
გოგოებო, როგორ ხართ? კარგა ხანია აღარ გამოვჩენილვარ...

ჩვენსკენ მშვიდობაა, ნახევარი უკვე გავიარეთ და წინ კიდე ბევრი დაგვრჩა?!

მოკლედ, ერთს გეტყვით გადავფრინდი- გადმოვფრინდი პრაღში, 3:30 უნდა თბილისიდან და მეც მშვენივრად ვიმგზავრე და ჩემი კაციც კმაკოფილი იყო! სახიფათო არაფერია დამდვილად, გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას და თუ ვინმე გეგმავთ მოგზაურობას-თამამად!

ექიმმაც დამრთო ნება, ისე მთავარი ეგაა რამე ჩვენება არ გქონდეს... ისე პაპავერინის სანთლებით მომარჯვებული კი დავდიოდი აქეთ-იქით, მაგრამ ეგეც არ დამჭირდა...
ეხლა ჩემი კაცუნას ამბები... დედიკომ და მამიკომ ყველაფერი შეუძინა, ტანსაცმელს ვგულისხმობთ, კაცური ჯინსები, კედები, პოლოები, ბოდეები, ქუდები, ნასოჩკები

საღამოს დავდებ სურათებსაც და გაგიზიარებთ ჩემს სიხარულს...
შაბათს სამშობიაროების ჩამოვლას ვაპირებ, იმედის კლინიკით ვიწყებ, მერე გაგუა, ჯან. სახლშიც მივალ... ჩაჩავაშიც, ახალი სიცოცხლე სადაა ხო არ იცით?... წარმოდგენა არ მაქვს არცერთ სამშობიაროზე, ფორუმიდან ძირითადად... და აქაც სულ სხვადასხვა რაღაცეებს წერენ.. მოკლედ არ ვიცი , არ ვიცი

3-4 დღით მამიკო გავუშვით მივლინებაში და მოწყენილები ვართ და უმადოდ

ისე ეგ კი მიხარია.. 23-ე კვირა და +8 კილო