მე წინა კვირას ჩამომივიდა ვალმარტის პიჟამოები გამოვიწერე,ბიჭისთვის 3ტ ზომა და ისეთი შეუსაბამო ზედაქვედა იყო რომ გავგიჟდი,ანუ ზედა იყო 2წლის ბავშვის ზომა და ქვედა 3წლის,თუმცა რაოდენ არ უნდა გაგიკვირდეთ ერთს მოერგო,საჩუქრად გამოვწერე ყველაფერი,ანუ ზედა ზუსტად შეექნა,არც დიდი და არც პატარა და ქვედა შარვალი პიჟამოსი კი გრძელი

იმედია მეორე პიჟამო ვისთვისაც გამოვწერე და სახლში მიდევს და ჯერ არ მიჩუქებია ის იმ ბავშვსაც კარგად ექნება.ესეთი შეუსაბამობა არ მქონია,რადგან ბევრი რამ გამომიწერია ვალმარტიდან და ესეთი შემთხვევა არ მქონია. ისე რომ აწერია მარკა ფეიდედ გლორი-ო,ეგ ზომა-ზომაზე არ მიდის,12თვის არ იყო ჩემი შვილი ეგ რომ გამოვუწერე და მაშინ დიდი ქონდა და ეხლა 2წლის ხდება და ეხლა კუკლასავით აქვს

ასე რომ ვერ გაიგებ. მაინც მე ყოველთვის 1ზომით ან თვეებით დიდს ვიწერ ხოლმე,პატარა რომ მოუვიდეს მაგას ჯობია ცოტა დიდი ქონდეს,რადგან ძალიან დიდი არ აქვს ხოლმე ჩემს შვილს,არც მიყვარს ტანსაცმელი რომ არ ჩანს ტანზე რა აცვია ბავშვ და რა არა...
კიდევ მინდა მეც ვალმარტი და თუ იწერს ვინმე და აქვს ზედმეტი 6-7$ პლზ გამომიწერეთ რა ხელფასამდეეეე.ისევ საჩუქრად მინდა და მგონი ამ ჯერზე დავამთავრებ საჩუქრების გამოწერას.