გუშინ ვიყავი გმირი
დღის განმავლობაში შუადღეზე ვერ გავედი საჭმელად,
ჩვენთან აპარატი დგას და სნიკერსებით იყო გაძეძგილი,
მოვიკრიბე ძალა და არ ვიყიდე.
მერე დაბადების დღეზე მივდიოდი, მანამდე სახლში შევირბინე
და ჯერ მაწვნის სუპი ვჭამე

სამაგიეროდ იქ პირი არ დამიკარებია
არც ხაჭაპურზე, არც ხორციან ბლინებზე, არც ნამცხვარზე, არც ტორტზე!!!!
მერე ლუკა პოლარეს ლიმნის ნაყინს დავუთმე 300 კალორია
(2 ბურთულა 200 გრამი, ხილის ნაყინი რძის გარეშე 150 კლ100 გრამზე)
და გვიან ჩემი ქმარი პიცას ჭამდა და მე მწვანე სალათას დავჯერდი
ძალიან სუფთა ნამუსით დავწექი, მეტაბილიზმი ჩადგა ფორმაში, დღეს
დაფუშული ავდექი, ეს შეიძლება ფსიქოლოგიური მომენტია, მარა უკვე
ვგრძნობ როგორ შევთხელდი
იეს, იეს