დღეს ვიყავი წეროვანში.
ვუყიდე პროდუქტების დიდი მარაგი.
ტკბილეული და ახალი წლისთვის ნამცხვირსთვის ''პრიპასები''
პულტიანი რობოტი ის რაც ლუკას უნდოდა 170 ლარი ღირდა და ვერ გავწვდებოდით
უფრო სწორედ კი გვქონდა ფული მაგრამ ამხელა ფასად ქვეყნის საკვები ვიყიდე
ამიტომ ლუკას ვუყიდე 50 პულტიანი სპორტული ( რალის) მანქანა ძალიან კარგი 48 ლარიანი
ლოლიტას ჩვილი თოჯინა თავისი მთელი მოწყობილობით . დიდი ჩანთით. ტანსაცმლით, ბოთლებით, და უამრავი აქსესუარებით
პატარა ანდრიას სათამაშოების ჯერ არაფერი ესმის ამიტომ თავისი ზომა სანტას ქუდი ვუყიდე თან თბილია და თან გაერთობიან
ფოტოს გადაღება ვერ მომაფიქრდა სამწუხაროდ ისეთი საგიჟეთი იყო კარფურში რომ ძლივს გამოვაღწიე.
მაგრამ სიტყვაზე მენდეთ ორივე საჩუქარი ძალიან კარგია თან დიდები ( რაც მოსწონთ ბავშვებს)
რომ მივედი რა თქმა უნდა სათამაშოები დავმალეთ და ბავშვებს ვუთხარი, მე კი მივწერე თოვლის პაპას თქვენ რაც გინდოდათ მაგრამ თოვლის პაპამ ხომ არ იცისი ქართული მაღაზიები. იმას ლაპლანდიიდან ჩამოაქვს სათამაშოები. ამიტომ იქ იყიდის საჩუქრებს თქო.
ლუკას მაღაზია პეპელას რეკლამაში უნახავს მანქანა რობოტი და ის რობოტი ძალიან ძვირი იყო, ერთთვიანი გართობისთვის ამხელა თანხის გადახდა სისულელედ ჩავთვალე მაგრამ რა მანქანაც ვუყიდე ის იმ რობოტზე უფრო კაი ტიპია
ეგეთი ნანახი არ აქვს რა თქმა უნდა თორემ ეგ მოუნდებოდა.( სად ნახავდა

) და ვიცი გადაირევა ისე მოეწონება.
ლუკას თქვენთან შეუთანხმებლად იმ თანხიდან ცოტა ვაჩუქე. თობლის პაპა კი მოგიტანს საჩუქარს მაგრამ შენ ამ ბავშვებში ახლა ყველაზე დიდი ბიჭი ხარ და დეიდებმა შენთვის გამომატანეს, ის იყიდე რაც გაგიხარდება თქო.
ძალიან გაუხარდა. 20 თეთრიანზე მეტი ხელში არ სჭერია არასდროს.
თავი კაცად იგრძნო
მანანაც გავაფრთხილე არ გამოართვა, მიუშვი ერთხელ გაიხაროს თავის გემოზე თქო.
( რა ვქნა გამორჩეულად მიყვარს და მეცოდება. ყველაზე მეტად ეგ იჩაგრება, თან ამ მესამე შვილის გაჩენის მერე ხომ საერთოდ

)
ვინაიდან ლიკლიკას ავცდი დღეს და იქ დაგროვილი ტანსაცმელი ვერ წავიღე, ახალი წლის მერე კიდევ ერთ რეისს გავაკეთებ
ამიტომ თუ ვინმეს რამე გაქვთ კიდევ მორჩენილი ლიკას მიაწოდეთ
T_K