სასწორზე სულ მახსენდება რამდენიმე წლის წინ ჩავედი ბათუმში. პირველ დღეს, დილას , მშვენიერი განწყობით გამოვდივარ სასტუმროდან, არაჩვეულებრივი ამინდია, საღამოს ჩემ მეგობარს ველოდები, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, ვსეირნობ....
დავინახე რაღაც ნავაროჩენნი სასწორი, ისეთი არ იყო, როგორც ადრე - გირები არ ჰქონდა

დგას ეს სასწორი, თეთრი, მაღალი, მღერის, ეპატიჟება ყველას მოდი, სიმაღლეს და წონას გეტყვიო... მაშინ სასწორებთან ძალიან თამამი ვიყავი, არ აღვიქვამდი მტრად, როგორც ახლა, ოდნავ მქონდა მომატებული და სწორედ ზღვაზე დასვენების დროს ვაპირებ ფორმაში ჩადგომას.. მივედი, ცოტა იმ ბიჭს გავეპრანჭე, ვინც იდგა სასწორთან, დავდექი, არაფერს ცუდს არ ველოდები - ეს კიდე
მელაპარაკება მთელ ხმაზე, წელში გასწორდი და რაღაცეებს ამბობს, მხიარული ვინმეა. მეც ვდგავარ გაღიმებული..
მოკლედ დააყენა იმ ბიჭმა ზომები, და უცებ ეს მახინა, მანამდე მეგობრული და კეთილისმოსურნე რომ მეგონა, მეუბნება рост - 179 вес - 74, და მერე ამაზე ორჯერ უფრო ხმამაღლა , გაბრაზებული და კატეგორიული ტონით მიცხადებს ваш вес превышает норму, займитесь физкультурой!!!
მთელმა ბულვარმა გამოიხედა.
ისეთი შოკი მივიღე, მივეყინე ჯერ რაზეც ვიდექი, შემდეგი რეაქცია მქონდა ვის ვეჩხუბო ახლა!!! შემრჩა სასწორის პატრონი, რომელიც ელოდება კუთვნილ ლარს, გავაღე პირი საჩხუბრად, მივხვდი,რ ომ ეგ არაფერ შუაში არ იყო, მაგრამ მაინც დავუღრინე, ამ ხმას ჩაუწიეთ, ან გამოურთეთ საერთოდ , ტორემ ვინმე გაგიტეხავთ თQო.. მერე დავამატე, მეც დავამტვრევდი დიდი სიამოვნებით, იმიტომ რომ უზრდელია თQო.. მოკლედ, იქ ყოფნის ერთი კვირის მანძილზე გულგრილად ვერცერთხელ ვერ ჩავუარე ამ სასწორს, რამდენი დავინახავდი, წიხლი მიმერტყა მინდოდა და ვუბღვერდი...
ის იდგა და ისევ ხმამაღლა ეპატიჟებოდა ხალხს.
რამდენი მიწერია, მაგრამ დღემდე მწარედ მეცინება, რომ მახსენდება..
This post has been edited by katokato on 21 May 2012, 20:51
Cтарый месяц Бог на звёзды крошит.