აუ შენ იმენნა სტრესი გამოგივლია ))))
მეც შენი არ იყოს თეორია ჩავაბარე იმ დღესვე, 29 ავიღე და ვბუზღუნებდი, ის ერთი როგორ შემესალათქო )))
ხოდა 4 წუთში გამოვედი და ჩემმა ქმარმა ასე უცებ როგორ ჩაიჭერიო

დეკემბერი იყო. ოღონდ იმ დღეს არ გავდიოდი პრაქტიკაზე, შემდეგ კვირაში ჩავდიოდი. გადავხედე მოედანს და წამოვედით.
5 გაკვეთილი ვიარე ტარებაზე.
ძალიან კარგი კაცი იყო, ნუ სტანდარტულად ჯოხებით ასწავლიდა , მაგრამ საოცარ თვითშეფასებას მაძლევდა. მე-5ზე ლექსოც მეჯდა მანქანაში და ეუბნებოდა, ეს მაგარი მძღოლი გეყოლება ძაანო, იამაყებო.
ნუ ჩემი სახე წარმოგიდგენია )))
ხოდა აღმართი ქონდა საშინელი ამ კაცს და მე კიდევ ისე ავდიოდი შოკში იყო. ლექსოსაც უთხრა, 17 წელია ვასწავლიო და ესეთი ჯერ ბიჭიც არ შემხვედრიაო ))))
მე ვგრნობდი რომ ზადნი მიჭირდა, თორემ იქ ყველაერს სწორად ვაკეთებდი. მოკლედ მეხუთეზეც რომ არ შემეშალა არაფერი, აღარ მოხვიდეო ამ კაცვმა )))
ხოდა ორჯერვე ჩავიჭერი ამ შენს ზადნიზეეე ))))
თან აი დეკემბრის ბოლოა და ყინვებია, ხალხია იმდენი რო რა გითხრა და 3-4 საათი ვიდექი იქ გარეთ.
პირველად რომ გავედი, ვერც ერთ ფეხს ვერ ვგრძნობდი, ოღონდ მართლა...
ხოდა ჩემი პირველი ჩაჭრა იყო ეს და ისე განვიცადე მეტი არაა )))
მქონდა "გაკეთებული" მოწმობის შანსიც და ქვა ავაგდე )))
მოკლედ მომეშალა ნერები და მივედი იმ კაცთან, სარკეებით მინდა შევლა გარაჟშითქო.
რამდენჯერმე შევედი და წავედი მშვიდად სახლში.
ახალი წლებია, ჩემი ცრვ-ც ახალი ჩამოყვანილია და ერთი სული მაქვს დავჯდე )))
მანამდე ქალაქში მსვამდა ხოლმე ლექსო ცოტ-ცოტას და საკაიფოდ დავდიოდი...
9 იანვარია და მარტყოფის გზაზე რომელიღაც სოფელში ჩემი დაქალის (თანამშრომლის) აგარაკზე შევიკრიბეთ მისი თიმი, რაღაც მოიგეს და fun day გვქონდა. თან მისი გადარეული და იყო ესპანეთიდან ჩამოსული და ისე დავთვერით, ისე გავერთეთ და ისეთი გადავიმხეთ ვის ახსოვს რომ მეორე დილას რუსთავში მივდივარ.
უცებ ჩემი დაქალის ქმარი ადგა და სადღეგრძელოს სვამს, წარმატების სადღეგრძელოაო და აი ხვალ თაკო რო ჩააბარებს მაგის თამადობითო.... წამივიდა ფერი, მეთქი დათო ჩუ ქენი. ვერ გავაჩუმე )))
გავატენეთ, 7 ზე დავიძინეთ და 9 ზე ავდექით.გვცივა სიცივისგანაც და უძილობისგანაც.
დღემდე მაქვს ვიდეო, როგორ ვსხედვართ 11 კაცი ჩემს მანქანასი, პახმელიაზე )))
მოკლედ მივედით რუსთავში, ხევსურული წინდები მეცვა რომ არ გამყინვოდა ფეხები ))))
ხოდა მოვიდა ჩემი რიგი, დაიყვირეს ჩემი გვარი და ჩავირბინე.
მანამდე ვუსმინე ბევრ აფსურდს, როგორ გჭრიან , ვუყურე ბევრ უაზრო ჩაწრას და ჩავედი.
გავარე უკანა კარი, შევყარე ჩემი ქურთუკი და ყველაფერი და ჩავჯექი წინ.
ხოდა სარკეში დავინახე რომ უკანა კარი ღია დავტოვე

