Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ჯანმრთელობა და მედიცინა
->
მშობლების კლუბი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(34)
« პირველი
...
6
7
[8]
9
10
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
სუროგატი დედა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Doloress
პირიქით
ჯგუფი: Members
Doloress
პირიქით
ჯგუფი: Members
წერილები: 31009
წევრი No.: 15183
რეგისტრ.: 6-December 05
#15903547
· 9 Oct 2009, 20:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
უიმე, აქ რა დისკუსიები აგიწევიათ
ხო მშვიდობიანად ჩაიარა ყველაფერმა ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ინფინიტი
პუდრი-პამადა, ფაიტონი გავარდა
ჯგუფი: Members
ინფინიტი
პუდრი-პამადა, ფაიტონი გავარდა
ჯგუფი: Members
წერილები: 23653
წევრი No.: 71754
რეგისტრ.: 21-October 08
#15904325
· 9 Oct 2009, 21:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
agr_bak
QUOTE
და არ იქნებოდა ჩემთვის ტრაგედია თუ ჩემს შვილს მაინცდამაინც ჩემი თვალები და ჩემი ქმრის ცხვირი არ ექნებოდა, შვილი მე ჩემს გამეორებად არ მინდა, ის სხვისი გაჩენილიც ისეთივე ადამიანია და შეიძლება ბევრი თვისებით ჩემზე ან ჩემს ქმარზე უკეთესიც . . .
როგორ არასწორად გაიგე ჩემი ნათქვამი. იქ მე ისიც მეწერა, ვისაც გავზრდიდი, საკუთარი შვილისგან აღარ განვასხვავებდი-მეთქი. არასწორად გაიგე და ახლა ყველა ბრუნვაში აბრუნებ იმას, რაც სულ არ მიგულისმია. საწყენია, რომ არასწორად გამიგე.
agr_bak
QUOTE
მართლმადიდებლური რელიგიისთლის სიცოცხლე უფლის ხელშია, მოცემაც და წაღებაც და ყველანაირი ჩარევა ამამბავში მიუღებელია.
მართლმადიდებლური ეკლესიისთვის კიდევ ბევრი რამაა მიუღებელი, რასაც ყურადღებას არ ვაქცევთ და ბევრ რამეს აკეთებ შენ ისეთს, რაც მართლმადიდებლური ეკლესიისთვის არათუ მიუღებელია, არამედ უკიდურესად მიუღებელი, უდიდესი ცოდვა და სიბინძურე. იგივე შემიძლია ჩემს თავზეც ვთქვა. ასე რომ, რელიგია აქ შუაში არაა. ყველას თავისი მორალი აქვს.
--------------------
"ზუსტად ამ წელში გამოყვანაში იღებს ვალენტინო ფულს" -სთქვა მან და ზარას პიჯაკი უკანვე დაჰკიდა
"იბიომაწ
მონსერატ კაბალიე დაიჭირეს 3 დღის წინ და აქ ყრუ გაანთავისუფლეს" (c) spliyvi
გრძელ ვადაში გათვლილი კეთილდღეობა მღუპავს მე აწმყოში(c) Neno
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tikusha
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
tikusha
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11705
წევრი No.: 1117
რეგისტრ.: 21-July 02
#15904682
· 9 Oct 2009, 21:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Kissie
QUOTE
ემოციური დამოკიდებულება კიდევ ფეხმძიმობისას საკუთარი შვილისადმი არ მქონდა, სხვისაზე მითუმეტეს ვერ მექნება
რას ამბობ?? ამას როგორ ამხელ??
ტიტუუ
აუ მე აბ მთელი ორსულობა ვეფერებოდი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
agr_bak
:)
ჯგუფი: Moderators
agr_bak
:)
ჯგუფი: Moderators
წერილები: 24901
წევრი No.: 19691
რეგისტრ.: 12-May 06
#15905304
· 9 Oct 2009, 22:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Doloress
QUOTE
ხო მშვიდობიანად ჩაიარა ყველაფერმა ?
