ეს ვაუჩერი უნდა აიღო სოციალური მომსახურების სააგენტოში, შენი უბნის მიხედვით. მისამართები აქ ნახე, ამ ლინკს ცოტა ქვემოთ ჩაჰყევი და მისამართები ნახე.
მისამართებიამ ვაუჩერით მიიღებ ოთხ უფასო კვლევას, აი ნახე რა შედის ამ კვლევაში -
1) ვიზიტი – 13 კვირის ორსულობის ვადამდე :
• მეან–გინეკოლოგის კონსულტაცია
• თერაპევტის კონსულტაცია
• სისხლის ფართო ანალიზი
• შარდის ფართო ანალიზი
• სიფილისის დიაგნოსტიკა სწრაფი/მარტივი მეთოდით
• ჰეპატიტის დიაგნოსტიკა სწრაფი/მარტივი მეთოდით
• აივ ანტისხეულების განსაზღვრა სწრაფი/მარტივი მეთოდით
• სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა
• საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა
2) ვიზიტი – ორსულობის 18–20 კვირამდე :
• მეან–გინეკოოგის კონსულტაცია
• მცირე – მენჯის ღრუსორგანოების ექოსკოპია (ნაყოფის სტრუქტურული ანომალიების გამოსავლენად)
3) ვიზიტი – ორსულობის 30–32 კვირამდე :
• მეან–გინეკოლოგის კონსულტაცია
• ცილის რაოდენობის გასაზღვრა
• ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში
4) ვიზიტი – ორსულობის 34–36–38 კვირამდე :
• მეან–გინეკოოგის კონსულტაცია
• ცილის რაოდენობის განსაზღვრა სისხლში
ეს ყველაფერი სახელმწიფო კლინიკაში უნდა აიღო, მაგალითად ეს კლინიკა აკეთებს ამ კვლევებს
სამედიცინო ცენტრი ჯანმრთელობარაც შეეხება დეკრეტის დროს მიღებულ დახმარებას, რომელსაც სახელმწიფო გაძლევს, მეშვიდე თვემდე უნდა გააკეთო ეგ. ეგეც სოციალური მომსახურების სააგენტოში კეთდება, მიხვალ და ხელფასის ცნობას წარადგენ. დამხარება ფიქსირებული არ არის, მაგრამ მაქსიმუმ 600 ლარია. თუ 100 ლარი გაქვს ხელფასი, მაინც მოგცემენ, ანუ მინიმუმ რამდენი უნდა გქონდეს შეზღუდვა არ არის, მაგრამ ცოტაზე ცოტა გამოგივა.
This post has been edited by sunny night on 12 Feb 2012, 18:59