an appleააა, ღამის თევით?მეც მქონდა ეგეთი შემოთავაზება, ბევრად უკეთესი სამუშაო იყო ვიდრე მქონდა, ანუ ბანკში ვიყავი და სადღეღამისო ფილიალს ხსნიდნენ და იქ უნდა გადავეყვანე, მაგრამ თან ზამთარი იწყებოდა, თან ორსულობა და საერთოდ წამოვედი ბანკიდან

მეუღლის მხრიდან პრობლემა არ იყო, მაგრამ რომ ვუფიქრდები ძალიან კარგიცაა რომ წამოვედი და არც იმაზე დავთანხმდი. ალბათ ჯერ პატარა ორსული ხარ და მერე და მერე ასე ღამის თევა დაგეზარება მაგრად.
თან მართლა ყოველ დღე ხო არ მოგიშლის შენი მული ნერვებს და ეს შემართებაც გაგივლის და უფ, დაგღლის სამსახური.
ნუ, ბოდიში ჩემი აზრი თუ თავს შემოგახვიე, მაგრამ რავიცი, ფორუმი ამისთვისაა

ისადა, რამე რომ გაუჩალიჩო მაგ სასტავს არ გინდა?

მაინდამაინც მაშინ დაიწყე სახლის ლაგება როცა ისინი ოთახში იქნებიან, ცხვირწინ ჩაურთე პილასოსი, ან რავიცი ათასი რამის მოფიქრება შეიძლება

ამბობ სახლში სტუმრად ვგრძნობო თავსო

ზოგჯერ მეც მასე ვარ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ მარტო ვარ

სახლის საქმის კეთება უნდა დაიწყო და შინაგანი სიმტკიცე მოგემატება

)))
ეხლა, მოსამსახურედ დაუდექიმეთქი არ ვგულისხმობ