მოკლედ,მეც გადავწყვიტე დამეწერა ჩემი მოგონებები......
23-ში ღამე გამაღვიძა საკვერცხეებთან ოდნავმა უსიამოვნო შეგრძნებამ.ვიფიქრე ცუდათ ვწევარ მეთქი და გადავბრუნდი მეორე გვერდზე..ცოტა ხნით ჩამეძინა და ისევ მოვლითმა ტკივილმა გამაღვიძა.ისევ შევიცვალე გვერდი მაგრამ არ გამიყუჩდა.ნახევრად მეძინა მაგრამ კი გავიფიქრე, ნეტა ხო არ მეწყება მეთქი,მაგრამ ჩემ ვადას რომ გადავხედე ვიფიქრე წინა სამშობიარო იქნება ალბათ,თორე ესეთი სუსტი ტკივილი არ ექნება მშობიარობას თქო. გავედი საპირფარეშოში და მოვფლასტუნდი ოთახში ისევ

საათს გავხედე და 6-ის ნახევარი იყო და გავემზადე დასაძინებლად ისევ, მაგრამ ვიგრძენი რაღაც გამონადენი.წამოვჯექი და კიდევ ვიგრძენი. მერე ავდექი უკვე გაფართოვებული თვალებით და ადგომა და წყლების დაღვრა ერთი იყო.გავაღვიძე ქმარი ტექსტით : გაიღვიძე რაღაც ჩამომდის მეთქი

სულ მასეთი უცნაური ტექსტებით ვაშინებ ხოლმე

ჩემ საცოდავმა ქმარმა ყველა უბედურება იფიქრა მშობიარობის დაწყების გარდა და წამოხტა კალიასავით (არადა ღიპი მსგავს მოძრაობებს უზღუდავს ხოლმე

)
მერე გამოერკვია ისიც და მეც და წყლებს ვღვრი თქო დავუზუსტე (კაი დროს ) სანამ მე ვანაში შევედი,მთელი ოჯახი გააღვიძა.ყველა ცალ-ცალკე მიკაკუნებდა, ხო კარგად ხარო.მე ღიღინით ვიბანდი.ალბათ,უკვე სიმწრის ღიღინით..შემეშინდა ცოტა მაგრამ მალევე მოვთოკე თავი.
არაფერი არ მქონდა გამზადებული ჯერ და ყველაფერი ჩანთაში ჩავყარე რაც გამახსენდა და წავედით გაგუაში.ამასობაში ჩემი ქმარი ფერწასული მიყურებდა და მაჩქარებდა.მე კიდევ საერთოდ არ მტკიოდა, ოდნავ მივლიდა მუცელი.
მივედით გაგუამდე,როგორც იქნა და მიმღებში მითხრეს 3ზე ხარ გახსნილი და არ გტკივაო?? არა მეთქი და გაუკვირდათ,ყოჩაღ შენო

სანამ იქ ყველაფერი შეავსეს მე უკვე მომემატა ტკივილები მაგრამ მართლა ასატანი იყო.შემეძლო არც შემემჩნია (თითქოს მეკუმშებოდა და მეჭიმებოდა მუცელი)...გადამიყვანეს ბლოკში,არავინ არ შემოუშვეს,რომ მოგემატება ტკივილები მერე შემოვიდეს ვინმეო.მეც ვიდექიი და ველოდებოდი,როდის მომემატებოდა ტკივილი.
ამასობაში მობილურზე ხან ვინ მირეკავდა ხან ვინ, არ დამაცადეს და ცოტა ხანში შუალედები ძალიან დამოკლდა და ტკივილი მომემატა.მოხრილი დავდიოდი ოთახში მოხუცივით. (მაგრამ ისევ ვამბობ ასატანად მტკიოდა) გავყავი ოთახიდან თავი და გაუტკივარება მოვითხოვე.წინასწარვე მქონდა გაკეთება გადაწყვეტილი,ვიცოდი რომ ერთიანად იწყება აუტანელი ტკივილი და მერე აღარ აკეთებენ ხოლმე გაუტკივარებას.გამსინჯა ექიმმა და უკვე 4ზე ხარ გახსნილი მაქსიმუმ 1 საათში გააჩენ და გინდაო?..მეთქიი მინდა მაინც თქო.ნუ,გამაფრთხილეს რომ ჭინთვები შეიძლება ვერ მეგრძნო და ასე და ისეო მაგრამ მაინც მინდა თქო.
შემოვიდა ანესთეზიოლოგი და ოოოო აი,აქ უკვვე ამიკანკალდა მთელი სხეული,ვერ ვიმორჩილებდი უკვე ისე ამტკივდა.სანამ გამამზადეს და ნემსი გამიკეთეს სიმწრით ერთხელ გულიანად ვიტირე კიდეც. ისეთი დოზა გამიკეთეს რომ ტკივილები გაეყუჩებინა და ჭინთვები მაინც მეგრძნო და თუ მაინც ვერ აიტან დაგიმატებო.ჩემი ქმარიც შემოვიდა ამ დროს და დაახლოებით 10 წუთი მაინც მტკიოდა და დამიმატეს.წამებში ისე გამიბუჟდა მუხლებამდე სხეული.ვიჯექით და ვლაპარაკობდით მე და ჩემი ქმარი მშვიდად..მყუდროებას გვერდითა პალატებიდან გამოსული კივილები გვირღვევდა

