მოკლედ, 3 კვირის წინ გავიკეთე საკეისრო და აქამდე ვერ დავწერე საკუთარი გამოცდილება
ახლაც მარიამი გულზე მყავს მიკრული და ცალი ხელით ვწერ.
სამშობიაროზე დავწერ (მგონი ეს უფრო აინტერესებს ყველა მომავალ დედიკოს) და ჩემს სენტიმენტებს მშობიარობის მოგონებებში ცოტა მოგვიანებით მოგაწვდით:
გავიკეთე საკეისრო ემბრიოში, ექიმი არსენ ონიკაშვილი. დავიწყებ მიმღებით: რომ მივედი უკვე მელოდებოდნენ, არსენს ჰქონდა დაბარებული, მიმიღეს, გამსინჯეს, ძალიან თბილად და ტკბილად. მოსამზადებელმა პერიოდმა თითქმის მომიხსნა დაძაბულობა, ანუ ვფიქრობ ძალიან კეთილგანწობილი პერსონალი შემხვდა. არსენის პროფესიონალიზმსა და ღირსებებზე ლაპარაკი მეზედმეტება (ეს ჩემი აზრია და არ ჩამქოლოთ). ოპერაციის დროს გირთავენ მშვიდ მუსიკას. მე დამეხმარა. ანესთეზიოლოგი ზაზა ჰყავთ ძალიან კარგი. არ ვიცი, მე ვიყავი ასე თუ მომეჩვენა, მაგრამ თითქოს ყველა(პერსონალი) ჩემსავით ამაღლებულ განწყობაზე იყო ჩემი მარტიშკას დაბადების გამო, ანუ მათი ყურადღება მიქმნიდა მსგავს შთაბეჭდილებას.
ვიწექი 4 ადგილიან პალატაში. თანაპალატელებში გამიმართლა, მაგრამ ჩემი რჩევაა თუ გაქვთ ფინანსური უზრუნველყოფა, აირჩიეთ ლუქსი, სადაც შეიყვანთ დედას (ან ახლობელს) და მოგეხმარებათ, თან ნაკეისრალზე (თუნდაც ფიზიოლოგიურზე) გარეთ მნახველების სანახავად გამოსვლა ჩემთვის სასიამოვნო ნამდვილად არ იყო. გარდა ამისა, ჩემი მარიამი საკმაოდ უზნეო და კაპარჩხანა იყო დაბადებისთანავე, პირვველივე დღეს დილის 5 საათამდე ითმინეს გოგოებმა და მერე მთხოვეს პედიატრიულში გააყვანინეო, შენც ცოტა დაისვენეო, ანუ მქონდა უხერხულობის მომენტი ჩემი შვილის ღამის ამბების გამო და როცა მარიამს ეძინა (და მასთან ერთად მეც), სხვისი შვილი თუ წამოიტირებდა, სულ ჩემი მეგონა და მეღვიძებოდა (ჩემს პალატაში იყო გოგო საკუთარი შვილის ტირილზე ძლივს ვაღვიძებდით).
პერსონალი: უმეტესობა (ნუ თითქმის ყველა) კეთილგანწყობილი, გიღიმიან, ცდილობენ, თუ გაქვს პრობლემა, ადგილზევე მოაგვარონ, ყოველ საწოლთან არის ზარი, ნებისმიერ დროს დარეკვის შემთხვევაში შემოდიოდა მორიგე ექთანი დაუზარებლად.
სანიტარია: ოთახსა და აბაზანას გვილაგებდნენ ყოველ დღე. სახლსაც ალბათ ყველა ერთნაირად არ ალაგებს, იქაც ასე იყო, ერთ-ერთ სმენაში იყო სანიტარი ვერიკო, ლამის ,,უბორკა" გააკეთა ოთახის, ისე ზედმიწევნით დაასუფთავა, სხვა სმენებიც ალაგებდნენ: გვიდნენ, წმენდნენ.
ჰიგიენა: რაც შეეხება ჰიგიენის ნივთებს, თუ ვინმე აპირებთ ემბრიოს, ყველაფერი წაიღეთ: კბილის პასტა, ჯაგრისი, საპონი, ხელსახოცი, პირსახოცები, ჰიგიენური საფენები თქვენთვის (გაძლევენ, მაგრამ ცალობით და მე ამის ნერვები არ მქონდა, ყოველი საჭიროებისას ზარი მერეკა, შემომიტანეთ-თქო). არც ჰიგიენის ნივთების არდახვედრებაზე მქონია დიდი პრობლემა, მე ჩემი მქონდა წაღებული და მერჩია კიდეც საკუთარი გამომეყენებინა.
კვება: გემრიელი და რაც მთავარია სისუფთავის ნორმები დაცული.
პედიატრიული სამსახური: აქ არაერთხელ დაიწერა პედიატრ სოფოს პროფესიონალიზმზე, ჩვენც გავიცანით. ძალიან ყურადღებიანი ექიმია, თუმცა მის პროფესიონალიზმზე ვერაფერს ვიტყვი, არ ვარ მედიცინაში სათანადოდ ჩახედული, ისე რაც კითხვა მქონდა, მიპასუხა და დამაკვალიანა.
გინეკოლოგიური სამსახური: დღის მორიგეობაში საწუწუნო არაფერია, ყოველ დღე მუცელზე ზემოდან გვსინჯავდნენ *(საშვილოსნო როგორ იკუმეშებაო), გამონადენის რაოდენობას გვიმოწმებდნენ, მკერდს, ძუძუს თავებს ნახულობდნენ, მოკლედ, ყურადღებას ზედმიწევნით გვაქცევდნენ, ღამის მორიგეები ზოგი თვალითაც არ გვინახავს, ზოგს მოვკარით თვალი კარში: ,,გამარჯობათ, მე ვარ ღამის მორიგე გინეკოლოგი, არაფერი გაწუხებთ ხო? ნახვამდის" პასუხის მოსმენის გარეშე. თუმცა ვიცოდი, დილას მოვიდოდა გინეკოლოგი სოფო და გულდასმით გაგვსინჯავდა ამიტომ ამაზე დიდად არ ვღელავდი.
სხვა აღარ მახსენდება... ხო დავწერე ადრეც და მოჰყვა ერთი ამბავი, ჩემოდანი არ შემატანინეს-თქო (ასეთი წესია). მე დისკომფორტი შემექმნა იმიტომ რომ მეუღლემ პარკებში ისე გადაუძახა ნივთებს, გამოწერის დღემდე ვერ ვაგნებდი ვერაფერს

:D:D თორემ თავიდანვე პარკებით წავიღებდი რომ მცოდნოდა და არ იქნებოდა პრობლემა.
მთლიანობაში შეიძლება ითქვას კმაყოფილი წამოვედი: აყვანილი ექიმის პროფესიონალიზმი, დადებითად განწყობილი მედ.პერსონალი (უმეტესობა), სისუფთავე... ახლა ღამის მორიგე გინეკოლოგებზე არ გამომეკიდოთ

)))
ხო კიდევ, რა თქმა უნდა ჩემი გამოცდილება სუბიექტურია და სანიმუშოდ არ გამოდგება.შეიძლება სხვას იგივე შემთხვევაში პრეტენზიები ჰქონოდა. ჩემს პალატაში იწვა გოგო, რომელმაც 1 წლის და 7 თვის წინ იმედში იმშობიარა, მისტიროდა იმედის კლინიკას და ემბრიოს უკმაყოფილო იყო.
გისურვებთ ყველა მომავალ დედიკოს მშვიდობიან მშობიარობას და ჯანმრთლ პატარებს