მოდი მეც დავწერ

28 თებერვალს მქონდა დაგეგმილი საკეისრო, ზუსტად ამ დღეს ხდებოდნენ ჩემი ტყუპები 38 კვირის. დილით წავედით გაგუას კლინიკაში მე, ჩემი ქმარი და დედამთილი, ოდნავ ვნერვიულობდი, სიხარული ჭარბობდა ნერვიულობას.
გავიარე სტანდარტული პროცედურები, წვეთოვანის ჩადგმაზე იწვალა ექთანმა, როგორც მითხრა, სხვასთან ასეთი რამ არ მოსვლია, ალბათ ყველას ასე ეუბნება მეთქი გავიფიქრე მაშინ

გამიკეთეს ადგილობრივი გაუტკივარება, ფეხებში სითბო ვიგრძენი და ზეწარი ამაფარეს წინ, დავით გაგუა როდის შემოვიდა ვერ დავინახე. არც მომსალმებია და არაფერი უთქვამს, ალბათ სპეციალურად, რომ არ გამეგო როდის დაიწყო ოპერაცია. ვიღაც ქალი ეხმარებოდა , ამ ქალმა მკითხა, პირველი ბავშვი თავით დაბლაა თუ არაო, მე ვუთხარი არ ვიცი მეთქი. მერე არ ვიცი ეხო გადამიღეს თუ რა ქნეს, ამ ქალმა ჩაილაპარაკა, ორივე თავით დაბლაა ეს ვაფშე მაგარიაო. ეს სიტყვები რომ გავიგე, გამიხარდა, ანუ ოპერაცია სავარაუდოთ კარგად ჩაივლიდა. მაგრამ თან გული დამწყდა, ასეთი მდებარეობა თუ ქონდათ, იქნებ საკეისროს გარეშეც გამეჩინა თქო. ამ სიტყვების მერე მალევე გავიგე პატარას ტირილი და დამანახეს სისხლით და თეთრი საცხით მოსვრილი, აბღავლებული ჩემი პატარა ქალბატონი. გული სიხარულით ამევსო, ბავშვი მალევე გაიყვანეს და ალბათ დაახლოებით 5 წუთში ისევ დამანახეს ზუსტად იგივენაირად დასვრილი და იგივენაირად აბღავლებული ჩემი ბიჭი და ისიც გაიყვანეს, ამ დროს უკვე ღაპაღუპით მდიოდა ცრემლი. ცოტა ხანში პედიატრმა მაცნობა რომ დაიბადნენ ჯანმრთელები: გოგო 2 .8 კგ, 49 სმ და ბიჭი 3 კგ 50 სმ. ჩემზე ბედნიერი ალბათ არავინ იყო იმ წუთებში.
მერე მადლობა გადაუხადეს ბატონ დავითს, რომელიც მე შემოსულიც არ მეგონა

, მან ხელზე ხელი მომიჭირა და გამიღიმა, მეც გადავუხადე მადლობა და გავიდა. ამის შემდეგ ჭრილობის გაკერვა სხვებმა გააგრძელეს და ეს პროცესი უფრო დიდხანს გაგარძელდა, ვიდრე ოპერაცია.
შემდეგ გადამიყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ცოტა ხანში მომიყვანეს ჩემი გოგო, შევხედე თუ არა ჩემი ცხვირი ვიცანი და მიუხედავად ამისა ძალიან ლამაზი მომეჩვენა ჩემი ბარტყი, რომელმაც გამალებით დაიწყო ძუძუს წოვა. ბიჭის შემოყვანას აგვიანებდნენ და ვნერვიულობდი, ვინც თავს შემოყობდა ყველას ვეკითხებოდი, ხო კარგად იყო ჩემი ბიჭი. მპასუხობდნენ ადაპტაცია გაუჭირდა და ცოტა ხნით ინკუბატორშიაო. მალე ბიჭიც მომიყვანეს, ბიჭი მამამისის ასლი გამოდგა, ძუძუს ისე აქტიურად არ წოვდა როგორც გოგო, მალე კანკალი ამივარდა და გაიყვანეს. მერე იყო დარეკვები, მოლოცვები, ტკივილი ( 5-ჯერ მოვითხოვე გამაყუჩებელი), უძილობა, ჩაი და სუხარი, შიმშილი 2 დღის განმავლობაში, და სხვა დისკომფორტები და იყო კიდევ ორი პატარა არსება. ბიჭი გაუთავებლად ტიროდა, გოგო მშვიდი თვალებით მიყურებდა.
ყველას ბედნიერ დედობას გისურვებთ.
Tu cxeni geubneba, rom giji xar, e.i. giji xar