დილა გათენდა
ქმარი სამსახურში წავიდა
ავიღე გამზადებული ზურგჩანთა სამშობიაროსთვის საჭIრო ნივეთებით სავსე
დავურეკე დედას და მამას, ვთხოვე სამშობიაროში წაყვანა
მივედით , ეხო გადამიღეს და დამტოვეს
მე-4 სართულზე ერთმა ექიმმა, შმაგი ერქვა მგონი, რაღაც კათეტერი ბუშტით ჩამიდგა და მითხრა: - 24 საათი დაველოდოთ, თუ ჩამოვარდა მშობიარობა დაჩქარდებაო
იმ ღამეს პალატაში კიდევ 1 ჩემნაირი გოგო იწვა
დამაჩქარებელი ჰქონდა გაკეთებული
კვნესოდა
იმის ყურებაში უფრო დავიძაბე, მაგრამ მაინც მხნედ ვიყავი
ღამე 12 საათზე გაიყვანეს
3-ის ნახევარზე მისი ნივთების წასაღებად მოვიდნენ, თურმე უკვე იმშობიარა
პალატაში ბულკი დარჩა
ღამე საშინლად მშიოდა
ვითმინე ... მაგრამ ბოლოს ავიღე და ვჭამე

დილით ექიმი მოვიდა, გამსინჯა, ბუშტი ჩამოვარდა, მაგრამ სამშობიარო ტკივილები მაინც არ დამეწყო
წყლები 12 საათზე დამაღვრევინა
16:00სთ-ზე ბლოკში წამიყვანეს
ისევ კარგ ხასიათზე ვიყავი
ვფიქრობდი ჩავალ და მალე ვიმშობიარებთქო
ჩამიყვანეს... გამხადეს ყველაფერი... ჩამაცვეს ლურჯი პერანგი ... დამიდგეს ოქსიტოცინი
ტკვილები ნელ-ნელა მომემატა
გაუტკივარებაზე უარი ვთქვი
ავდექი და დავდიოდი, თან ეს წვეთოვანის აპარატი დამქონდა და ვყვიროდი
ტუალეტში შევედი
ვიჯექი უნიტაზზე
თან წყალს ვისხამდი სახეზე, თან წვეთოვანი მედგა, თან ვყვიროდი
ვერაფრით გამომიყვანეს ტუალეტიდან

ახლა მეღიმება
ასე გაგრძელდა რამდენიმე საათი
გადამიყვანეს სხვა ბლოკში
იქ დიდი ბურთი იდო
დავჯექი და ვხტუნაობდი
ამან თითქოს ტკივილი შემიმსუბუქა, მაგრამ დროებით
ჭინთვები დამეწყო
ექიმმა გამსინჯა საკმარისი არ არისო, დამიდგეს მეორე დოზა ოქსიტოცინი
ჭინთვებმა მომიმატა, თითქოს ... თითქოს არც კი
მომამზადეს მშობიარობისთვის
მასწავლიდნენ როგორ მოვქცეულიყავი, 10-მდე ადამიანი მეხვია, მათ შორის 2 ექიმი და 2 ბებია ქალი
ხან ერთი მაწვებოდა მუცელზე , ხან მეორე
5-ის ნახევრიდან ღამის 2 საათამდე ბავშვის თავი ჩანსო იძახდნენ
მაგრამ ჩემი ჭინთვები ბაიასათვის საკმარისი არ აღმოჩნდა
ამ მდგომარეობაში ვიყავი და უცებ ბლოკშI დედაჩემი გაჩნდა
არ დამავიწყდება ეს სასიამოვო განცდა, ასე მეგონა დედა მიხსნიდა ამ განსაცდელისგან...
ძალიან გამიხარდა მისი დანახვა, ვიწექი და თან მას ვეხუტებოდი
მერე წავიდა ვეღარ გაუძლო
მერე თქვეს სახე მაღლა აქვსო

1მა ექიმმა ვაკუმია საჭიროვო
ამაზე გული გამისკდა კინაღამ
ვერაფრით ვერ წარმომედგინა თუ ეს იქნებოდა საჭირო

მოიცათ ქმარს დავურეკავ ვკითხავთო და გაიცინეს

რა დროს ქმარია ბავშვის სიცოცხლეზეა საკითხიო
მთელი მშობიარობა მედგა ოქსიტოცინი, ქამარი რითაც ბავშვის გულის ცემა კონტროლდებოდა და ჟანგბადი პერიოდულად
მოკლედ ვაკუმი ისე გამიკეთეს ვერაფერი გავიგე...
მხოლოდ ის გავიგე კიდევ გაიჭIნთეო, რომ მითხრეს და ჩემი სხეულიდან პატარას სხეული როგორ გამოვიდა
ეს იყო საოცარი შეგრძნება - ბავშვის თბილმა ტანმა გამოიარა ჩემს სხეულში
თითქოს მაგ დროს ყველა ტკივილმა გაიარა
მერე იტირა და მეც დავიწყე ტირილი სიხარულისგან
დედამთილი შემოვარდა გახარებული, ბავშვის ხმა რომ გაიგო
მერე წავიდა და ისევ დედა მოვიდა
მკერავდნენ და დედაც იქ იყო... ბოლო ძაფი ამოუყარეს და ამოვისუნთქე
მერე ქმარი ამოვიდა ბლოკში
მომიტანა ტკბილი ხაჭოების სხვადასხვა სახეობა

ავარჩიეს სანტისიმოს ხაჭო და ბლოკშივე ვჭამე, მგელივით მშიოდა
კიდევ ვიტირე სიხარულისგან და ემოციებისგან
მერე კი პალატაში გადამიყვანეს
ის ღამე ჩემმა პატარამ ინკუპადორში გაატარა
მეორე დღეს კი მომიყვანეს ჩემი ანგელოზი და მაშინვე ჩამეხუტა ... ისე მომეკრო, არ მშორდებოდა ... ძუძუც მაშინვე ჩაიდო

ახლა ორივე სახლში ვართ ...
საოცარი შეგრძნებაა დედობა ...