დაიწყო ჩვენი ტანჯვა,ძუძუს გადაჩვევასთან დაკავშირებით...
დღეს პირი აეწვა და სასტიკი უარი მტკიცა,აღარ მინდა ძუძუო...
გაახსენდებოდა,და თვითონ იტყოდა მერე...დუდუ,ბაფუ...

(ძუძუ ფაფუო)
ამაღამ ალბათ მომიწევს კონცერტობანა და მაგის ღმუილის ატანა,მაგრამ რა ვქნა,2 წლის ხდება და უკვე მარაზმია,მეც ვხვდები,თან რაღაცნაირად მენანებასავით...მეცოდება,ისე სიამოვნებით უცკლაპუნებდა პირს ჭამისას და ისეთი ნეტარი სახე ჰქონდა ხოლმე...
მე კიდე ვაჭმევდი,მაგრამ ჩემი ქმარი არის აღშფოთებული,სანამდე უნდა გღეჭოსო,მაგიტომაა მეწეპებული შენზეო და არ უნდა არავინო და გადავწყვიტე ბოლო_ ბოლო...