sunny nightბურღული არ მოხალოთ, ითვლება რომ მოხალვისას ცუდი ნივთIერებები წარმოიქმნება და მთლად სასარგებლო არ არის, წლამდე ბავშვისათვის სასურველია მზა ფაფები, ხილით, რომლებიც სრულფასოვანი საკვები პროდუქტია და თან ადაპტირებულ ნარევზეა დამზადებული ალერგიის თავიდან აცილების მიზნით.
პრინციპში დანარჩენი სრულფასოვანი კვებაა, 6 თვიდან შეგიძლიათ იოგურტი დაამატოთ, ოღონც საბავშვო ჰუმანა ან ჰიპი. ასევე ხაჭო ვერ ვნახე ვერსად თქვენს მენიუში, შეგიძლიათ მზა ჰიპის ხაჭო იყიდოთ ან თავად დაუმზადოთ და ხილთან ერთად დააბლენდეროთ.
tatuuuსისხლი მშვიდია, შეგიძლიათ ამ სისხლით აცრათ.
Diamond Girl0,5 ერტეული უნდა გამოაკლოთ სწორ ნაწლავში და პირში გამოკლება არ უნდა.
irinka1983პირველ რიგში მიზეზი უნდა დადგინდეს, ეს შეიძლება იყოს გარემო ფაქტორებით განპირობებული ან სომატური დაავადებით გამოწვეული. დამამსვიდებლის საკითხი კი ძალიან ინდივიდუალურია.
madinkaალერგიას გავს ნამდვილად, თან როგორც ამბობთ კონტაქტური დერმატიტია, ანუ სადაც გაღიზიანებულია კანი, იქ ცნდება ალერგია. ექიმი ჰაუსი კი არ გჭირდებათ, ნორმალური ექიმი გჭირდებათ, რომელიც ადექვატურ რეკომენდაციებს მოგცემთ, გასწავლით როგორ მოუაროთ ბავშვის კანს, ნივთებს, არ დაგინიშნათ ისეთ წმალებს, რომლების ტრიგერის როლში გვევლინებიან და ალერგიული რეაქციების მთელ კასკადს იწვევენ