elevenმაშინ გამორთე და სანამ იმ სითხეს არ იყიდი, არ ჩართო.
გავლების რეჟიმზე სცადე ჩართვა მაინც.
კოტეტიშვილი მე მომწონდა, სანამ ჯანმრთელი ბავშვი მყავდა,რომელსაც არაფერი აწუხებდა და სწორად მიმაჩნდა მისი შეხედულებებიც, მაგრამ რაც ტყუპებზეც იგივე რჩევა–დარიგებების გატარება დაიწყო, რომელთაც ჩამოუყალიბებელი ორგანიზმი ჰქონდათ და სიფრთხილე იყო ყოველ ქმედებაში საჭირო, უარვყავი
მაქვს 3 პრობლემა

1. ნიკას რომ ეკითხებიან ვინ არიან თათია და დათო, იბნევა, ნერვიულობს, იძაბება ძალიან. ცდილობს თავი აარიდოს პასუხის გაცემას. თუ მაინც მოუწია თქმა, ძლივს გამოსცრის, რომ ვართ დედა და მამა. ტუჩის კუთხეების ჭამას იწყებს მაშინვე ნერვიულობისგან.
გქონიათ ასეთი შემთხვევა? რა ემართება? ასეთი ძნელი სათქმელია ვინ ვართ?
2. სალომე არის ეგოისტი ბავშვი! ყველა და ყველაფერი მისია. მხოლოდ უთმობს ელენეს. სხვებს გვირტყავს, გვიყვირის. თუ ვერ გაიტანა თავისი, ტირილს იწყებს და ხრჩობას გაითამაშებს ხოლმე. აი, მე ხომ არ მეკარება, არ ვაინტერესებ, საკმარისია, ვინმეს ჩავეხუტო, მოდის და თავს მადებს.
3. ელენე თავს ურტყავს კედელს, დაჯდება და უბრახუნებს, თან ამოწმებს ვუყურებთ თუ არა. ყურადღება, აღფრთოვანებები, ემოციები ამას არ აკლია და რაღა უნდა? რომ გამომყავს ჩხუბობს. მიდის ისევ, იწყებს თავის დაჟეჟვას და კვდება სიცილით.
ტყუპები ავზომ-ავწონეთ გუშინ და არიან 10.500- 10.700 კილო. ორივე 76სმ.
განვითარებაში წინსწრება აქვთო.
რამეს რომ ეჭიდებიან დგებიან ფეხზე, მალევე ეცემიან, მაგრამ შიში არ აქვთ. მალე გაივლიან ალბათ და დავიღუპე.