მოდერატორო, არც ვიცი როგორ მოგმართოთ, სახელიც არ ვიცი. მინდა გთხოვოთ ნუ დამბლოკავთ. მინდა მთელი სიტუაცია ავხსნა....
"მოვუვლი თქვენ პატარას დილიდან საღამოს 18:00-საათამდე. შემიძლია მხოლოდ მოვიდე მათი სასეირნოდ წასაყვანად, სანამ თქვენ სამსახურში ხართ. მოვამზადებ რუსულ ენაში აგრეთვე სკოლისათვის თუ სჭირდება ნებისმიერ საგანში/ყველაფერში ერთად.
თუ საჭირო იქნება და თქვენ მოგესურვებათ რუსულად ვესაუბრები .

შემიძლია ჩემთან წამოვიყვანო. ბავშვების აღზრდის გამოცდილება ნამდვილად მაქვს

2 პატარა დაბადების დღიიდან 4 წლამდე თითქმის ჩემი გაზრდილია, ერთი დედა არ ვარ ალბათ
და თუ მშობელი წინააღმდეგი არ იქნება ჩემთან ერთად ვატარებ პატარას ეკლესიაში და თუ ნებას დამრთავს ზიარებაზეც

ვიმუშავებ ნებისმიერ თანამდებობაზე, ნებისმიერი ადგილას
(გარდა კლუბისა, ბარისა და ქსელური მარკეტინგისა)
თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს ნამდვილად . იქნება ეს:
1. ოპერატორი რაიმე ორგანიზაციაში
2. მდივანი
3. რუსული ენის მასწავლებელი (ჩემი პროგრამით)
4. ფლაიერების დარიგება თუ განცხადებების გაკვრა სადარბაზოებში
5. ფეხით მოსიარულე კურეირად
6. შემიძლია რომელიმე კაფეში ვიმუშავო ოღონდ როგორც კურიერი, ანუ შეკვეთები მივიტანო დანიშნულების ადგილას.
6. ბავშვების აღმზრდელად (როგორც ქართულ ასევე რუსულენოვან ბავშვთან)
და არ ვიცი მეტი არ ვიცი იდეები არ მაქვს ამჟამად. თუ რამე იცით თქვენ თვითინ შემომთამავაზეთ, მირჩიეთ. რავიცი აბა. ყველაფერი ის რაც ქალს ძალუძს გააკეთოს.
დიდი მადლობა ყველას ვინც თვალი გადაავლო ჩემ დაწერილს :*
This post has been edited by eulario on 19 Jun 2012, 04:16