დაპირებულ მესამე მშობიარობაზეც მოგიყვებით.
მოკლედ 1 სექტემბერს ყრუდ წამომტკივდა მუცელი და წავედი გაგუაში,ექიმმა გამსინჯა და 1 თითზე ხარ გახსნილი სახლში წადი და დაწექი 37 კვირის ხარ როგორმე
მივიდეთ 38მდეო,მეც წამოვედი.ბავშვები სოფელში 4დღის წასულები იყვნენ,დაქალი იყო ჩემთან მთელი დღე ვლაპარაკობდით, საღამოს მომიმატა ტონუსმა და ამტკივდა,ჩემი დაქალი პანიკაში ჩავარდა,ძლივს ვამშვიდებდი,ჩემი ქმარისამსახურიდან გვიან მოვიდა,ისიც აღელდა რატომ არ დამირეკეო,წყალი გადავივლე და სულ ძალის ძალით წავედი, ექიმმა გამსინჯა 2 თითზე ხარო,იმ წუთს მუცელი საერთოდ არ მტკიოდა, ჩემი ნივთები ამოიტანა მიშკამ და გარეთ ვიქნებიო, მეთქი წადი ტყუილად არაფერს ვაპირებ დღეს დაისვენე და ხვალ დაგირეკავთქო,ძლივს დავითანხმე,მეც დავწექი დავიძინებ რომ ძალა არ დავკარგოთქო,მაგრამ ვინ დაგაძინა,ყოველ 40 წუთში მირეკავდა - ხო არ გტკივა,წამოვიდე?მოკლედ როგორც იქნა გათენდა დილით 8ზე ლევანი ექიმი მოვიდა სმენაში გამოდი გაგსინჯოო,ხელებზე შევხედე და ცოტა შემეშინდა,-ჰა ეხლა არ თქვა რომ გეშინია,ისტორია წავიკითხე და მესამე ბავშვს რომ აჩენ ვიციო,სულაც არ მტკენია გასინჯვა როგორც მეგონა,ადრე მეგონა დიდი ხელი ვისაც ქონდა ალბათ მტკივნეულად სინჯავენთქო,მაგრამ ეგრეც არაა,გააჩნია ექიმსაც,თუ მკაცრია მტრისას

მითხრა შუადღის მერე იქნება შენი ბაიაო,დავურეკე მიშკას,ნუ წამოხვალ ჯერ არ მტკივა მუცელმეთქი.
1 საათზე ყრუდ დამეწყო ტკივილი,დერეფანში დავსეირნობდი

მერე წყლები დამაღვრევინეს,3ის ნახევარზე მომიმატა ტკივილმა,თუმცა გასაძლებად, დავწექი და დავიწყე წრიალი,შემოვიდა სხვა მამაკაცი ექიმი სახელს არ დავასახელებ,გასინჯვა დამიწყო,ისე გამამწარა ტკივილმა ლამის შემშალა,საშინელი ხელი ქონდა,ბადე უნდა ჩამოვშალოო და მაცადე ნუ იძაბებიო,ცოტაც და ალბათ ვიკივლებდი.დამანება თავი როგორც იქნა,გავალ და მალე მოვალო,რო წავიდა ხათუნა ექიმი დარჩა ჩემთან,გაუტკივარებაზე უარი ვთქვი ცოტახანში ჭინთვები დამეწყო და მთელი ძალით ვეხმარებოდი ჩემ გოგოს,წვის შეგრძნებაზე ღრმად ჩავისუნთქე და ჩემი გოჭუნიას თავიც გამოძვრა,ტანი ცოტა რთულად,გულზე რომ დამიწვინეს ლამის დავდნი ტიროდა და მალევე გაჩუმდა. შეგრძნება აბსოლიტურად იგივე იყო რაც პირველზე და მეორეზე,ჩემი ქერა გოგო განაბული იწვა ჩემ მკერდზე,ისეთი უსუსური იყო,უცებ გავათბე,ძუძუც ჩაიდო და წოვდა,მარიამი 3 კილო და 50 სმ დაიბადა.ექიმი გავიდა და მამიკოს ახარა ბაიას ამბავი,ტელეფონზე ზარები არ წყდებოდა.2 საათში გაგვიყვანეს მამიკომ გვნახა და სიხარულის ცრემლები შევამჩნიეთ თვალებზე

სახლში რომ მოვეედით ბარბარე და გაბრიელი გახარებულები შემოგვხვდნენ სადარბაზოსთან დაიკოს ათვალიერებდნენ

სექტემბერში მარიამი 2 წლის გახდება.
ესეც მარიამი
მეოთხეს მერე დავწერ ეხლა გავალ ჩაი უნდა დავლიო
This post has been edited by denuestra on 24 May 2013, 23:09