დავწერ მეც

25-ში იყო სავარაუდო თარიღი. არავითარი ნიშნები არ მქონდა მოსალოდნელი მშობიარობის, მშვენივრად დავდიოდი ბუნებაშიც, კოჯორში წავედი და ქოროღლზე ავედი თითქმის ბოლომდე. უკვე მეგონა საკმაოდ გადააცილებდა ვადას, მაგრამ 26-ში საცობმა დაიწყო ჩამოშლა. ვერ ვიტყვი, რომ უცბად მივხვდი რა იყო. ლორწოვანი მასა იყო და ნელ-ნელა გამოდიოდა. ერთბაშად რომ გამოსულიყო უფრო მივხვდებოდი. მერე სისხლიც შეერია და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ საცობი იყო. ტკივილებიც დამეწყო ოღონდ არარეგულარული და სუსტი. ხო, მაგ დღეს ერთი მარცხიც დამემართა

მომავლებში მოვყევი უკვე ....ჩემი ქმარი წასული იყო მეგობართან და ღამეც იქ დარჩა. ხოდა სმს მივწერე რომ ხომ იცი დღე-დღეზე უნდა გავაჩინო, რა უსინდისო ხარ რომ წახვედი, აი საცობი გამოდის და მოკლედ დეტალურად ყველაფერი. ჩემს ანდროიდს და მის ფუნქციებს ვერ ავუღე ბოლომდე ალღო, ხოდა ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ეს სმს გამიგზავნია ჩემი ქმრის გარდა კიდევ 15 კაცთან, მათ შორის ჩემს უფროსთან და ეს ყველაფერი დილის 6 საათზე....ისე შემრცხვა ისე,,,უცბად გავთიშე მობილური ჩავძვერი საბნის ქვეშ და რეაბილიტაციას იქ გავდიოდი.....ცოტა ხანში მეორე საბოდიშო სმს-იც გავაგზვნე ზემოთნახსენებ საზოგადეობასთან მაგრამ მოკლედ რა...ბევრი ვინერვიულე ....
ნუ ის დილა გათენდა და არაფერი შიგადაშIგ ეს ტკივილები მქონდა, მეორე დღეს საღამოს უკვე გაძლიერდა და ღამე საკმაოდ მტკიოდა. საიტი გავჩითე სადაც ამ ტკივილებს ითვლი, რეგულარული არ იყო მაგრამ შუალედი საკმაოდ მცირდებოდა, ამიტომ წავედით ჩაჩავაში ეგრევე. 2 თითზე ხარო და დარჩიო. ამიყვანეს ბლოკში. ანუ ერთი ოთახია და დგას საწოლი გვერდით კი სამშობიარო მაგიდა თუ საწოლი თუ რა ჰქვია

