ბიბიდა
ღამის სამი საათი, შევდივარ წყლებ დაღვრილი... მხვდებაა ჯერ მორიგე ექიმი ქალი, ინგა

საკმაოდ სასიამოვნო, მსინჯავს და მაწვენს სამეთვალყურეოდ, ისტორიაც არ გამიხსნეს, კაი ხანი არაფერი იქნებაო
ასე დრამატულად აღარ გავაგრძელებ და მოკლედ, მოვიდა დავარაშვილი და რო მოახსენეს თქვენი პაციენტიაო და არაა გახსნილიო, აღარც გამსინჯა, შიგადაშიგ შემოიჭყიტებოდა ხოლმე. დამეწყო ტკივილები ასატანად და მერე აუტანლად, მაგრამ მოსვენების პერიოდში რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ჩამთვლემდა ხოლმე, თავდაცვის ინსტიქტია ეტყობა, ვისვენებდი ამ პერიოდებში და ძალას ვიკრეფდი. ამასობაში გავაკეთებინე გლიცერინის სანთელი, კუჭში მინდოდა გასვლა , მერე დამეწყო ღებინება აუტანელი. მითხრეს ამ დროს ყელი იხსნებაო. სადღაც 7 საათისთვის გამიყვანა დათომ გასასინჯად, უკვე ოთხ თითზე ვყოფილვარ გახსნილი, მე მგონი ბუშტიც გახეთქა , საშინელი ტკივილი ვიგრძენი და არ ვიცი ბუშტის იყო და უბრალოდ გასინჯვის. იმხელა ვიკივლე ბებიაქალმა ეს დააყრუებს აქაურობას ბლოკშიო, მოკლედ გადამიყვანეს ბლოკში და იმის მერე აღარც გავუსინჯივარ არავის ჩემდა საბედნიეროდ. დათოსთან წინასწარ შეთანხმებული ვიყავი გაუტკივარებაზე, მაგრამ ოთხ თითზე გახსნილი რო დავხვდი ერთ საათში მაქსიმუმ იმშობიარებო და აზრი არ აქვს ამ ერთი საათის გულისთვისო, მოკლედ მეც გადავიფიქრე, და შევუდექი ტკივილთან ბრძოლას

მაგრამ სამწუხაროდ დათოს ვარაუდი არასწორი აღმოჩნდა, 9 საათამდე 3 წუთში ერთხელ მქონდა ტკივილები მაგრამ ჭინთვები არ დამეწყო, მერე ძლივს დაიწყო და რო მეგონა აი ეხლა ვიმშობიარებ თქო გაჩერდა რაღაცნაირად, გაგიჟდა დავარაშვილი, რას მიშვები მიგუდავ ბავშვსო, არადა არ მეჭინთებოდა და რა მექნა, ან ვერ ვიჭინთებოდი

მოკლედ ჩამჭრეს და 11 საათზე დაიბადა ჩემი ახალი სიცოცხლე
რო ამბობენ ხოლმე რო დაინახავ ყველაფერი გავიწყდებაო, მე ეგრე არ მქონდა აშკარად, კი მომეშვა ტკივილები, მაგრამ ისე სუსტად ვიყავი მკითხეს შეძლებ დაჭერასო, დამაწვინეს გულზე და დაიწყეს კერვა, სამი ნაკერი დამადეს, რომელიც ეხლაც მაწუხებს.
ბაია 2,850 გრამი. 46 სმ. ჯანმრთელი და ლამაზი ბიჭი.
ხო რაც შეეხება ეხლა ბიბიდას, კმაყოფილი ვარ თითქმის ყველაფრით. ერთადერთი რაც გულში დამრჩა ისაა, რომ ბებიაქალმა ჩამაწვეთა თუ რამე პატივისცემა გინდოდეთ 4 საათამდე აქ ვარო, ისე კი იქამდე მელაპარაკებოდა რო ბებიაქალის აყვანაც შეიძლება, და რომ ბებიაქალი ამშობიარებს რეალურად და არა მეანი

კიდევ 8 თვიანი გავაჩინე და სულ მოუმზადებელი ვიყავი და არაფერზე პრობლემა არ შემქმნია. პამპერსიც და ჩემი პაკეტიც იმათი იყო. დანარჩენი პირობებიც ნორმალურია, ორიანში ვიწექი, ლუქსში მინდოდა და დაკავებული იყო. ბავშვი როცა ვეძახდი გაყავდათ, მაგრამ ცოტა ხნით, ჭამას ითხოვდა სულ. პედიატრებიც და მორიგე ექიმებიც ძაან ყურადღებიანები იყვნენ, ექთნებიც. კვებაც ნორმალური. მესამე დღეს გამომწერეს, გამოწერისას გამსინჯა გინეკოლოგმა, ყელი გამისინჯა და ნაკერები. რეკომენდაციები მომცეს ჩემზე და ბავშვზე და ორ კვირაში დამიბარეს პედიატრთან. ბავშვის მდგომარეობის შესაფასებლად.
მოკლედ 5-იანს დავუწერდი მინუსებით
This post has been edited by ლილეკა on 16 May 2013, 19:03