მშობიარობის მოგონებები დავწერე და მოდი ბარემ სამშობიაროზეც ვიტყვი ერთი-ორ სიტყვას.
ვიმშობიარე ქორიძის სახელობის მე-4 სამშობიაროში (ორთაჭალაში), გამომდინარე იქიდან რომ 50/50-ზე მქონდა გაგონილი ცუდი და კარგი მაინც გადავწვიტე მანდ მისვლა იმიტომ რომ მეანმა გადაწონა. ჩემი მეანი იყო მარინა არჯევანიშვილი რომელზე დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო კარგი, უზომოდ მშვიდი ადამიანია და ჩემზე ტკივილგამაყუჩებელივით მოქმედებდა

თვითონ სამშობიარო წინასწარ დავათვალიერე და აქ ავღნიშნე კიდევაც რომ რაც შეეხება კომფორტს და პირობებს ნამდვილად ყველაფერი საკმაოდ კარგ დონეზე აქვთ, მე ლუქსი ავირე და არც ვინანე იმიტომ რომ ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ქონდა ჩემიანი რომ რჩებოდა ჩემთან ერთად ღამე.
დანარჩენი უკვე მერე გამოიკვეთა, კვება- მშვენიერი/გემრიელი

მედდები სულ გენაცვალეთი გელაპარაკებოდნენ, პედიატრები და პალატის ექიმები წამდაუწუმ მივარდებობდნენ ოთახში ხომ არაფერი მინდოდა, მოკლედ ყურადრება რაღაც მომენტში გადაჭარბებულიც კი მეჩვენა

5 დრე ვიყავი იქ და არავის არაფერზე შემოუბღვერია მითუმეტეს იმისა რომ მე ცოტა ჭირვეული პაციენტი ვიყავი იმ მხრივ რომ ნაკერები მაწუხებდა და ხან დამუშავებას ვითხოვდი არაგეგმიურს ხან გამაყუჩებელს ასევე არაგეგმიურს და ა.შ.

ბავშვის დატოვება მე არ მითხოვია თორემ სხვა ბავშვები კი ყავდათ ხოლმე.
მოკლედ მე ფრიად კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევნით და ვთვლი რომ რაც ევალება სამშობიაროს ყველაფერი პირნათლად შეასრულეს

პ.ს. ძალიან კარგი ანესთეზიოლოგი შემხვდა სულ სიცილ კისკისით გამიკეთა გაუტკივარება