ვეცდები შეძლებისდაგვარად ვრცლად მოგიყვეთ,
დავიწყებ იმით , რომ გზად ვუყიდეთ დედას ორი წყვილი ფეხსაცმელი, ერთი ბოტასის სტილში, მეორე ჩვეულებრივი დაბლებზე. თბილისში ჩამოსვლა ქოშით რომ არ მოუწიოს.
ბავშვებს ვუყიდეთ კარგი ბოტასები და სახლის თბილი ჩუსტები
რომ მივედით სახლშI დაგხვდნენ დედა მამა, ბავშვები და უსაყვარლესი ბებო.(დედამთილი) ასევე მეზობელი.
მამამ შეგვატანინა პარკები და გაუჩინარდა გვერდით ოთახში
გოგოან როგორც ვიდეოზეა ისეთია, იმ განსხვავებიტ რომ ძალიან კონტაქტური და აქტიურია
ბიჭი პატარა, გამხდარი და მორცხვი. (სიცხე ჰქონდა 38 ) იქ ისე ცივა რომ ბავშვები ხშირად არიან ავად.
თუმცა ეს პრობლემა უკვე მოგვარებულა ვიღAც მადლიანს გაზის ფული გადაუხდია და კარმაც დაუყენებია
მგონი ფორუმიდან იყო (გაიხაროს ვინც არის) სახლი ისეთI ცივი დ ანესტიანია რომ ეს კარმა მხოლოდ ერტ ოთAხს ათბობს
ორ პატარა საძინებელში ფიზიკურად გაუსძლისია შესვლაც კი, დაძინებაზე აღარაფერს ვამბობ
ფანჯრები შეულესავად ჩასმული და ისე უბერავს როგორც ქუჩაში.
ყველაზე ცუდ მტგომარეობაშია ტუალეტი დგას ერთი ხელსაბანი და უნიტაზი. მაგრამ ორი კედელი მთლიანად ამოჭმულია ნესტისგან ბლოკების დონემდეა დასული და ეს ნესტი საძინებელში შEდის (ესაძღვრება საძინებელს)
რამე პლასტიკატი მაინც მქონდეს რომ მივაფაროო ნატრობდა მანანა. (მანანა ჰქვია დედას)
ასევე გაზის ზედა ნაწილი უყიდია, 50 ლარი აჩუქა ვიღAცამ ბავშვებს და ვიყიდეო , ძალიან ბედნიერმა გვაჩვენა.
ეს რაც შეეხება სახლს
ახლა ბავშვები
გოგონას მძიმე დიაგნოზი აქვს , გერმანიაში გაგზავნილმა ანალიზის პასუხებმა თქვა რომ ეს არის გენეტიკური დაავადება და ამის გამო საკმაოდ მძიმეა
ექიმება უთხრეს რომ ბავშვი როგორმე გარდატეხის ასაკამდე უნდა მიჩოჩდეს მკაცრი დიეტით , ჰაერით დასვენებით სპეციალური რეჟიმით (დატვირთვის გარეშე) და წამლებით
თუ ამას მოახერხებთ გარდატეხის ასაკის მერე პრობლემა საერთოდ გაქრებაო .
იქამდე კი ბევრი წელია
აქტიური მხიარული და კონტაქტური გოგოა. ძალიან გაიხარა სათამაშოები. სასწრაფოდ მოიზომა ფეხსაცმელები და განსაკუთღებით ჩუსტზე შეიშალა ჩაიცვა და გაოცებულმა დედას უთხრა ''დეეე რბილიააა''
გაგიჟდნენ ბავშვები სათამაშოებზე გადმოყარეს იატაკზე და საეთოდ ვეღარაფერს ამჩნევდნენ გარშEმო
წიგნები უყვართ ძალიან .
და სჭირდებათ კიდეც წელს გოგო სკოლაში მიდის მაგრამ გასაგები მიზეზების გამო კვირაში ორჯერ ივლისო, დანარჩენს სახლშI ვამეცადინებთო
ბებოც და მამაც პედაგოგები არიან
ბებო და მაზლი ცალკე ცხოვრობენ იქვე ასეთIვე სახლში მაგრამ ბიჭი ძირითAდად ბებოს ჰყავს, ცდილობს ბევრ ამეცადინოს.
სანამ შემიძLიაო ყველაფერი მინდ ავასწავლო რომ ამან მაინც გააღწიოს აქედანო
ძალიან გვთხოვა წიგნები და რვეულებიო
ანბანი, დაწყებითი კლასის რვეულები უჭირთ აქ არ იშოვებაო (გამოსაწერი რვეულები)
ასევე ფერადი ფანქრები
ბიჭი სკოლაში ნათხოვარი ჩანთით დადის
ბავშვებს წიგნები ძალიან უყვართ გოგონა უკვე დამარცვლით კითხულობს
ბებოზე ვართ გადარეულები ისეთი სყვარელია. ეთო იღებდა მობილიტ სურათებს და არ ვიცი კადრი მოხვდა თუ არა
ძალიან კულტურულები, ძალიან ზრდილობიანები, მორიდებულები და კარგები არიან
გამოვკიტხე რა პრობლემა ჰქონდა სასწრაფოდ მოსაგვარებელი დიდი ხნის მორცხვობის მერე გამოიტყდა კალონკა მინდაო ძალიან მიჭირს ცხელი წყლის გარეშეო . ცოტა ფული მივეცი ჯიბისთვის, და ხვალვე გავვარდები და მორჩენილი ფულით კალონკას ვუყიდი და წავუღებ.
