ჩემი შთაბეჭდილებები გაგუას კლინიკაზე:
მთლიანობაში მომეწონა ეს კლინიკა, მეორესაც მანდ გავაჩენ და ისევ ჩემს მეანთან ბარკალაიასთან. ჯერ ერთი იმიტომ რომ კმაყოფილი ვარ და მეორეც იმიტომ რომ უფრო შინაურულად ვიგრძნობ თავს.
დავიწყებ მშობიარობის დროს ვისთანაც მქონდა შეხება. ვახტანგ ბარკალაია, ნუ იყო რაღაც მომენტი რომ არ მესიამოვნა ის რომ ჭინთვები რომ დამეწყო თავის დროზე არ მოვიდა ნუ შეიძლება არც დაუძახეს თავის დროზე. როოგორც ჩემმა მეუღლემ დაწერა მაგის დამსახურებაა რომ არ ჩამჭრეს, ასევე თვითონ მშობიარობისას ძაან კარგად გიხსნის ყველაფერს, არანაირი ხმამაღალი ტონით და რაღაც, არანაირად არ დაგძაბავს, და ისეთი აურა აქვს რომ უნდა მიენდო. ზატო ექიმებს აფაცურებდა, ზოგს ეჩხუბებოდა, ზოგს შენიშვნებს აძლევდა...
ანესთეზიოლოგი მომეწონა კიდე ძაან, ძაან საყვარელი კაცი იყო, ძაან მშვიდი და რაღაცნაირი, ნუ ვერ ავღწერ მაგრამ მომეწონა

პალატაში გადასვლის შემმდეგ, შემოდიან ექიმები, და ასევე ყოველდღე შემოდის ახალი ექიმი და გეუბნება რომ დღეს მიისი მორიგეობაა და გეცნობა და ასე შემდეგ.
მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ყურადღებიანი სასტავია, შეიძლება თავიდან მოგეჩვენოთ მაგრამ არ დაიჯეროთ. ეგ მხოლოდ გაგუას დამსახურებაა, მე დამრჩა ეგეთი შტაბეჭდილება ყოველ შემთხვევაში რომ აქცევს მსგავს რაღაცეებს ყურადღებას. რადგან ყოველ დილას მოდიოდა და მეკითხებოდა რამდენად კმაყოფილი ვარ ექიმების მოვლით.
ნუ ექთნები რასაც ეტყვი ყველაფერს გაგიკეთებენ. უარს არაფერზე არ გეტყვიან. აქ ეწერათ ბავშვს არ ბანენო. ალბათ არ ბანენ თავიანთი ინიციატივით მაგრამ მე ვუთხარი და დაბანეს, ასევე ყოველ ჩასვრაზე ხან ჩავაბანინებდი ხან პროსტა ვეძახდი და ვასუფთავებინებდი და ვაცვლევინებდი. ეს პედიატრიის ექთნები ახსნითაც აგიხსნიან ყველაფერს მაგრამ მაინც არის რაღაცა მაგრამ... თუნდაც ის რომ ერთხელ ბავშვისთვის ჩემი რძე შპრიცით მივაცემინე ექთანს და ჩაასხა სწრაფად ლამის დაიხრჩო ბავშვი და ამოაქაფა ყველაფერი. მეორედ კიდე დერეფანში გავედი და ერთერთი მელოგინე ზარს რეკავდა და ეს პედიატრიის ექიმი მეუბნება შეიხედე რა 27 პალატაშიო

მეთქი გავრბივარ

ექიმებიც ნორმალური.
ოღონდ ეს სთაFი დილის საათებში უფრო დაგევასებათ სანამ დაიღლებიან, მოგვიანებით ყველა იბღვირება. ასევე პირველ რამდენიმე კითხვაზე ღიმილით გპასუხობენ, თუ ბევრი კითხვა დასვი მაგრად ყელში ხარ სახეზე აწერიათ

ასევე ჩემთან შემოდიოდნენ და მეკითხებოდნენ ოთახის დალაგება თუ მინდოდა. და თუ კიდე რამე დამექცეოდა ან ვანა იყო მოსაწმენდი ვეძახდი.
მოკლედ უყურადღებობაც არის მაგრამ თქვენ ის თქვით სად არ არის? არსებობს საქართველოში ეგეთი მაღალი დონის სამშობიარო სადაც ეს პრობლემა 100%-ით მოგვარებულია? მე აარ მგონია რომ არსებოვდეს.
კვებას რაც შეეხება. მე ძირითადად ჩემი მქონდა მაგრამ ერთხელ კატლეტი მოიტანეს და ისეთი სუნი ქონდა რომ გადავსანსლე

ასევე ვჭამდი მაგათ ფუნთუშებს და კარაქიან პურს. ერთხელ სუპიც ვჭამე. მოკლედ ჰიგიენა იმ დონეზე კარგადაა დაცული რომ ზიზღი არ გაგიჩნდება.
რისი წაღება არ დაგჭირდებათ გაგუაში:
საპონი ხელისთვის, ასევე პირსახოცი სახისთვის მე ვერ გამოვიყენე რადგან იქაური ხელის სალფეთქებით ვსარგებლობდი, უფრო მოხერხებულია ვიდრე ყოველ წამს პირსახოცის მოძებნა და ამოღება.
არ დამჭირდა ასევე პამპერსი და სველი სალფეთქი. თუ დაჟე თვითონ გამოიჩენ ინიციატივას რომ გამოუცვალო მოგცემენ ყველაფერს რაც საჭიროა.
არ წაიღოთ ძაან თბილი ჩუსტები რადგან ცხელა საკმაოდ და მე გამაგიჟა მაგ ჩუსტებმა.
მეტი ისეთი არაფერი მახსენდება, თუ რამე გაინტერესებთ მკითხეთ.