ჩემი მეორე მშობიარობა კურიოზი უფროა ვიდრე მშობიარობა
მოკლე დუ დეითი მქონდა 12 ივლისს ამერიკელი ექიმების პროგნოზით და 11 ივლისი თბილისელი ექიმების პროგნოზით

მაგრამ დარწმუნებული ვიყავი რომ უფრო ადრე გავაჩენდი.
მოვლითი ტკივილები 36 კვირის მერე დამეწყო, ნუ სუსტი და ყრუ , ასე მქონდა პირველ ბავშვზეც.
5 ივლისს მივედი მეტროპოლიტენ ჰოსპიტალში, სადაც აღრიცხვაზე ვიყავი, გააკეთეს ბავშვის მონიტორინგი, გამსინჯეს, ჯერ მხოლოდ 2 სანტიმეტრზე ხარ გახსნილი, შეიძლება ერთი კვირა არაფერი იყოს და 9 ივლისს მაინც გამოიარე ეხო გადავიღოთო. მანამდე შენი ფეხი არ ვნახოთ თუ ინტერვალები 3-5 წუთზე არ დავაო.
ხოდა მაგ 3-5 წუთიანი ინტერვალების ლოდინმა კინაღამ დამღუპა

)))))
გათენდა 8 ივლისი ჩემი უფროსი შვილის სანდროს დაბადების დღე - 5 წლის გახდა, ნუ მე ტკივილები ისევ მქონდა მაგრამ 10 წუთზე ქვევით არ ჩამოდიოდა შუალედი. ხოდა ბავშვს გულს ხომ არ დავწყვეტდი, ათასი სიურპრიზი მოვუწყვე, ბუშტები ვბერე, ვიტინგიცე , მაქსიმალურად ვცდილობდი გამემხიარულებინა, თან ფურცელი და პასტა მედო გვერდით და ტკივილების მოვლის დროს ვინიშნავდი რომ ამ ტაშ-ფანდურში დროის შემცირება არ გამომრჩენოდა, სტუმარიც მივიღე, ტორტითაც გავუმასპინძლდი. მოკლედ ძალიან აქტიური დღე მქონდა.
ეს ინტერვალები ისევ არ მცირდება და უცებ 6 საათზე რომ დამკრაააა - ტკივილისგან ტირილი დავიწყე, მეთქი მოვქუსლეთ სასწრაფოოოდ.
დავავლე ჩემს იუბილარ შვილს ხელი( აქ დამტოვებელი არავინ მყავს), ჩანთა მზად მქონდა მეც მოწესრიგებული ვიყავი, ჩემმა ქმარმა ტაქსი გამოიძახა - გაგავაფრთხილეს რომ როცა მშობიარობა დაწყებულია სასწრაფო რომ გამოიძახოთ, თქვენთვის სასურველ ჰოსპიტალში არ მიგიყვანთ უახლოესში მიგაქანებთო და აი მაინდ შევცდით
ტაქსის მძღოლი აღმოჩნდა მექსიკელი -
ნუ ჩემმა ქმარმა აუხსნა რომ მივდივართ მანჰეტენზე, მეტროპოლიტენ ჰოსპიტალში, ეს თAვს გვიქნევს, თურმე ინგლისური არ იცის ამ ჩემი ცოდვით სავსემ. წავიდა მანჰეტენისკენ, არადა ნიუ იორკია 6 საათზე ისეთი საცობებია, რომ გადაჭედილია ქუჩები გავეჩხირეთ რომელიღაც გვირაბში, ნუ ტკივილები ისე იმატებს რომ თავს ვურტყავ უკვე მანქანას, გამოვედით ამ საცობიდან როგორც იქნა და წავიდა ეს სადღაც, ჩემი ქმარი ეკითხება დარწმუნებული ხარ რომ სწორად მიდიხაროო? ეს დებილი ისევ თავს გვიქნევს. უცებ შუა მანჰეტენზე რომელიღაც გვირაბში ჩაუხვია და ჩემმა ქმარმა შემოიკრა თავში ხელები, ამ მძღოლმა ოკეანის ქვეშ გაგვაძვრინა და ქვინზში ამოყო თავი, ნუ დაახლოებით იგივეა ჩაჩავაში რომ მიდიოდეთ და გორში აღმოჩნდეთ. თან მოსახვევი არაა არსად
არადა ჭინთვები დამეწყო ბავშვი გავაგიჟე, ვკივივარ ბოლო ხმაზე, ვმშობიარობ უკვე. ნუ გავაჩერებინეთ ამ დებილს მანქანა, ჩემ ქმარს ვატყობ მოკვლა უნდა ამის, დარეკა სასწრაფოში ორ წუთში მოვიდნენ და ახლობელ ჰოსპიტალში გამაქცუნეს, ჩემი შვილის შეშინებული სახე არ დამავიწყდება არსდროს, მამამისზე მიკრული გაფართოებული თავლებით რომ მიყურებდა.
მიმაქანეს უახლოეს ჰოსპიტალში წყლებს ვღვრი უკვე.
ჯერ სარეგისტრაციოში შემიყვანეს, კაცებით იყო იქაურობა სავსე
მოკლედ ამ გაუგებარ სიტუაციაში მოხვედრამ ისე შემაშიან რომ სრული სიტერიკა დამეწყო.
კივილს და ამათ ლანძღვას ხომ არ ვიშურებდი, ამარბენინეს სამშობიაროში და რაღაც სკამზე დამსვეს, ნახევარ წუთში ექიმი რომ შემოვიდა ძირს ვიწექი
ნუ თან აქ რაღაც წესები აქვთ ათას რამეს გეკითხებიან, ჩემი ქმარი ეხვეწება გაუტკივარება გაუკეთეთო და არა სრული გახსნააა, მოდის ბავშვიო, ნუ რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ მატყუებდნენ , ვიჭინთები და ესენი ათას შეკითხვას მისვამენ ამაზე თაანხმა ხაარ? იმაზე თანხმა ხაარ? არადა ვიჭინთები უკვე ინგლისური კი არა ქართული აღარ მესმის. მგონია რომ მოვკვდები ნიუ იორკის ამ გადაკარგულ რაიონში და ამ სიგიჟის ზრვარზე მყოფს რომ მკითხეს სისხლი რომ დაგჭირდეს თანახმა თუ ხარ დონორის გადაგისხათო, მე ეს გავიგე ასე- რომ მოკვდები თანახმა თუ ხარ დონორი გახდეოოოო

