აუ, დღეს ისე მომეშალა ნერვები...
გუშინ იყო ძალიან კარგი ფასდაკლება, როგორც Cyber Monday დისნეის მაღაზიაში და 100 დოლარის ნივთები ავარჩიე, მთელი 3 საათი ვარჩევდი, არ დავიძინე 1 საათამდე. ბავშვისთვის საახალწლო საჩუქრების ამბავში, რაპუნცელის კაბა, რაპუნცელის პარიკი, მინი მაუსის ქუდი და კაშნე, პლუშის სათამაშო და ამ მეორე ძღინკულასთვის მინი მაუსის ბოდე და ქუდი (ზედ სოფის აწერდნენ, დაჟე

) ავარჩიე. ხოდა გახარებული ვიყავი, საახალწლო საჩუქრები ნაყიდი მექნებათქო. ხოდა ორდერ კონფირმეიშენი კი მომივიდა, მაგრამ ბარათიდან ფული არ ჩამომაჭრა.
ამ დილით დავრეკე ბანკში და ასეთი პასუხი გამცეს: თქვენი ვიზა ელექტრონით ინტერნეტში რომ შოპინგობდით, ეგ იყო ხარვეზი, წესით ვიზა ელექტრონით ინტერნეტით ყიდვა არ შეგიძლიათ და გუშინ ეს ხარვეზი გამოვასწორეთო.

რაღა ახლა მოუნდათ, 1 წელია მაგ ბარათით ვყიდულობ!
ხოდა დავრჩი ისე