Niomiroიმაში გეთანხმები,რომ არ უნდა ჩაიციკლო ზედმეტად არაფერზე
და რაც უფრო ადრე და კარგად შეაჩვევ ბავშვს გარემო პირობებს,უცხო საჭმელს, მით უფრო ადვილად განიცდის ადაპტაციას
ნუ გარკვეული საზღვრების დაცვით
აქაოდა შეავაჩვიოო და ლუდი და შებოლილი თევზი არ უნდა აჭამო ერთი წლის ბავშვს

თუმცა, არ მოვიწონებდი იმ აზრს და ქცევას
დათვრე და მერე ის ალკოჰოლიანი რძე ბავშვს აჭამო
სულ არ აჭამო მასეთ მომენტში მაგას ის სჯობს
ნუ ეს ცოტა განზოგადებული ნათქვამია რათქმაუნდა
მე ნახევარ ჭიქა ღვინოზე უკვე ტვინი მებინდება და ფეხებში მიბჟუის

ზოგი ქალი კი კაცს გაეჯიბრება სმაში და ამტანობაში
შესაბამისად,ჩემთვის 1 ჭიქაც თრობაა და სხვისთვის 10
არ დაგიკონკრეტებია შენ, რამდენს სვავ,ან მერე თუ იკავებ თავს 2-3 საათი ,რომ გამოვიდეს ალკოჰოლი ორგანიზმიდან
ამიტომ,შენი მისამართით ხმამაღალი განცხადებებისგან თავს შევიკავებ
დარწმუნებული ვარ ჭკვიანი გოგო ხარ და დედაც მასეთი ხარ და იქნები

ეს ისე,წერა მომენატრა და აზრიც გამოვთქვი