)))))))))) ისე გავბოროტდი ისე რომ ვერ წარმოიდგენთ, არააააა, არააააა!
ვყვირივარ მთელი ძალით, თან ლოგინს ისე ვურტყავ ხელებს სახელურები მოერყა

- აბა გიყუროთ სისხლისგან როგორ დაიცლებიიი? - მეკითხებიან
ვძლივს გავიგე რა უნდოდათ და დავთანხმდი, მერე ავყვირდი ისევ რას მაწამებთ ყველაფერზე თანახმა ვარ მეთქი

ამ დროს ჩემს ქმარს უძახიან გარეთ რომ გელოდებათ ბავშვი ტირის და არ შეიძლება იქ მარტო დატოვებაო. საწყალს აღარ იცოდა რა ექნა, 5 წუთით გავიქცევიო. და გავარდა
ექიმი მეუბნება აბა ეხლა მაგრად გაიჭინთე თავი ჩანსო და ნუ კივიხარო, მაგრამ ცოცხალი თავით არ ვუჯერედბი, პირველად ძალიან დიდხანს და რტუულად ვიმშობიარე და მეგონა მატყუებდნენ რომ გავჩუმებულიყავი და ისე ავკივლდი, ცაში ავწიე ის ჰოსპიტალი.
მერე წვა ვიგრძენი და მივხვდი რომ მართლა გამოდიოდა და სამჯერ გავიჭინთე ისე, რომ სახეშI მირტყავდნენ ჰაერი ჩაისუნთქე დაიხრჩობიო და გამოვარდა ჩემი გოგო, სამშობიაროშI მისვლიდან ზუსტად ნახევარ საათში.
ამ დროს ჩემი ქმარი შემოვარდა და ბავშვი უკვე ხელში მიჭირავს, სახე ქონდა შეშლილი

))))) არ იცოდა რა ექნა
დაიბადა სალომეა 3250 და 47 სმ. ძალიან მოცუცქნული გოგო

ხუთ წუთშI მოყვა პლაცენტაც( პირველზე მშობიარობაზე მეტად პლაცენტის დაბადება გამირთულდა - მიხორცებული მქონდა)
მოკლედ ისე გამოვიდა რომ გაჩნდა ჩემი უფროსი ბიჭის დაბდღეზე - 8 ივლისს, მე თვითონაც არ ვიცი როგორ დაემთხვა

ერთი ამ კივილის გამო ნაკერები დამჭირდა ბლომად . ერთი კვირა გავიდა და კი ვარ ჩიტივით და გამარჯობა პამელა

)))არც მუცელი მაქვს არც არაფერი, რძე ბლომად. მოკლედ მე თვითონაც შოკშI ვარ, კინაღამ ქუჩაში გავაჩინე ბავშVი, მაგრამ ახლა უკვე მეცინება

)))