....ნუ ჯერ ამ საწოლზე ხარ და მერე იქ გადაყავხართ...დილის 4 საათი იყო სადღაც და ტკივილები მქონდა ასატანი, თუმცა ძლიერი. ზუსტად მენსტრუაციის დროს რომ ტკივილებია ისეთი იყო ოღონდ რა თქმა უნდა ბეეევრად უფრო მტკივნეული. სხვათაშორის ბურთზე რომ ვჯდებოდი თითქმის საერთოდ აღარ მტკიოდა, მაგრამ თან მეძინებოდა საშინლად და დაწოლაც მინდოდა. დავწვებოდი და ეს შეტევითი ტკივილი ეგრევე წამომაგდებდა. სადღაც 10 საათისთვის მოვიდა ზურა დარახველიძეც, გამსინჯდა და ისევ ისე ვიყავი, საკმაოდ მეტკინა ხელით გასინჯვა. მერე ბუშტიც გახეთქა და მითხრა, რომ თუ გაუტკივარების გაკეთებას ვაპირებდი, ბარემ სჯობდა გამეკეთებინა. მეც დავთანხმდი და აი აქ არვიცი შევცდი თუ არა. ამ მომენტისთვის ტკივილი შემცირებული მქონდა, მაგრამ ვიფიქრე, რომ რადგან ბუშტი გახეთქა მთავარი ტკივილები წინ იყო და ამიტომ აღარ დაველოდე იმ აუტანელ ტკივილებს და გავიკეთე გაუტკივარება. მართლაც, ცოტა ხანში აბსოლუტურად ყველანაირი ტკივილი მომეხსნა, და 2 საათი გემრიელად დავიძინე თან ჩემს ქმარს ვეუბნებოდი, რა ბედნიერებაა, როდესაც არაფერი გტკივა-მეთქი. ეს 2 საათი, რომ გავიდა სადღაც ბოქვენთან ვიგრძენი ტკივილი, რომელიც განსხვავდებოდა მანამდე რა ტკივილიც მქონდა იმისგან. მოვითხოვე გაუტკივარების დამატება, დამიმატეს მაგრამ ამ ტკივილს ვერაფერს ვატყობდი დაკლების, პირიქით....იმატებდა, იმატებდა და ბოლოს ეს გახდა ენითაღუწერელი ტკივილი, მე წარმოდგენაც არ მქონდა, თუ შეიძლება ასე გტკიოდეს. ოდნავადაც არ მეშინოდა მშობიარობის ისე წავედი, ტკივილსაც მანამდე ყოველთვის გმირულად ვუძლებდი

არც ნემსის გაკეთებაზე მქონია არასოდეს პრობლემა და არც ჭრილობის გაკერვაზე. მაგრამ...ეს რაღაც სხვა იყო....ბოლოში თან თითქმის შეუჩერებლად მტკიოდა და ვყვიროდი არაადამიანურად, დავკარგე ყოველგვარი სირცხვილის, მორიდების გრძნობა, გავხდი არაადეკვატური. დარახველიძეს ვეხვეწებოდი საკეისროზე გადავიდეთ-მეთქი და არაო უკვე ბავშვი დაბლა არისო და გარისკავო? მეთქი არა, ეგრე არ მინდა.
მერე გადავედი რაღაც სკამივით რაღაც იყო და ჭინთვები იქ გაგრძელდა მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ ამ ჭინთვებს კარგად ვერ ვგრძნობდი, რასაც ვგრძნობდი ეს იყო საშინელი ტკივილი უკან და ბოქვენთან და მაგ დროს მეუბნებოდნენ გაიჭინთეო და ეს იგივეა, ღია ჭრილობაში თითი რომ ატაკო ადამიანს, მომდიოდა რაღაც სითხე და სისხლის წვეთები. სირცხვილის გრძნობა დავკარგე-თქო, იმიტომ რომ ასეთ მდგომარეობაში ნახევრადშიშვლი წაოვხტებოდი ხოლმე იმ სკამიდან და დავდიოდი ოთახში. მერე ვეუბნებოდი რომ გავითიშო ეგეთი რამე თუ არის შესაძლებელი-მეთქი და არ გამოვა ეგ ამბავიო, საჭიროა შენი აქ ყოფნა

აი ასეთი არაადამიანური ტკივილები გაგრძელდა 3 საათი დაახლოებით თუ მეტი არა, გახსნა სრული იყო, ბავშვის თავი ჩანდა მომენტებში მაგრამ ნუ არ ჩამოდიოდა რა და მე ვერ ვიჭინეთებოდი. ნუ არვიცი სად და რა მომენტშI მაგრამ საბოლოოდ გადამიყვანეს იმ სამშობიარო მაგიდაზე, დაუძახეს დარახველიძესაც და გამოვიდა ბავშვის თავი, შემდეგ კი უკვე ტანი უფრო ადვილად. დაიბადა დანიელი. ეგრევე იტირა და დამაწვინეს ზედ

