ჩემმა ქმარმა სადღაც წაიკითხა, 250 გრამი უნდა მოხარშოო, უმარილოდ და უცხიმოდ მარტო ეგ უნდა ჭამო მთელი დღე და ერთ კილოს იკლებო.
დაიკლო, მაგრამ კინაღამ მოკვდა. მეტჯრე აღარ გავაკეთებინე, რა უბედურებაა, ეგრევე მოიმატებ მერე თან ორგანიზმს იზიანებ... არ გირჩევ

მე 4 კილო დავიკელი 5 კვირაში. ვვარჯიშობ დილაობით, ერთი თვე აკვააერობიკაზეც ვიარე. 3 დღე კვირაში დავდიოდი, დანარჩენი 3 დღე ვვარჯიშობდი.
ნუ მე თან მუცლის ფონზე მინდოდა რო დამეკლო ძირითადად, პატარა მუცელი დამრჩა და ნერვებს მაწიწკნის და პრესებს ვაკეთებ.
ახლა მოვრჩი აერობიკას და ვფიქრობ ვარჯიში ხო არ დავიწყო. 3 კილო დამრჩა.
ეს 4 კილო დავიკელი იმით რომ პურს არ ვჭამ და 6ის მერე არ ვჭამ.
ჩვეულებრივად ვსვამ შაქრიან ყავასაც და ჩაისაც.
ნუ ცომეულს და ნაყინებს და შოკოლადებს და ნამცხვრებს რა თქმა უნდა არ ვჭამ, მაგრამ
ვიკეთებ სახლში საჭმელებს და დამაქვს ჩემთვისაც და ლექსოსთვისაც. ლექსომ 10 კილო დაიკლო. ნუ დიდი წონიდან უფრო ადვილია დაკლებაო ამბობენ.
სუპი, ბორში, ბულიონიც დაჟე, წიწიბურა, ძროხის სასისკი, მოხარშული ქათმის და ძროხის ხორცი, კატლეტი იშვიათად, მოხარშული ბრინჯი, ხან ცოტა პიურე,
ხლებცი, ნაკლებცხიმიანი ყველი, მოხარშული კვერცხი, ჰერკულესი....
ხილს ვჭამ და ბოსტნეულს.
ვაშლი კუჭის მოქმედებას რომ ეხმარება კაია პირიქით, მერე რა რომ კალორიულია.
ანუ თავს არ ვიკლავ.
არ ვსვამ კოკაკოლას და გაზიან სასმელებს, ვეტანები ანანასის კონსერვს, ცხიმს წვავსო ამბობენ, დიდად არ მჯერა რომ ეგ კონსერვი ცხიმს წვავს მაგრამ არ იმატებ მაინც და შიმშილს კლავს + გემრიელია : )))
რამდენჯერმე დავარღვიე კინოში პოპკორნით ეგ იყო და ეგ. ახლა ჩვენი მენეჯერია ჩამოსული და ეს 3 დღე მაგრად დავარღვიეთ და ასე მგონია ერთი კილო მოვიმატე მაგრამ დღეიდან ისევ დიეტაზე ვარ.
ხანდახან ცოტა ცომეულსაც ვჭამ ნუ მინიმალურს - ვარენიკებს ხაჭოს.
მთავარია პური ამოვიღე და 6ის მერე არ ვჭამ იმის იქეთ ვცდილობ მაგრამ ხან რაღაცეები შემომეჭმება ხოლმე

ხო და კიდევ იმას ვიცავ რომ წყალი და წვენი არ დავაყოლო საჭმელს.
მწვანე უშაქრო ჩაი ყოფილა ძალიან კარგი. ვარჯიშIდან 1 საათში უნდა დალიო თურმე და ეხმარება დამწვარი კალორიების "გამოტანას" ორგანიზმიდანო. ერთმა გოგომ მირჩია იქ აკვაზე და დავუჯერე : )))))
ჭამიდან 20 წუთშიც კაიაო მაგრამ აი მაგდენ უშაქრო მწვანე ჩაის ვერ დავლევ ნაღდად

სულ ეს იყო რაც ვიცი ამ თემაზე : )))))))))))
Whether you think you can or you can't - you're right.