საქათმე მაქვსო , ქათმები მყავდაო მაგრამ მერე გოგონს უმკცრესდ ბულიონების დიეტა ქომ ჰქონდა ნელ ნელა მომიწია დაკვლაო
ძალიან მინდა რომ მყავდეს კიდევო წიწილბი რომ მყავდეს გავზრდიდი და მოვუვლიდიო
სხვა შინარუი ცხოველის ქ შენახვა გამორიცხულია, არც ადგილია და არც პირობები ხრიოკზე ცხოვრობენ
ზაფხულში გველებიაო და ფანჯრების ღრიჭოებიდან ბუზები შემოდიანო

რაღAცეებიტ ჰქონდ ამოვსებული
თეთრეული უჭირს. საბნაბი, თხელი გაუბედურებული ლეიბებია რაც დაურიგა მაშIნ მთAვრობამ და მატრასიც კი არ არის პირდაპირ ეს გვიდევსო და ძალიან რთულია ამაზე ძილიო
ჭურჭელიც არ აქვს ადამიანური
საყოფაცხოვრებო ნივთები უჭირს
ზაფხულისთვის მაცივარი რმე პატარა მაინც საჭიროა
გოგონას სულ სჭირდება რძის პროდუქტი , ეგაა მისი ძირითAდი საკვები
მისი დიეტაა ქათამი, ხორცი, რძის ნაწარმი თევზი. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა უმარილო და მოხარშული.
დენის ქვითრის ნომერი წამოვირE მაგრამ ამ წუთას ეგ პრობლემაც მოუგვარებია ვირAცას პირიქით მინუსებშია ქვითAრი ასრაღაც ლარზე ასე რომ ეგ პრობლემა არ აქვს.
საკმაოდ დასტრესილი ვარ და ცოტა არეულად ვწერ ალბათ
გოგოებო
მოხუცებს და ტყუპებს აღარ ვუვლით, იქნებ ეს ოჯახი არ მივატოვოთ რააა. გავაკეთოთ ისე როგორც ადრე სხვებს ვეხმარებოდით
ყოველთVე ვისაც შეგვეძლება დავრიცხოთ ხოლმე ფული და მივაწოდოთ
ხო გამახსენდა
თბილისში რომ უნდ აჩამოსულიყო აქ იუზერმა დაწერა ადმინისტრაციაში ელოდებიანო
პირადობის მოწობა არ მაქვსო ვადა გაუვიდა შეტანილი მაქვს და ველოდებიო და ამიტომ შემაგვიანდაო
+ ამ დღEებში ფორმა ასი უდნა ავიღოო დაბარებული ვარო და იმ ადმინისტრაციაში ეს ორი რამ არის საჭირო, ისე ხომ არ მივადგებოდიო.
მამას არანაირი სამუშაო არ აქვს. თუკი სადმე რამე მიწაზე გამოჩნდება ''ლაფატკაზე'' დაუზარლად გარბის სამუშAოდო, ასევე სხვა ნებისზმიერ ფიზიკურ სამუშაოზე მაგრამ არ არისო.. აქ გარშემო ყველა ერთნაირად ცხოვრობს ვის ექნება ისეთი სამუშაო რომ სხვა დასაქმოს?
ზარზეიმით გახსნენ სათბურბი იქ მაგრამ იქაც ჩაწყობიტ ხდება თურმე.. ''პრივილეგირებული'' სოფლებიდან ვინცაა ისინი დაასაქმეს დანარჩEნები კი უარით გამოისტუმრეს
დალაგებლადაც ვიმუშAვებო მაგრამ არ არის ადგილიო .
კიდევ მოგვიყვა რაღაცეები რასაც ხმამაღლა ვერ დავწერ ისევ მათი უსაფრთხოების გამო
ერთს კი ვიტყვი ამ მთAვრობის ოჯახები დამასახლებინა იმ ''გეტოებში'' ეს მქვს ოცნებად დღEიდან
იაშვილში ექიმები დიდი ყურადღEბით და გულისხმიერებიტ მექცევიანო . კარგები არიანო (ორი ექიმი ჰყავს და კმაყოფილია)
მეზობელი ქალბატონი რომელიც იქ იყო შეგვეხვეწა იქნებ ვინმეს ძიძად ვუნდოდეო (ისიც პედაგოგია) ვივლი თბილისშიო , რუსულიც ვიციო. სახლის საქმეებზეც ვიმუშAვებო, დავალაგებ, ყველაფერს ვიზამო, იმას ერთი სტუდენტი შვილი ჰყავს რომელიც იქედან დადის და გზის ფული მაინც რომ ვუშოვო რომ იაროსო და მეორე კიდევ ავადმყოფი. 42 წლის კულტურული სუფთა დ აკარგი ქალია. გოგოებო ძიძების თEმაში დავწეროთ იქნებ მოვუძებნოთ რამე.
მოკლდ სასწრაფოა
წყლის გამაცხელებელი რომელსაც მე მოვგვარებ დარჩენილი ფულით და უახლოეს ორ დღEში წავუღებ აუცილებლად
ასევე ქათმებია საყიდელი (არ ღის ძვირი, ამიხსნა ბებომ როგორი წიწილებია საჭირო გასაზრდელად)
წიგნები, რვეულები და ფანქრები ბავშვებისთვის და ბიჭისთვის სკოლის ჩანთა
თეთრეული, საბნები, ბალიშები.
და მაღაზიაში აქვს ვალი 200 ლარი . არ ახრჩობენ და არ სთხოვენ მაგრამ ვალია მაინც... დენი და გაზი მოგვარებულია
წამლები და მკურნალობა ამ ეტაპზე არ არის სასწრაფო თემა იმიტომ რომ ელოდება ახალ დანიშნულებას და მერე გაირკვევა რა და როგორ... .