ნუ ღელავ აქ შინაურები ვართ , ჯანსაღI კამათI გვაქვს ერთმანეთს არ დავპორჭყნით
:გვარსარდავასახელებსმაილიკი:
infinity-infinity
QUOTE
არასწორად გაიგე და ახლა ყველა ბრუნვაში აბრუნებ იმას, რაც სულ არ მიგულისმია
კონკრეტულად შენს ნათქვამს კი არ ვერჩი, შენი ფრაზა გამოვიყენე ფრაზა ''ჩემი გენეტიკის მინდა იყოს '' ახსნად.
იმიტომ რომ არაფორუმზეც მქონდა კამათI სადაც მხოლოდ ამ ფრაზას გაიძახდნენ, ჩემი გენეტიკა მინდა, სხვა რა ვიცი რა გამოვა და არ მეყვარებაო.
ერთ ასეთ ქალს ვკითხე დავუშვათ და კვერცხჯრედიც არ გექნა ანუ შანსი აღარ არის შენის გაჩენის მაშაშინ ?
მაშინ ავიყვანო
და მერე გეყვარება ის აყვანილი. მერე არ შეშინდები რა ვიცი რა გაიზრდება?
ნუ ამით უკვე თემას ვუხვევ,
ბოლოჯერ გავიმეორებ ჩემს აზრს და გავივლი"
ჯანმრთელი დედაკაცი, რომელიც სუროგატობაზე მიდის იმიტომ რომ სოფელში ცხოვრება არ უნდა და შრომა ეზარება ჩემს თვალში ს ა ქ ო ნ ე ლ ი ა.
თუ ვიღაც ამას უანგაროდ უფულოდ და მართლა სიკეთისთვის გააკეთებს პირიქით აღვფრთოვანდები.
(რელიგიის წესებიდან მეც ბევრი რამ არ მესმის, ბევრიც მესმის მაგრამ ვერ ან არ ვასრულებ, აქ ვიღაცამ იკითხა და უბრალოდ განვუმარტე მამა ადამის ნათქვამი და ის რა ნაწილში ვეთანხმებოდი, თორემ ყველაფრის ღვთის ნება ღვთისნება ძახილით ცხოვრება და ფანატიზმი ჩემამდე შორსაა)
QUOTE
რელიგია აქ შუაში არაა. ყველას თავისი მორალი აქვს.
და თი ვიღაც უარესს აკეთებს ამით ნაკლებად ცუდს ვერ მოვიწონებ.
აბორტი მაქვს გაკეთებული მაგრამ რახან უარესი საქონლობა ჩავიდინე ვალდებული არ ვარ ყველა დანარჩენ (როგორც ვფიქრობ) საქონლობას ტაში ვუკრა
ქალი რომელიც სხეულით ვაჭრობს, (და სუროგაციაც სხეულით ვაჭრობაა თუ დააკვირდებით) ჩემში პატივისცემას ვერ დაიმსახურებს.
არ მითხრათ ამითი სხვას აბედნიერებსო, პროსტიტუტკაც აბედნიერებს სხვას მასე და რატომ არ მოგვწონს?
This post has been edited by
agr_bak
on 9 Oct 2009, 22:29
--------------------
ანგარიშის ნომრები ევა ბებოსთვის
GE87TB7000000365145310
თინათინ მაჭავარიანი
სვიფტი TBCBGE22
თინათინ მაჭავარიანი
--------------
emoney
361111687
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Solveig
ensom
ჯგუფი: Moderators
Solveig
ensom
ჯგუფი: Moderators
წერილები: 61490
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05
#15905956
· 9 Oct 2009, 22:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
სუროგატობაზე და ხელოვნურ განაყოფიერებაზე იმიტომ არის წინააღმდეგი რომ ადამიანი მისთვის ღვთის ქმნილებაა,
და თუ ის არ ჩნდება ესეიგი ღმერთი არ თვლის იმ ეტაპზე საჭიროდ, ღირსად (როგორც გინდა დაარქვი) და ამაში კოლბით ჩარევა ეკლესისსთვის მიუღებელია.
