როგორ და არ იშრომოს, არ დაიღალოს, არ აწიოს მძიმე, ძირითადად წამოწოლილი და მოსვენებული იყოს
რაც პრაქტიკულად გამორიცხულია.
პირველ რიგში სარეცხი არ გარეცხოო. მე ვაჩუქე რამდენიმე თვის წინ სარეცხის მანქანა . ადრე რომ იყო ''მალიუტკა'' ეგეთი
და ეგ ხომ იცი როგორია მარტო რეცხავს არც ავლებს და არც წურავს. ასე რომ მაინც მოუწევს წურვა და ''ჭიდაობა'' სარეცხთან.
ამ ეტაპზე მისი ორსულობის გათვალისწინებით მაგისი საშუალება არ არის ნამდვილად რომ მეტი კომფორტი შევუქმნათ.
ლოლიტას და მის ექიმებზე ნაწილდება თანხა . მაგალიტად გუშინ რაც მორჩა საკვებისთვის დღEს ლოლიტას დაახარჯა ექიმებში.
ამ ეტაპზე მშიერი არ არიან აქვს პროდუქტები ამასწინად ბლომად ჩავუტანე მარაგი.
რაც შეეხება ზვიადის სამსახურს. პრავინიამ გაუკეთა ბლოკის ცეხში საგურამოსთან და სავარაუდოდ მარტიდან შეუდგება მუშაობას.
ანუ დღეის მონაცემებით ლოლიტა ექიმთან ნამყოფია. წამლები აქვს.
მანანას ანგიოლოგის ამბავია მისახედი და მერე ერთი თვე თავისუფლები ვართ თუ რამე არ გამოხტა ისევ.
დანარჩენი ექოც ანალიზებიც და მდგომარეობაც ნორმალური აქვს.
ექოზე ვნახე კიდეც პატარა ბარტყი

კარგი ბიჭია 780 გრამია უკვე
პ.ს. ორსულობა არის 23-24 კვირა
სავარაუდო მშობიარობის თარიღი 28 მაისი
* * *
orovela87კი ბატონო:
ამ დრომდე ერთობლივი ძალებით
აქვთ ცხელი წყალი (კალონკა)
ტუალეტში დუში და ონკანი (არ ჰქონდა)
გაზის გამათბობელი და მაცივარი სხვამ აჩუქა უბრალოდ დავწერ რომ უკვე აქვს და შესაძენი არ არის ძველებური, პატარა სარეცხის მანქანა ''მალიუტკა''
მინიმალური საყოფაცხოვრებო ნივთები, თეთრეული, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი ყველა ოჯახის წევრისთვის (ეს ყველფერი ჯერ ისევ საჭიროა )
მანანა ორი ბავშვით და ბებოს თანხლებით იყვნენ დასასვენებლად სურამში ერთი თვე
შევუძინეთ ქთმები და კურდღლები რომლებიც დაამრავლა და პარალელურად საკვებად იყენებს (ჯერ ჯერობით გასაყიდი რაოდენობა არ არის)
მთლიან სახლს კედლებში ჩაეფინა დამათბობელი ( მინა ბამბა თუ რა ჰქვია ზუსტად არ ვიცი)
ყოველ თვე (ხშირად თვეში ორჯერ) პირადად ჩავდივარ და ჩამაქვს საჭირო პროდუქტი და პირველადი ჰიგიენის საშუალებები
პერიოდულად ბავშვებს ვუხერხებთ პატარა საჩუქრებს
ლუკა დადის ინგლისურზე
ლოლიტას და ლუკას სასკოლო აღჭურვილობა სრულად აქვთ
ახალი წელი თავისი თოვლის პაპის საჩუქრებით, პროდუქტით და ნაძვის ხით მაღალ დონეზე ჩატარდა

ლუკამ გაიკეთა გლანდების ოპერაცია რომელიც ერთ ერთი ჩვენი იუზერის დახმარებით სადაზღვევომ აუნაზღაურა
პერიოდულად ვახერხებ პროდუქტების ყიდვის შემდგომ 50-100 ლარი მოვიტოვო და ხელზე მივცე
ლოლიტას რამდენჯერმე დასჭირდა არაგეგმიური სამედიცინო მომსახურება (რომელსაც დაზღვევა არ უფინანსებდა) და ჩვენ დავაფინანსეთ.
ამ ეტაპზე ლოლიტას პარალელურად მანანას ორსულობასაც ვეხმარებით ( ეს ფინანსურად ძლიან გვიჭირს მაგრამ ვცდილობთ )
და ა.შ. ყველა წვრილმანი არ მახსოვს, თუ რამე გამომრჩა გოგოები დაამატებენ
მთავარი მიღწევა ის არის რომ ამ ელემენტარული პირობების და კვების შედეგად ლოლიტას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად შემსუბუქდა . ის 8 აბი პრედნიზოლონის მაგივრად იღEბს მეოთხედ აბს . რაღაც დისკომფორტები მოუგვარდა მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირული უკეთესობაა. ეს არ ნიშნავს ჯერ არც გამოჯანმრთელებას და არც კარგად ყოფნას. ეს მხოლოდ მცირედი შეღავათა მისი მდგომარეობისთვის. წინ კიდევ ბევრია საბრძოლი თუმცა ექიმებისგან ვიცით რომ მას აქვს შანსი გამოძვრეს და ჯანმრთელ გოგონად იქცეს როდისმე. მთავარია ახლა ეს ყველაზე რთული წლები გადალახოს მშვიდობიანად. ახლა ძალიან საშიში პერიოდია მისთვის . ოდნავი ყურადღEბის მოდუნება, ოდნავი პირობების გაუარესება და ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.
აი ეს არის მოკლედ რაც უცებ გავიხსენე და გოგოებიც დაამატებენალბათ თუ რამე გამომეპრა
ამ თემაში ყველა ჩვენი ქმედება ნაბიჯ ნაბიჯ არის მოთხრობილი .
This post has been edited by agr_bak on 5 Feb 2013, 18:39