მოვედი ვაგზლიდან გაწბილებულ-დასველებული!

))
დღეს იმდენი უარყოფითი ემოცია გადავდე ჩემს პატარას, ჯობდა ისევ ჩექმებით ამოვმხრჩვალიყავი....
საერთოდ, მეზიზღება ვაგზალი, ციგნები, ქართულ-ჩინურ-თურქული ყველაფერი და ყველას გისურვებთ იმდენი ფული გქონდეთ რომ მანდ არ იბოდიალოთ

(((
ხარისხზე კი მაქვს გართულება, მაგრამ ხარისხიანს ვერც ვერაფერს ვყიდულობ, უხარისხოს აღარ ვყიდულობ და დავდივარ შარშანდელი და იმისწინდელი ჯღანებით მოჯღანული
დღეს საერთოდ ყველაფერში ორმაგს ვიხდი, ყველა მე მატყუებს და ა.შ. ერთი ჩულქი ვიყიდე, ყელი რომ არ აქვს, აი, ბალეტკებში და ეგეთ ფეხსაცმელებში ამოსაცმელი (პირველად ვიყიდე), ხოდა მომატყუა იმ მაიმუნმა ქალმა ყველაზე იაფად ვყიდიო და 1 ლარი გადავიხადე, გვერდზე გამოვედი და 50 თეთრი ღირდა ყველგან! ანუ ორი ცალი ვიყიდე და ეგეც შენი ტყუილად გადაგდებული 1 ლარი

ასე რომ, ვინმეს თუ ამ ჩულქების ყიდვა მოგინდათ არ გადაიხადოთ 1 ლარი!! ლარს ჯანდაბამდე გზა ქონია, მაგრამ ციგანი რო მოგატყუებს რა საშინელებაა.... არადა თითონ უეჭველი 10 თეთრად აქვთ ნაყიდი...
ე.ი. ის რაც იყო ციგნებში, იყიდებოდა პასაჟში ორმაგ ფასად და შიდა ბაზრობაზე 4-მაგ ფასად! მე რაღაცა ჯღანი ფეხსაცმელი ვიყიდე 38 ლარად, თავი მოიკლა ნამდვილი ტყავიაო, წამოვედი და მაინც ვერ ვხვდებოდი რატო გადავიხადე ფეხსაცმელში 38 ლარი, როცა არც მომწონდა და თან მარჯვენა ფეხზე მიჭერდა საშინლას, ქალმა თავი მოიკლა "გაიწევსო"... ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ ეს ჩემთვის კარგად დავიწყებული ძველი იყო....
ერთადერთი, Suleluka-ს რჩევის დახმარებით ბიუსჰალტერის გამყიდველს თავი არ დავაგოიმებინე და 30 ლარად არ ვიყიდე! ამით ძალიან კმაყოფილი ვარ
tatuuuell-lleე.ი.
ლილოში არ ვიცი, სულ ორჯერ ვარ ნამყოფი და არც არაფერი მახსოვს... მაგრამ ვაგზალზე რომ გამოხვალ სანამ პასაჟამდე გადახვალ, ბავშვთა სამყაროს წინ და მთელს იმ პერიმეტრზე ციგნები და ჩვენებური ქალები არიან მიმოფენილები, ხოდა 5 ლარზე მაღალფასიანი კალგოტკა არც უნახავთ მგონი!!

)) ხარისხს რაც შეეხება, 2.5-3 ლარად მშვენიერ კარგს იყიდი და 1 კვირაზე მეტ ხანს მაინც არც ძლებს ძაან ტაკოიც, თუ მუდმივად გაცვია, თან რო დაგეხეს გულიც ნაკლებაც გწყდება...
bubu737მალსის ხარისხის მაქებარი არავინ მინახავს, მაგრამ მეც ერთი კაბა ვიყიდე შარშან (12 ლარად) და მართლა მშვენივრად გამომადგა და ვიდზეც იყო! წელსაც ჩავიცვამ.... ჩემმა მკერავმა მითხრა ყველაზე მეტი გარღვეული ტანსაცმელი მალსიში ნაყიდი მოაქვთ შესაკეთებლადო, თან თუ ხარისხიც გინდა, მანდ თურქული სინთეტიკაა ყველაფერი

( ფასები კი მართლაც მშვენიერია
sun_waitingვაგზლის მეტროდან გამოვედი თუ არა ქალი 2 ლარად ყიდდა ყველანაირ კალგოტკას, ხოდა რო ვკითხე 4 ზომებიც მაქვს და უფრო დიდებიცო, მაგრამ ეგენი ისეთი მომთაბარეები არიან ხვალ რო მიხვიდე დაგხვდება თუ არა ვინ იცის...