QUOTE
ბავშვებს არ უარყოფს, ის ბავშვიც ჩვეულებრივია ეკლესისთვის. ალბათ არასწორად გაიგე,
ექიმებს კიცხავდა ბუნების (ღვთს) კანონებში ''ზედმეტი'' ჩარევისთვის.
პირადად ჩემთვის ისიც ღვთის წყალობაა, რომ ადამიანებს მისცა საშუალება, სინჯარის ბავშვების ტექნოლოგია დაენერგათ.
ეგრე რომ გავყვეთ, ადამიანის გაჩენაც და სიკვდილიც ღვთის ნებაა და მაშინ აღარც ვუმკურნალოთ წამლებით? ადრე ხომა რც ანტიბიოტიკები არსებობდა, არც ვაქცინები და არც შრატები.
QUOTE
ჯანმრთელი დედაკაცი, რომელიც სუროგატობაზე მიდის იმიტომ რომ სოფელში ცხოვრება არ უნდა და შრომა ეზარება ჩემს თვალში ს ა ქ ო ნ ე ლ ი ა.
გეთანხმები, მაგრამ ეგ საქონელი ამ შემთხვევაში კარგ საქმეს აკეთებს.
ბავშვს კი მაგ საქონლის გენები არ გადაეცემა, მადლობა ღმერთს.
QUOTE
პროსტიტუტკაც აბედნიერებს სხვას მასე და რატომ არ მოგვწონს?
გულახდილად რომ ვთქვა, სულ ფეხებზე მკიდია, ვინმე თუ ფულის გულისათვის უწვება ვინმეს. მე რატომ უნდა მომწონდეს ან არ მომწონდეს.
მამაკაცებს კი მოსწონთ ალბათ. რომ არ მოსწონდეთ, არც იარსებებდნენ მაგ პროფესიის ქალები.
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ინფინიტი
პუდრი-პამადა, ფაიტონი გავარდა
ჯგუფი: Members
ინფინიტი
პუდრი-პამადა, ფაიტონი გავარდა
ჯგუფი: Members
წერილები: 23653
წევრი No.: 71754
რეგისტრ.: 21-October 08
#15906527
· 9 Oct 2009, 23:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
agr_bak
QUOTE
ჩემი გენეტიკა მინდა, სხვა რა ვიცი რა გამოვა და არ მეყვარებაო.
ეს არ მითქვამს კატეგორიულად
მესმის შენი, მაგრამ მარტო რაღაც მომენტში გეთანხმები.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Nanuka444
Crazy Member
ჯგუფი: Members
Nanuka444
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2926
წევრი No.: 96004
რეგისტრ.: 18-July 09
#15909428
· 10 Oct 2009, 02:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
იცით რა არ მესმის? რომ ამბობენ, რომ სუროგატ დედასა და ბავშვს შორის არანაირი კავშირი არ არისო? ნუთუ სისხლით არ არიან ისინი დაკავშირებული? ნუთუ სისხლი მხოლოდ წყალია და უსარგებლო სითხე? ნუთუ სისხლი არანაირ ინფორმაციას არ შეიცავს მისი პატრონის შესახებ?
ან თუნდაც სიცოცხლე! სუროგატი დედის ხელში არის იმ ბავშვის სიცოცხლე, სუროგატი დედის სიცოცხლე არის სწორედ ბავშვის სიცოცხლის გარანტი, სუროგატი დედის სუნთქვა არის ბავშვის სუნთქვის გარანტი, სუროგატი დედის გული არის ბავშვის კარგად ყოფნის გარანტი. და რომ სუროგატ დედას რამე მოუვიდეს, ან მოკვდეს, იმ ბავშვს უშველის მისი დედა? ან მისი გენეტიკური დედა რომ მოკვდეს ბავშვი ხომ ცოცხალი იქნება? ანუ რა გამოდის, გენეტიკურ დედასა და ბავშვს არაფერი აკავშირებთ ფეხმძიმობის დროს ისეთი, რასაც დედობა შეიძლება დაარქვა.
