მოკლედ იმედის კლინიკაზე აინტერესებდათ გოგოებს და დავწერ
ესეიგი ყველა პალატა არის 2 ადგილიანი, საკმაოდ ნათელი და კარგი პალატებია. ყველა პალატას თავისი დუშ-კაბინა და ტუალეტი აქვს, პატარა ტელევიზორი დგას კიდე. საწოლთან გაქვს ღილაკი გამოსაძახებლად. გიდგას ბავშვის გამოსაცვლელი და საწოლივით. ბავშვებს ყველანაირად ჩვენ ვუვლითო, მარა შენ თუ გინდა შეგიძლია ამაზე დააწვინო და ჩააცვა რამე ან გაუსწოროო.
ბავშვების ოთახშიც ვიყავი, ვაიმე რა ცუცქნები იყვნენ

ბანდნენ რო შევედი, რა საყვარლად ჩხაოდნენ

ზოგი გახვეულები ეწვინათ. სასადილო ოთახიც კარგად გამოიყურებოდა, ჭრილობის დასამუშავებელ ოთახშიც შემახედა. ბახილები და ხალათი მეცვა მარა ფეხი არ შემადგმევინეს მაინც

ნუ ეგ არ მაინტერესებდა დიდად. ერთი სამშობიარო ბლოკი არ მინახია

მასაჟისტიც ყავთ. სხვა რავიცი. მეორე სართულზე მარტო პერსონალი მოძრაობს და გოგოებს ღია ქონდათ პალატის კარები. ხალხი ქვევით იჯდა პირველ სართულზე.
პედიატრს ვკითხე რა ანალიზებს უკეთებთ გამოწერის დროს თქო და ჩამომითვალა, სისხლის საერთო და რეზუსი დამამახსოვრდა მარტო, დანარჩენი რა მითხრა არ ვიცი

და აცრები. დამავიწყდა მეკითხა ექოს თუ გადამიღედნენ გამოწერისას. კობეშავიძე "შორიდან" დავინახე და რაღაც მომეწონა. ხვალ უკვე მივალ და მნახავს.
თვითონ ეს გოგო ძაან კარგად მიხსნიდა ყველაფერს და კიდე რა გაინტერესებსო მეკითხებოდა, რავი უჟმურობა არავისთვის შემიმჩნევია. მეტი ჯერჯერობით არ ვიცი
This post has been edited by L0TUS on 24 May 2012, 15:54