მოკლედ მოვედი მოგონებებით:წავედით მე, ჩემი ქმარი და ჩვენი მამაო ერთად...ქარელის გადასახვევს რომ გავცდით, გადავედით საღოლაშენის გადასახვევთან და ვიარეთ დირბისკენ, გზებია გოგოებო ისეთი, თავი ვურტყი მანქანას, ორსულს ქალს მუცელი მოეშლბა იქ რომ ატარო

მოკლედ მივედით როგორც იქნა, გადავედით და ულამაზესი იყო, მაგრამ მე ვიყავი ცუდად, თავი მტკიოდა საშინლად და კიდევ რაღაც ინდიფერენტული ვიყავი..ერთი თვის უკან ვიგლიჯავდი კალეთებს დირბში მინდათქო, მივედი და თითქოს განწყობა შემეცვალა, რატომღაც აღარ ვიყავი ისე აღტყინებული და მაბრაზებდა ჩემი ეს მდგომარეობა..შევედით ტაძარში, სურათების გადაღების უფლება არ დაგვრთეს, მარტო გარეთ შევძელით რამოდენიმე ფოტოს გადაღება. ულამაზესი ბაღი აქვთ, ლამაზი ვარდებით. მამაომ სთხოვა დედაოს და გადაიხადეს პარაკლისი, მთელი პარაკლისის განმავლობაში ვიყავი ცუდად, კედელს მივეყუდე და ისე ვუსმენდი, გული თუ არ წამივიდოდა არ მეგონა..შემდეგ დედამ დაიწყო ფრესკის ისტორიის მოყოლა რომ ტაძარი არის მე–10 საუკუნის, რომ მარიამი აქ არის მე–6 თვეში და ა.შ. და ამ დროს რატომ არ ვიცი უნებურად დავიწყე ტირილი, ცრემლები მდიოდა და მდიოდა ღვარად, ვუსმენდი და ვტიროდი, თან ჩუმად ვიწმენდდი ცრემლებს არ შემამჩნიონთქო..მამამომ სთხოვა ამ ახალგაზრდების სახელები მოიხსენიეთო, მერე დედაომ რაღაც დირბის მალამო მაყიდინა, მასწავლა სანთლების სახით გააკეთე და ყოველდღე გამოიყენეო და თუ რწმენა გაქო, არ არსებობს აქედან გახვიდე და არ აგიხდეს სურვილიო..წამოვედით, იგივე გზა გამოვიარეთ, ჩამოვედით ქოთნის ლობიო და კაი ხინკალი ვხეთქეთ

(ისე მშიოდა, ამდენი ერთად ცხოვრებაში არ მიჭამია) – მამაომ რომ შემომხედა, გოგო შენ მემგონი ორსულად ხარ უკვე და წელის გასამაგრებლად ხომ არ წამოხვედი დირბში, ხომ არ გვაბოლებო

მერე წვიმამ მოგვისწრო, მერე მამაო მივიყვანეთ დანიშნულების ადგილამდე, მერე მოვედით სახლში და ისეთი დაღლილი და გათიშული ვიყავი რომ ლოგინზე რომ დავეგდე, თავი არ ამიწევია ისე დავიძინე.
ვოტ ი ვსია ისტორია, კარგი იყო და დღეს ვხვდები რამხელა მადლი იყო ის მისვლა, მაგრამ გუშინ რატომ ვიყავი ესე სხვა განწყობაზე ეგ არ ვიცი და მაბრაზებს საკუთარი თავი
This post has been edited by Pumpula on 21 Jun 2012, 09:30