ყველას მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია მორობოტო, ადამიანების მიერ უნიჭოდ შექმნილი გაურკვეველ გენეტიკიანი მოადამიანო არსებები!!!
ჩვენ ადამიანებს სხვა მისია გვაკისრია და სხვა დანიშნულება გვაქვს, ადამიანის შექმნა და მისთვის სიცოცხლის მინიჭება ღმერთის პრეროგატივაა. ღმერთზე უკეთ ამას ადამიანები ვერასდროს გააკეთენ. ნუ გავთავხედდებით და ნუ მოვინდომებთ ღმერთზე გადაბიჯებას, ნუ გვგონია რომ ჩვენც ღმერთები ვართ და მის მსგავსად შეგვიძლია ადამიანის შექმნა ყველა ბნელ ოთახში. ასეთი საქციელისთვის დატოვეს ადამმა და ევამ ედემის ბაღი.
--------------------
მომავალი იწყება დღეს...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
პერწკლი
სკვინჩალაკი
ჯგუფი: Members
პერწკლი
სკვინჩალაკი
ჯგუფი: Members
წერილები: 4433
წევრი No.: 32336
რეგისტრ.: 1-April 07
#15909488
· 10 Oct 2009, 02:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Nanuka444
დედის და ჩანასახის სისხლი ერთმანეთს არ ერევა.
სუროგატისგან იმ ბავშვს მარტო "საშენი მასალა" მიაქვს.
ის ბავშვი ზუსტად ისეთივე ადამიანია როგორც შენ.
პ.ს. მაია ასათიანმა ამ თემაზეც კი მოახერხა გადაცემის გაფუჭება
--------------------
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა
................................
ის ვინც ციდან მოდის
არასოდეს ბრუნდება დედამიწაზე
...................
ანდერძი იგი ჩემი
http://bunbunland.blogspot.com/2010/12/blog-post_18.html
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Solveig
ensom
ჯგუფი: Moderators
Solveig
ensom
ჯგუფი: Moderators
წერილები: 61490
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05
#15909536
· 10 Oct 2009, 02:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Nanuka444
QUOTE
ნუთუ სისხლი მხოლოდ წყალია და უსარგებლო სითხე?
როგორ გეკადრება,,გადააქვს აირები, მარილები, ორგანული ნივთიერებები...და ა. შ. არის იმუნური სისტემის უმნიშვნელოვანესი რგოლიც.
QUOTE
ნუთუ სისხლი არანაირ ინფორმაციას არ შეიცავს მისი პატრონის შესახებ?
არა.
QUOTE
ანუ რა გამოდის, გენეტიკურ დედასა და ბავშვს არაფერი აკავშირებთ ფეხმძიმობის დროს ისეთი, რასაც დედობა შეიძლება დაარქვა.
და ეს ასე გადაუდებლად აუცილებელია?
ხალხი 9 თვე მუცლით ატარებს შვილს და მთელ ამ დროს იმაზე ფიქრობს, სად წაიღოს, როცა დაიბადება. გაჩნდება მერე და ზოგი სადარბაზოში ტოვებს (საუკეთესო შემთხვევაში), ზოგი-აგდებს....ზოგი სხვის გაჩენილ შვილს აკვდება ზედ...ყველაფერი ეს თუ დასაშვებია, რატომ გგონიათ, რომ დედას, რომელსაც მუცლით არ უტარებია საკუთარი ბიოლოგიური შვილი, მერე არ ეყვარება?