დაახლოებით 1 საათში შემოვიდა ექიმი და გამსინჯა,სრული გახსნა არისო და ვცადოთ გაჭინთვაო.ჩემი ქმარი გავიდა ამ დროს,არ მინდოდა მშობიარობას დასწრებოდა.გამაჭინთეს რამდეჯერმე მაგრამ ვერ ვგრძნობდი ვერაფერს,ვარაუდით ვაკეთებდი იმას რასაც ექიმი მეუბნებოდა.საბოლოოდ უკვე ნელ-ნელა მიბრუნდებოდა მგრძნობელობა და ცოტა ხნით დამაცადეს,აღარ მაწვალეს.როცა ვუთხარი ვგრძნობ უკვე ჭინთვებს თქო რამდენიმე გაჭინთვაში (მუცელზე მაწვებოდნენ თან,მეხმარებოდა ეგ ძალიან) თავი გამოვიდა და აი, მანდ დავპანიკდი

კიდევ ერთიცო ექიმმა და ისე უცებ ამოასრიალეს ჩემი ქოჩორა ბიჭი რომ გაოგნებული ვიყურებოდი.10საათი იყო ზუსტად....დამაწვინეს მუცელზე და ისეთი ისტერიული ტირილი ამივარდა,რომ მახსენდება მრცხვენია. იწვა ჩემთან ჩემი გოჭი და სანამ ნაკერი დამადეს ნერვები დამეწიწკნა,ისე ნელა მკერავდა ის გოგო ან მე მეჩვენებოდა ეგ დრო საუკეუნედ.თან ყველაფერს ვგრძნობდი..ისე, ეგ უფრო ცუდად მახსენდება ვიდრე მშობიარობა

2საათი ვიყავით ბლოკში,მანამდე ჩემი ბიჭი ძუძუს არ მოშორებია.......
მერე გაგვაგორეს პალატისკენ.ჩემები იქ იდგნენ და გამაჩერეს ცოტა ხნით.
ყველაფერი ძალიან კარგად მახსენდება.არანაირი სტრესი და ნერვების აშლა არ მქონია.შემდეგშიც გავიკეთებ გაუტკივარებას...ეგ რომ არა,ნამდვილად აღარ გამახსენდებოდა ყველაფერი ესეთ ცისარტყელის ფერებში.
მაგრამ მაინც ადვილი მშობიარობა მქონდა,ყველაფერი მალე მოხდა..მშობიარობის დაწყებაც (38კვირაზე) და ყელის გახსნაც... მოკლედ მიყვარხართ ყველა დედიკოები და მომავალი დედიკოები

ისეთი სასწაულია ეს ყველაფერი,ჩემს თავს თუ მოხდა არც მჯერა.... მიყვარს ჩემი პატარა სასწაული და მაგისთვის კიდევ ათასჯერ გადავიტანდი ყველაფერს ხელმეორედ...
პ.ს. 24-ში ჩემი დაბ.დღე იყო და წინა დღით დაიბადა ჩემი თომა. თან ოქროს დაბ.დღე მქონდა და კი გამიკეთა საჩუქარი.აჯობა ყველას საჩუქარს