სანამ ქაბატოს ძინავს იქნებ მოვასწრო დაწერა.
18 მაისს მქონდა დიუ დეითი, ხოდა 12 ში ღამით გამაღვიძა მოვლითმა ტკივილმა. ინტერვალები დავინიშნე და არ იყო რეგულარული, ხან 15 წთში იყო, ხან 1 სთში. მერე ხო საერთოდ გამიარა და დილით ჩვეულებრივ ავდექი. გულში ვფიქრობდი 12ში თუ გაჩნდა კარგი იქნება, დასვენების დღეათქო. ოდნავ მოვლითი ტკივილები მქონდა მაგრამ ძალიან არარეგულარულად. საღამოსკენ მოყავისფრო გამონადენი შევამჩნიე და დავურეკე ჩემს ექიმს. მითხრა რადგან მეორე მშობიარობაა შეიძლება მალე წავიდეს პროცესი და მიდი გაესინჯე მორიგეს და დამირეკეო. ჩემი დაქალი და ნათლული უნდ ამოსულიყვნენ ჩემთან და დავურეკე მეთქი თუ არ დამიტოვეს დავბრუნდები და მოდითქო. ზუსტად ვიცოდი რომ ასეთI მსუბუქი ტკივილით ყელი არ იქნებოდა გახსნილი და გამომიშვებდნენ. მივედი ჩაჩავაში, გამსინჯა მორიგე ექიმმა, ცოტა ასაკიანი ქალი იყო, ძალიან თბილად მომექცნენ ყველანი. ნუ ხელით გასინჯვა უსიამოვნოა მაგრამ მტკივნეული არაა. მოკლედ, ერთ თითზე ხარო გახსნილი, ყელი დარბილებულიაო, შეიძლება ამაღამ დაგეწყოს შეიძლება დილამდე არაფერი იყოსო, შენ გადაწყვიტე დარჩები თუ არაო. მეთქი არა, წავალ და თუ მომიმატა ტკივილმა დავბრუნდები. ხო ახლოს ცხოვრობო და მანქანა ხო გყავთო, მეთქი კი, ხოდა გამომიშვეს

დავბრუნდი სახლშI, მოვიდა ჩემი დაქალი, ვიჭორავეთ. ცოტა მომიმატა ტკივილებმა, სადღაც 10სთ იყო რო წავიდნენ და რო მივუხურე კარი და შევედი აბაზანაში აი იქ დამეწყოო, ვაი მეეე

ყოველ 3 წთში საშIნელი ტკივილი, ყავისფერმა გამონადენმაც იმატა. მეთქი წავედით დროზე. ჩემმა ქმარმა დაურეკა დედამთIლს რო მოსულიყო და დაეტოვებინა ჩემი შვილი. სადღაც 15 წთში მოვიდა, მანამდე ჩემი ქმარი მოკვდა ნეერვიულობით, ასჯერ დაურეკა მგონი. მე ძლივს ჩავიცვი და როგორც იქნა გავეტიე სახლიდან. გზაში ქმარს ვაფრთხილებდი ახლა მომივლის ტკივილი და უნდა ვიყვირო და არ შეგეშინდესთქო.ხოდა ასე კივილ-წივილით მივედით ჩაჩავაში. მანამდე დედაჩემიც ავიყვანეთ გზად, შევედი, გამსინჯეს და სამ თIთზეა გახსნა, ყელი გადასწორებულიაო და მალე გააჩენო. რაღაცებ ფორმებს მავსებინებდნენ, მეკითხებოდნენ ჩემი ჯანმრთელობის ისტორიას, როგორც იქნა მორჩნენ. გამოვიცვალე ტანსაცმელი, დედაჩემმა ხალათი ჩაიცვა და ავედით ზევით. შემიყვანეს სამშOბიარო ოთახში, ერთი დიდი ოთახი იყო, ცალკე საწოლი იდგა, ცალკე სამშOბიარო კრესლოსავით საწოლი. ძალიან ძალიან ძლიერი ტკივილები მქონდა, ვყვიროდი ბოლო ხმაზე და დედაჩემს ვთხოვდი მიშველეთქო