გადავედი და მივხურე, თან მეცინება.
ამ კაცს ვეუბნები, მოსდებს ახლა ეს ხალხი მსოფლიოს, ქალი მძღოლის ახალ ისტორიასთქო.
ამ კაცის რეაქცია - დავიწყოთ მოძრაობა!
მეთქი ოპაა. მოკლედ თავში გადავავლე ჩემს "სამოქმედარს" თვალი და გავიკეთე ღვედი, გავისწორე სარკეები, ავამოქმედე მარცხენა ფეხი, მარჯვენა ხელი და დავძარი.
დაძვრის არ მეშინოდა, მაგრამ აი ისე "პლავნად " დავძარი, გადავხედე ამ კაცს ამაყად. იმას კიდია.
ხოდა შევაყენე გარაჟშიიიი თუ რაცაა და რომ გამოვდივარ თან ვიძახი "ვაიმეეე არ არსებოოოობს, რა მაგარიაააა, სოოო ჩავაბარეეეეე" ხოდა ეს კაცი - ვიმოძრაოთ გენაცვალე.
მივდივარ და მკიდია, უკვე ვიცი რომ ვსო ოკ.
გავიარე ზიგზაგი, მერე ჩიხი თუ რაღაც და დამავიწყდა რვიანი და ვაწვები აღმართისკენ.
ხელი გაიშვირა რვიანისკენ და მეთქი ააა უი და წავედი და თან მეცინება, ვეუბნები, ამაში რო ჩავჭრილიყავი როგორ ტეხავსთქო.
ტიპი ხმას არ მცემს. ხოდა აღმართს რომ მივადექი, ბედნიერად გავჩერდი, ამოვწიე მთელი ძალით რუჩნიკი და ვდგავარ.
გავასწორე აბაროტი, მოვზებნე მოჭიდების წერტილი და ვეღარ ვწევ "რუჩნიკს" უკან

ვიცოდი რომ საშინელი რუჩნიკები ქონდათ, მაგრამ ასეთ არ ველოდი.
აი 3 ჯერ ვცადე და ბოლოს ავდექი და მოვუსვი ღვედი, გადმოვწიე მარჯვენა ხელიც და ერტობლივი ალებით ჩავაგდე ეს რუჩნიკი

ფეხებით ისევ მოჭიდების წერტილში ვარ, ძლივს )))
წავიდა მანქანა და შევუხვიე და თან ვსკდები სიცილით.
ასეთი კოშმარული რუჩნიკი არ შემხვედრიათქო ვეუბნები. პასუხი - ვიმოძრაოთ გენაცვალე )))
გავჩერდი შუქნიშანზე და ლიანდაგთან რომ მვიედით დავიჭყე ღადაობა.
ეხლა მარჯვნივაც და მარცხნივაც რო არ გავიხედო დებილივით და რო ჩამჭრა, უნამუსობა არ იქნებათქო

პასუხი - ვიმოძრაოთ გენაცვალე.
მოკლედ გვერდითა პარკირებას რომ მოვრჩი, ვგრძნობდი რომ უკან პატარა ადგილი არის კიდევ, მაგრამ ვერ ჩამოვყალიბდი მიმეწია თუ არა და ზაან ჯიგრუად ვკითხე - დავწიო კიდევ უკანქო.
და არაა იყოსოო.
გიჟივით გამოვედი იქიდან, გადავიმაორე თავში რა უნდა მექნა, გავაჩერე წესიერად, მოვიხსენი ღვედი...
არც მოულოცავს არაფერი... ხოდა ვეუბნები "Aრასდროს არ დამავიწყდებითთქო"
გამომხედა უჟმურად. ავიღე ჩემი ნივთები და გავიქეცი.
შევახტი ლექსოს, იმანაც დამაბზრიალა და ძააან ტაკოი სთორი იყო მოკლეეეედ ))))))))))))))
აი ასე

"იმოძრავეთ გენაცვალე"