გამარჯობა გოგოებო, პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ და გაგამხნევოთ. მაგრები ხართ
ძუძუთი კვება რომ შეგიძლიათ.
სწავლის ძირივითაა. თავიდან მწარეა და მერე გატკბილდების :და
მოსახერხებელია ძალიან. ბოთლების თრევა რეცხვა და სტერილიზაცია არ გიწევთ და ა.შ.
გამოცდილ მეძუძურებთან მაქვს კითხვა,
3 თვისაა ჩემი ბავშვი. თავიდან, პირველი თვე ცოტას რომ ჭამდა შესაბამისად ძუძუც გამაგრებული მქონდა და იმდენი გამოდიოდა ვერ ასწრებდა ყლაპვას.
ახლა კი ვერ გავიგე რამდენს და როგორ ჭამს.
ამასწინათ მაინტერესებდა რამდენი რძე გამოდიოდა და გამოვიწველე, ჰოდა პანიკა დამემართა რომ აღმოვაჩინე რომ ორივე მკერდიდან 10 გრამიც არ გამოვიდა. (თან ახალი ნაჭამი ჰქონდა და გამოცალა ალბათ)
გავქანდი და ვიყიდე ბოთლის გამათბობელი, ფორმულა , ბოთლის სახეხი, ბავშვის წყალი

)
იმავე დღეს ლაქტაციის კონსულტაციაზეც ვიყავი. იქ მითხრეს რომ გამოწველით ვერ გამოვიყვანდი რძეს, ბავშვი თავიდან რომ წოვს რძე არ გამოდის, შეიძლება ერთი წუთიც წოვოს და მერე ხდება რძის სადინარებიდან გადმოდინება.
ჰოდა მერე წავედი და ნაყიდი რაც მქონდა დავაბრუნე, ეს მოხდა სამი კვირის წინ. ანუ კინაღამ გადავიყვანე ხელოვნურ კვებაზე ამ შიშის გამო.
დავმშვიდდი მაგრამ მაინც ვერ ვხვდები რამდენს ჭამს.
ალბათ ეს ყველა მეძუძური დედისთვის ყველაზე გაუგებარი და ბურუსით მოცული ამბავია :დ
This post has been edited by Iron Butterfly on 23 Mar 2016, 11:12
When Life Just Blows .... Fukitol® !
I'm Gonna Git You Sucka