ცალი თვალით ამომხედა.....ნუ შვილი რა ყოფილა და მისდამი სიყვარული ეს ცალკე თემაა. იმიტომ რომ ამაზე ტკიბილი არაფერია ...პალატაში კი მეორე დღეს თავის პატარა ხელებით ჩამებღაუჭა, გულთან მიიკრა და ღიმილივით მიმიკა გამოეხატა სახეზე.... ვიცი, გაუზარებელი და მექნიკური მოქმედება იყო მაგრამ ის წამები მე არ დამავიწყდება.
დაიბადა 3.300, 50 სმ. ნაკერები არ დამადო მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ნახეთქი მქონდა. არვიცი, ალბათ არ იყო საჭირო, მაგრამ იმ ადგილას დღესაც დისკომფორტის შეგრძნება მაქვს გასივება არის და რაღაც ზედმეტი მაქვს თითქოს ხორცივით, ერთი თვის მერე დამიბარა ჩაჩავას გინეკოლოგმა გეგმიურ გასინჯვაზე და ნახავს რა და როგორ.
მეორე ბავშვს დიდი ალბათობით საკეისროთი გავაჩენ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის უფრო მხიბლავდა და მიზიდავდა ბუნებრივი გზით მშობიარობა, უკვე ნამდვილად სხვანაირად ვფიქრობ. თან ეს ნახეთქიც საკმაოდ მტკიოდა და ზოგადად ვერ ვიტყვი, რომ მეორე დღეს ჩიტივით ვიყავი... რომ ამბობენ საკეისროს მინუსი ისაა, რომ მერე დიდხანს გრძელდება უფრო რეაბილიტაციის პროცესიო არვიცი, ბუნებირვად გავაჩინე მაგრამ ადგომაც მიჭირდა, დაჯდომაც, სიარულიც და ა.შ. დღეს 2 კვირა გავიდა და მხოლოდ რამოდენიმე დღეა ეს დისკომფორტი აღარ მაქვს. მოკლედ, ძალიან ინდივიდუალური ყოფილა.
მეორე დღეს დარახველიძე რომ შემოვიდა პალატაში ბოდიში მოვუხადე, მეთქი გუშინ მე არ ვიყავი მე

... არა, მართლა შემრცხვა რა...გასაგებია, რომ მეანია და ბევრისმნახველი იქნება

მაგრამ მე ნამეტანი გავუბერე მგონი...
ჩაჩავასი ძალიან კმაყოფილი ვარ, 2 კაციანი პალატა იყო. ერთადერთი ის არ მომეწონა, რომ ამ მეორე გოგოსთან მნახველები ქმარი და დედა მოდიოდნენ და ერთხელ 3-4 საათი დარჩნენ. არადა წესით არ შეიძლება მნახველები მაგრამ ზოგჯერ თვალევს ხუჭავენ. ჩემი ქმარიც შემოვიდა ერთხელ მაგრამ მე თვითონ ვიგრძენი უხერხულობა ამ მეორე გოგოსთან და თავად ვუთხარი ჩემს ქმარს, არ შეიძლება და გარეთ გავიდეთ-მეთქი. ამან კი მეორე დღეს მთელი 4 საათით გააძრო ქმარი. არადა იქ მინდა ბავშვს ვაჭამო ან რაღაც ხო?
სხვაა არაფერი, პერსონალი ძალიან სასიამოვნო. ზარი გაქვს და რომელ საათზეც არ უნდა დარეკო ეგრევე მოდიან, დაზეთვის გარეშე, სულ ღიმილით. საკვებიც ძალიან კარგი იყო და მოკლედ მომეწონა ჩაჩავა. პალატა ღირდა 910 ლარი, 250 ლარი გაუტკივარება და 250 კიდევ ექიმის აყვანა...
ნუ რეზუმეს სახით ვიტყვი, რომ ამ ტკივილადაც და ათასჯერ უფრო ძლიერ ტკივილადაც ღირს ეს ყველაფერი, ანუ ბაიას ყოლის ბედნიერება. მიუხედავად ამხელა ტკივილისა, ოდნავ ცუდადაც არ მახსენდება ის პერიოდი...პირიქით, ამასწინათ გინეკოლოგთან მივედი და ისე ამიჩუყდა გული...