ჯერ ფეხმძიმობა რა არის-საკუთარ, დაუბადებელ შვილზე რომ ნერვიულობ-როგორ ვითარდება, ხომ არაფერი უჭირს და ასე...და მერე, თუ ის ბავშვი სხვის ორგანიზმში იზრდება, უფრო არ ინერვიულებ? და უფრო არ დაკომპლექსდები, რომ არ გაქვს საშუალება, საკუ_თარ ორგანიზმში გყავდეს საკუთარი შვილი?
This post has been edited by
Solveig
on 10 Oct 2009, 02:55
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
კრავაი
ჯაყელი
ჯგუფი: Members
კრავაი
ჯაყელი
ჯგუფი: Members
წერილები: 2089
წევრი No.: 45337
რეგისტრ.: 31-October 07
#15909832
· 10 Oct 2009, 03:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მუცლის გაქირავება 10-15 000 ლარის ფარგლებში მერყეობს საქართველოში. გადაცემა "პროფილის" ჩანაწერს ვუყურებ ახლა და სუროგატი დედები ფსიქოლოგიურად მზდაა სხვისი შვილი 9 თვე ატარონ მუცლით მიზერული თანხის სანაცვლოდ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
agr_bak
:)
ჯგუფი: Moderators
agr_bak
:)
ჯგუფი: Moderators
წერილები: 24901
წევრი No.: 19691
რეგისტრ.: 12-May 06
#15909921
· 10 Oct 2009, 04:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Nanuka444
გაიხარე რაა, მეც მანდ ვარ მაგრამ ეტყობა ვერ ვხსნი ჩემს სათქმელს,
ბავშვისთვის მუცლადყოფნის პერიოდი უმნიშვნელოვანესია,
კი, გაჩნდება ორი ხელით ორი ფეხით და ცისფერი თვალებით მაგრამ რომ გაიზრდება კაცმა არ იცის რა ფსიქოლოგიური პრობლემა იჩენს მერე თავს.
რატომ არის რომ უკვე წამოზრდილ ბავშვს თუ რაიმე პრობლემა შეექმნა ექიმი ეგრევე კითხულობს როგორი ორსულობა ქონდა დედას. (აქ მარტო კვება ან გრიპი არ იგულისხმება)
არავინ მითხრას რომ სუროგატის ორსულობა ისევე მიმდინარეობს როგორც ჩვეულებრივის. რაც არ უნდა მშვიდი სახით ისხდნენ იმ გადაცემაში , მთელი 9 თვე მათთვის გარკვეული სტრესია. არაბუნებრივი და არანორმალური მდგომარეობა.
ეს ბავშვზე არ აისახება?
ძალიან ზედაპირულად აღვიქვამთ ამ ფაქტს ....
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
teonala
Rainbowmaker
ჯგუფი: Members
teonala
Rainbowmaker
ჯგუფი: Members
წერილები: 14860
წევრი No.: 20013
რეგისტრ.: 29-May 06
#15909955
· 10 Oct 2009, 04:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Kissie
იმ დღე ჩემი გერმანელი, პიდარასტი პარიკმახერი მეწუწუნებოდა, ქმარს გავშორდი და აღარ მინდა დაქორწინება, მხოლოდ ბავშVი მინდაო.
ხოდა ისეთ ქალს ვეძებ ვინც ბავშვს გამიჩენს და მერე სამუდამოდ გაქრება ჩემი ცხოვრებიდანო
--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს, დამიჯერეთ, განშორება აღარ იქნებოდა ...
Verbringe deine Zeit nicht mit jemandem, der sie nicht mit dir verbringen möchte
I like being a mess. It's who I am.
ის, რაც არ გვკლავს გვაძლიერებს...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
agr_bak
:)
ჯგუფი: Moderators
agr_bak
:)
ჯგუფი: Moderators
წერილები: 24901
წევრი No.: 19691
რეგისტრ.: 12-May 06
#15909964
· 10 Oct 2009, 04:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Solveig
QUOTE
პირადად ჩემთვის ისიც ღვთის წყალობაა, რომ ადამიანებს მისცა საშუალება, სინჯარის ბავშვების ტექნოლოგია დაენერგათ.