საწყალი. ჩემი ექიმიც მალევე მოვიდა რო გამსინჯა 4 თIთზე ხარო, სრული გახსნაა და გაუტკივარება გვიანი არისო, ცოტა მოითმინე და ჭIნთვები დაგეწყებაო. სადღაც 1 სთ მტკიოდა ასე აუტანლად და ვღმუოდი, ხან ვწვებოდი, ხან ბურთზე ვხტუნაობდი, დგომა ჯობიაო და ვიდექი და ვითმენდი იმ საშინელ ტივილს რომელიც კიდევ კაი მოვლითი იყო თორემ ნამდვილად ვერ გავუძლებდი. ცოტახანში ვიგრძენი რომ რაღაცა მაწვებოდა, თIთქოს კუჭში გასვლა გინდაო. მივხვდი ჭინთვები მეწყებოდა და გამიხარდა იმიტომ რომ იმ ჯოჯოხეთUრმა მოვლითმა ტკივილმა იკლო და მერე სულ გამიარა. ახლა გადავედით ჭინთვებზე, რაღაც სკმაზე დამსვეს და იქ ვიჭIნთებოდი, მეთქი ვაიმე კუჭში არე გავიდეთქო (ოყნა არ მქონდა გაკეთებული), ნუ ნერვიულობო ეგ არაფერიაო. ჭინთვების დროს ძლიერ ზეწოლას ვგრძნობდი და მტკიოდა და მინდოდა რო შემეკავებინა ეს ჭIნთვები, არადა ჩემი ექიმი მეუბნებოდა გაიჭIნთეო, როგორც იქნა გადამიყვანეს იმ სკამზე, ხელების მოსაკიდი ჰქონდა და იმას ჩავეჭიდე, ის ფეხების დასადები ძალიან უგემურად მეჩვენა, კინაღამ გამიშეშდა ფეხიდა ძLივს მოვირგე. ერთი ორჯერ გავიჭინთე. ხან დედაჩემი მაწყნაებდა ხან ჩემი ექიმი თორემ კინაღამ ისტერიკასში ჩავვარდი, არ მინდოდა რო გავჭIნთUლიყავი იმიტო რო მტკიოდა. საშIნელი წვა ვიგრძენი (ამ დროს თავი გამოდის როგორც ვიცი) ხოდა ვიყვირე მეწვისთქო, ერთიც გაიჭინთეო და გამოსულიაო და მართლაც ერთIც გავიჭIნთე და გამოსრიალდაა

2ის 20წთ იყო, 11სთზე მივედი ჩაჩავაში. უმალ მომეხსნა ყველანაირი ტკივილი და ცოტახანში პატარას ხმაც გაისმა, დედაჩემი ტიროდა და შეხედე როგორი გოგო არისო მეუბნებოდა. მეც ვტიროდი ბედნიერებისგან და დამაწვინეს გულზე ჩემი თბილი გოგო, სულ სუფთა იყო, არც სისხლი არც რამე. გაჩუმდა და წყნარად იწვა მოპრუჭკნული ტუჩებით, მერე ძუძუს დაუწყო ძებნა და რო ჩავუდე ისე ძლიერად მოქაჩაა

ახლაც მტკივა ძუძუსთვაბიე ისე ქაჩავს

2 სთ მეწვინა გულზე, პედიატრიც იქ იყო და აკვირდებოდა მის მდგომარეობას. მე ვუთხარი რო 12 კვირაზე კისრის ნაოჭი ჰქონდა შესქელებული და არაფერი არ სჭირს ამ ბავშVს სრულიად ჯანმრთელიაო, აი აქ ამოვისუნთქე შვებით და დავწყნარდი ორსულობის 12 კვირის მერე პირველად

მერე გადაივანეს იქით მაგიდაზე, აწონეს, (3კგ და 100გრ, არადა სერგომ 32 კვირაზე შემაშIნა დიდი ნაყოფი არისო) ჩააცვეს და მალევე შემოაგორეს ეტლი სადაც გადავჯექი და წამიყვანეს პალატაში. Bავშვიც ხელშI მეჭირა

ნაკერები არ დამიჭირდა, მხოლოდ ძალიან პატარა ნახეთქი მქონდა შიგნით რომელიც თავისთავად გაიწოვა და არაფერში შეუძლია ხელი. სადღაც 2 სთში წამოვდექი ჩემით ფეხზე და უპრობლემოდ დავდიოდი, დაჭიმულობას ვგრძნობდი და ეგ იყო, ასევე მომდევნო დღეებში ოდნავ მოვლითი ტკივილები მქონდა საშვილოსნო რო იკუმშებოდა.
წინა მშOბიარობა უფრო დიდხანს გაგრძელდა, თუმცა მაშIნ ვენური გაუტკივარება გავაკეთებინე და ასეთI ძLიერი ტკივილები არ მქონია, ჭინთვებიც უფრო უმტკივნეულო იყო ვიდრე ახლა. თუმცა მაშინ გარედან ნაკერი მქონდა და წესიერად ვერ ვჯდებოდი

რო მეკითხებიან ადვილად იმშOბიარე თU არაო, ვეუბნები რომ ჩემთვის ძალიან რთUლი იყო და ისე კი ადვილად ითვლებათქო. ექთანმაც რო გაიგო 3 სთში გავაჩინე უF ხმა არ ამოიღოო.
ყველანაირი ტკივილი ღირს ამ ბედნიერებად რასაც ეს პატარა არსება განიჭებს