ნაბიჯი ვერ გადავდგი და ძლივს მერე კოჭლობით წამოვედი, პლუს გავიხსენე რომ საწოლიდან ადგომაც მიჭირდა, ისტერიკაში ჩავვარდი. ექიმმაც შეამოწმე ექოზეო. საბედნიეროდ ეს სიმპტომი სხვა რამესაც ჰქონია და სიმფიზიტს გადავრჩი.
შეიძლება ჰორმონების ბრალია მენჯის ძვლებს რომ არბილებს, შეიძლება კალცის ნაკლებობაა, შეიძლება ბავშვი აწვება თავისი წონით და ქამარი გჭირდებათ.
ყველა ვარიანტში სიმფიზის ძვალის ექოზე შემოწმება ღირს. ნებისმიერი რადიოლოგი ნახავს ჩვეულებრივი ექოს დროს და რაც მთავარია, გამორიცხავთ მაინც.
თუ სწორად მახსოვს, 10 მმ-მდე დაშორება ნორმაა. ოღონდ მაინც ჰკითხეთ გინეკოლოგებს. მე შეიძლება ნორმის დიაპაზონი არასწორად მახსოვდეს