ეგრე რომ გავყვეთ, ადამიანის გაჩენაც და სიკვდილიც ღვთის ნებაა და მაშინ აღარც ვუმკურნალოთ წამლებით? ადრე ხომა რც ანტიბიოტიკები არსებობდა, არც ვაქცინები და არც შრატები.
ღვთის წყალობა უსასრულოა მაგრამ მოდი ადამიანები სითავხედის უსასრულობით ნუ ვაჯობებთ ამ წყალობას.
უფალი ციცოცხლეს გვაძლევს და გონებას. მერე უკვე ჩვენს ნამუსზეა ამას როგორ და რა ფორმით გამოვიყენებთ. წამალი მოიგონე რომ უკვე ბოძებულ სიცოცხლეს მოუფრთხილდე, ნივთები მოიგონე რომ კომფორტულად იცხოვრო და ა.შ.
მაგრამ მთავარში ნუ ჩაერევი.
და თუ სიკეთეზე გაქვს პრეტენზია შენი ეგოიზმი გადადე და სხვას დაეხმარე, არა იმ ფორმით რომ ბინის საყიდლად სხვას უსუროგატო და თან გეყოს სითავხედე სათნო საქმეს ვაკეთებო, ან 15000 გადაიხადო იმაში რომ გარდაცვლილის სპერმა გაანაყოფიერო წადი და იმ ფულით უკვე გაჩენილ, უბედურ ბავშვს გაულამაზე ცხოვრება .
მე ასე მესმის სიკეთე და არა პირიქით.
თუ მაინც პირველ ვარიანტს ირჩევ მაშინ შოუში ნუ გამომდიხარ სათნო გმირი სახით და ნუ მაბოლებ რომ ლამის მეორე ღვთისმშობელი ხარ.
ბიზნესი ნახე რაა, სხეულის გაქირავება, იმუშაოს იმ ქალმა და ისე გაზარდოს თავისი შვილი, მაშინ რატომ არის საფურთხებელი პროსტიტუტკა რომელიც ამას შვილის გამოსაკვებად აკეთებს?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Solveig
ensom
ჯგუფი: Moderators
Solveig
ensom
ჯგუფი: Moderators
წერილები: 61490
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05
#15909997
· 10 Oct 2009, 04:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
agr_bak
QUOTE
თუ მაინც პირველ ვარიანტს ირჩევ მაშინ შოუში ნუ გამომდიხარ სათნო გმირი სახით და ნუ მაბოლებ რომ ლამის მეორე ღვთისმშობელი ხარ.
მე შოუსთვის არ მიყურებია (ვერ ვხსნი ვერც სამსახურიდან, ვერც სახლიდან) და არ ვიცი,ვინ რა თქვა. ვერაფერზე გავაკეთებ კომენტარს. მხოლოდ ზოგადად ვსაუბრობ.
QUOTE
ბიზნესი ნახე რაა, სხეულის გაქირავება, იმუშაოს იმ ქალმა და ისე გაზარდოს თავისი შვილი, მაშინ რატომ არის საფურთხებელი პროსტიტუტკა რომელიც ამას შვილის გამოსაკვებად აკეთებს?
მე არავის ვაფურთხებ, მაგრამ ისე ბევრი არ მეგულება, შვილების გამოსკვებად რომ მიმართავს მეძავობას ჩვენს დროში.
ზოგი კაცებით და დროსტარებით ვერ ძღება და იმიტომ მეძავობს, ზოგს-შვილები ჰყავს გამოსაკვები. ეგრეა სუროგატებიც. ზოგი ბავშვის გამჩენ კონვეირად წარმოიდგენს თავს და ზოგი მართლა ეხმარება ოჯახს-პირველ რიგში, საკუთარს. თან ტავს იმით ინუგეშებს, რომ სხვა ოჯახსაც სიხარულს ჩუქნის და ამას ყველაფერს საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ხარჯზე. მშობიარობას რომ გადაყვეს მაგის შანსი ყოველთვის არის. არჩევანი რომ იყოს-დედა (სუროგატი) ან ბავშვი...მაშინ???
