tatuuuL0TUSკარგით გოგოებო, ორივე მართლები ხართ
L0TUSშენს ტექსტს რო ვკითხულობდი ჩემი თავი გამახსენდა

არის შემთხვევები, როცა ჩემს გამოცდილებაზე ვყვები სხვები მეუბნებიან საპირისპირო რაღაცებს, მაგრამ ერთს თუ არ შეემთხვა და მეორეს შეემთხვა ეს პირველს არ აბათილებს, ამაში სრულიად მართალი ხარ. მეც შევესწარი მაგ ფაქტს რომ ტელეფონით ყველა ორ წუთში ურეკავდა გოგო თავის მშობელს და ამაზე ნამდვილად პრობლემა არ შექმნია, მაგრამ ეს მართლაც არ გამორიცხავს შენი მოყვანილი ფაქტს არსებობას. ეს ნიშნავს იმას, რომ აკრძალუოი ოფიციალურად არ არის, მაგრამ თუ ცუდ ხასიათზე იქნა, ამინდზეცაა დამოკიდებული, დილით რომელიმე მანქანამ გზა არ დაუთმო დაუმსახურებლად ან რამე, შეიძლება კარგადაც წაგეუხეშოს

დღეს ვიყავი და აქ შეშინებულმა გასუსული შევედი და გამოვედი, ხმა არ ამომიღია

ძალიან წარბშეკრული მეჩვენა. იმდენი რამის კითხვა მინდოდა და ყველაფერი დამავიწყდა

არადა, ხელშეკრულების პირობების წინასწარ გაცნობაც კი უნდა მეთხოვა

ისეთი იმიჯი ჰქონდა, რაც უნდა მეკითხა თითქოს ყველაფერი ისედაც უნდა მქონოდა გარკვეული

მოკლედ, ლამის ვუთხარი, თქვენი ხმალი და ჩემი კისერი-მეთქი
მაგრამ შეიძლება არც არაფერი იყო და მე მომეჩვენა, ყველა შემთხვევაში ჩემი პრობლემაა...
ტელეფონს რო შევიტან უეჭველი ვიცი და ერთი ვინმემ რამე მითხრას
პ.ს. ისე ერთი რაღაც ძალიან არ მომეწონა. დღეს დაბარებული ვიყავი ამირანთან ასასვლელად, მაგრამ წინასწარ არ მითხრეს რომ რაიმე ანალიზები უნდა გამეკეთებინა კიდევ. ჩემი ქმარი რომ არ წამოსულიყო 30ლარუთ მივდიოდი და 235 ლარი დავტოვე ამ ანალიზებში. იქნებ არ მაქვს კაცო ფული თან, დავიჯერო ნორმაა 250ლარით სიარული? მერე კიდე რეზუსი და სისხლის ჯგუფი ხო არ იცვლება კაცო, ორჯერ მაქვს ამ ორსულობაში გაკეთებული და კიდე ხელახლა გამიკეთეს, ვერც გავიგე რა შედიოდა ამ წინასაოპრაციო ანალიზებში. კარგია რომ საბოლოო ანალიზებს თავიანთ ლაბორატორიაში აკეთებენ, მაგრამ მაშინ თავიდან რაღატო თხოვენ რეზუსის და სისხლის ჯგუფის ანალიზს? ან პირდაპირ თავიანთი ლაბორატორიის მოითხოვონ...
მოკლედ, იდეალისტი ვარ და ცხოვრებაში ასე არ ხდება ყველაფერი, ჩვენს მოსაწონად. საბოლოო ჯამში, ყველაზე დაცილად მანდ ვგრძნობ თავს და მიხარია რომ ჩემი პატარა პირველად ეგეთ კარგ პროფესიონალებთან დაიბადება