ესეიგი, გაგიზიარებთ ძალიან მხიარულ და გემრიელ თამაშს:
ასაკი: 2-3 წ(ალბათ, ისე მიხვდებით თავად, ბავშვს თუ დააინტერესებს ესეიგი მიესადაგება.)
საჭირო მასალა: m&m-ის ერთი შეკვრა მინიმუმ(სასურველია მუქი ფერის შეფუთვით, რადგან რაოდენობრივად მეტი ბურთულაა ვიდრე ყვითელში, ანუ მიწისთხილიანში)
ხსნით შეკვრას, ყრით სუფთა ქაღალდზე, სალფეტკი გამოვიყენეთ ჩვენ.
იღებთ განსხვავებული ფერების ბურთულებს და ალაგებთ ერთმანეთის მოშორებით,
მერე დარჩენილი გროვიდან ბავშვს უხსნით რომ დაახარისხოს ფერების მიხედვით, თითეული ბურთილა მიუსვას იგივე ფერის მეგობარს-უკვე გამოყოფილ ბურთულას.
როცა ყველაფერს დაახარისხებს, შეუძლია ამოირჩიოს რომელიმე ფერი(მწვანე აშკარად დომინირებდა და გაითვლისწინეთ

) და მიირთვას,
პატარა ნაწილებია, საბოლოო ჯამში არც ბევრი შოკოლადი გამოუვა და დამსახურებულადაც მიიღებს.
შედეგები:
1. კლასიფირების უნარს გამოიმუშავებს, რაც 2 წლის ასაკისთვის კარგი უნარია,
2. ფერების ცნობას ისწავლის- ხმამაღლა თქვით იმ ბურთულის ფერი რასაც დასახარისხებლად აიღებს,
3. ისწავლის რაოდენობების შედარებას - მწვანე რომ აშკრად მეტი იყო, მიხვდა მაგრამ ლურჯი ფერი იმდენად უყვარს რომ ლურჯები აირჩია (შტერი

)
ჩემი 2 წლის ბავშვი ძალიან გაერთო დაშოკოლადიც ბედნიერმა აკნატუნა
მ&მ-ებით ბევრი კარგი თამაშის მოფიქრება შეიძლება, ფერების, რაოდენობების, თვლის შესასაწვლად.
ცოტა მოგვიანებით უკვე მიმდევრობების ამოცნობაზე თამაშიც შეიძლება