ქალებო...მასტიტი...ჰეეელპ!!
არის შანსი რომ თავისით გამიაროს? არ მინდა ანტიბიოტიკის მიღება
გუშინწინ ღამე ვიყავი ცუდად, მაციებდა და ყველა სახსარი მტკიოდა, თან მარჯვენა მკერდიც მტკიოდა ოღონდ გამაგრება ვერ ვიპოვნე.
დილით შედარებით უკეთ ვიყავი, თავი მტკიოდა ოღონდ, გავიზომე სიცხე და 38.9, ამ სიცხეზე "კარგად" ვიყავი ანუ
ძუძუც შედარებით უკეთ მქონდა, ბავშვს ვერ ვიხუტებდი მაგ მხარეს ერთადერთი. წოვს ჩვეულებრივ, ჩამაგრება არ მაქვს.
წუხელ, ძილის წინ დავლიე იბუპროფენი და დღეს სიცხე აღარ მაქვს. მკერდი მაქვს შეწითლებული იმ ადგილას სადაც მტკიოდა. ტკივლით არ მტკივა მაგრამ ცოტა უსიამოვნო შეგრძნება მაქვს ხელს რომ ვიდებ.
ინტერნეტში წავიკითხე რით უნდა შევუწყო ხელი რომ გამიაროს მაგრამ გამოცდილი მასტიტოლოგები თუ ხართ, დამეხმარეთ გამოცდილებით
წინაზე არ მქონია ასეთი შემთხვევა, მაგარი მურტალი რამე ყოფილა ისე :/