ეგეც არ იყოს, კახურ ანეკდოტში რომაა-მაგას 20 წუთი უნდოდაო....მეძავი კონვეირული წესით ემსახურება კლიენტებს და სუროგატ დედას რადენი რამ სჭირდება, ხომ იცი? თანაც,რამდენჯერ უნდა მიმართოს სუროგატ დედობას?
QUOTE
მოდი ადამიანები სითავხედის უსასრულობით ნუ ვაჯობებთ ამ წყალობას.
რა ვიცი რა...მე ვერ ვხედავ ვერანაირ თავხედობას იმაში, რომ ადამიანმა სინჯარის ბავშვი ატაროს მუცლით. პირველ რიგში, საკუთარი...
სხვისი შვილის გაზრდა უაღრესად კეთილშობილური საქმეა, მაგრამ არ მესმის, რატომ უნდა თქვა უარი საკუთარ გენეტიკურ შვილზე, თუკი ამის საშუალება არის-იგივე, ინ ვიტრო განაყოფიერებით.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Nanuka444
Crazy Member
ჯგუფი: Members
Nanuka444
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2926
წევრი No.: 96004
რეგისტრ.: 18-July 09
#15910564
· 10 Oct 2009, 10:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(პერწკლი @ 10 Oct 2009, 02:47 )
Nanuka444
დედის და ჩანასახის სისხლი ერთმანეთს არ ერევა.
სუროგატისგან იმ ბავშვს მარტო "საშენი მასალა" მიაქვს.
ის ბავშვი ზუსტად ისეთივე ადამიანია როგორც შენ.
პ.ს. მაია ასათიანმა ამ თემაზეც კი მოახერხა გადაცემის გაფუჭება
ისეთივე ადამიანი ვერ იქნება. ჩემი მშობლების დიდი მოწადინების მიუხედავად მე ღმერთმა შემქნა მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვალა ჩემი შექმნა. ისინი კი ადამიანებმა შექმნეს იმ ქალში, ვისშიც უნდოდათ და იმ წყვილის გენეტიკა მისცეს, ვინც შეუკვეთა და ფული გადაუხადა.
მოდით რა, ნურავინ ნუ იტყვის რომ სუროგატი დედებიც და ექიმებიც ამას ქველმოქმედებით აკეთებენ, ეს ყველაფეი ფულის (!!!) გამო კეთდება.
იცით რა? მე ძალიან ბევრი რამ მინდა, და ბევრი ფულიც მინდა რომ მქონდეს. მაგრამ ამ ქვეყნად არსებობენ ფასეულობები, რომელსაც ვერც ერთი ტონა ადამიანის მიერ შექმნილი ქაღალდი ვერ შეცვლის და არც შევცლი. ფასეულობები ღმერთიდან მოდის და ის ჩვენც ადამიანურობაზე (კარგი გაგებით) და ჩვენი სულის სიღმეზე მეტყველებს.
დედობა ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი ფასეულობაა!
მე არ მყავს ჯერ შვილი, და უშვილობის პრობლემას ვებრძვი გამეტებით. უფლის იმედი მაქვს, რომ მაჩუქებს ამ არაჩვეულებრივ ძღვენს. მაგრამ თუ არ ჩათვალა საჭიროდ, მე არასოდეს მივმართავ სუროგატ დედებს, რადგან ეს დედაშვილური სიყვარულის და დედობის შებილწვად მიმაჩნია. ღმერთს ადამიანით ვერ ჩავანაცვლებ, ადამიანს შემოქმედად ვერ ვაღიარებ, საამისოდ ძალიან ჭკუა სუსტები ვართ ღმერთთან შედარებით
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
მშობლების კლუბი
|
იქით
»
Pages:
(34)
« პირველი
...
6
7
[8]
9
10
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0336 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.