აი მეც მოვედიიიიი
10 რიცხვი გათენდა..წინა დღეს 9-ში სტუმრიანობა მქონდა, როგორც ყოველთვის ფეხზე ვიყავი აქტიურად, სტუმრებსაც მოვემსახურე და ყველაფერი..საღამოს ისეთი რახუნი ამიტეხა მუცელში, რომ ფეხზე ვეღარ ვიდექი..წავედი და წამოვწექი მივატოვე სტუმრები, თორე მკეცავდა ადგილზე. შემდეგ დღეს კი ანუ 10 რიცხვში მეუღლემ 8-ზე გაიღვიძა დილით, მეთქი გიო ცოტა ხანი ვიწვები მალე ავდგები და მოგხედავ გაჭმევ მეთქი..არაა პრობლემა არ იჩქარო დაისვენეო...ტუალეტში გავედი მოვედი დავწექი ისევ..ამ დროს ვგრძნობ დავღვარე წყლებიიი...ვააჰ ვფიქრობ ნუთუ ჩავიფსი? მარა ეხლა არ ვიყავი კაცო ტუალეტში თქო?

გავედი ისევ ტუალეტში და ვხედავ ოოოდნავ მოვარდისფრო წყლებია..ისევ მომდის და მომდის.. არც ტკივილები მაქ არანაირი და არც სხვა დისკომფორტი... მოვარდა ქმარუკაც რა ხდებაო, მეთქი წყლებს ვღვრი თქო.. კაი შენ არ ინერვიულოო ეხლავე წავიდეთ სამშობიაროშიო..ძალიან დავიბენი..კიდევ კარგი ბარგი ჩალაგებული მქონდა... დავურეკე ექიმს ასე ასეა თქო, წყლებს ვღვრი და თან მოვარდისფროა მეთქი, და აიღე ოკულისტის დასკვნა და მოდიო... ერთადერთი რაც მოვახერხე ამოვიფინე პირსახოცი

გადავიცვი სარაფანა, გიო სულ მეფერებოდა და მაწყნარებდა ისეთი დაშოკილი სახე მქონდა.. საკეისრომდე 5 დღით ადრე დამეწყო მარა მაინც მოუმზადებელი ვიყავი ფსიქოლოგიურად ეტყობა..არადა ვგრძნობდი, რომ დამასწრებდა იმიტომაც ჩავალაგე ბარგი ადრე. კიდევ კარგი მეუღლე სახლში იყო თორე მომიწევდა მობრუნება, მერე შეიძლება ტკივილებიც დამწყებოდა მოკლედ 45 წუთში უკვე საპროცედუროში ვიყავი... ექიმს მისვლა მივასწარი.. მორიგე ექიმმა მიმიღო და გამაფორმა..ხელითაც გამსინჯეს..სხვათაშორის ძალიან არ მტკენია, ალბათ მრავალ თითზე ვიყავი უკვე გახსნილი

გამოიცვალეო, ჩაიცვი ხალათი , პერანგი ჩუსტები და ავიდეთ საოპერაციოშიო.. ოპერაციის წინ ჯერ ანესთეზიოლოგი გამეცნო..მკითხა როგორ ანესთეზიას ვიკეთებდი..სპინალურს მეთქი. მერე გამიკეთეს ოყნა და შევედი ცოტა ხანში საოპერაციოში.. ციოდა.. ანესთეზიოლოგმა ადიო ჩამოჯექიო იმ საწოლივით რაღაცაზე... მოიხარეო კარგადო, თავი ქვემოთ დახარეო.. ჯერ ადგილი მონიშნა და მერე ნემსი გამიკეთა..საერთოდ არ მტკენია.. კოღოს ნაკბენი უფრო ტკივნეულია მგონი

დაიწყო ფეხებმა გაბუჟება მალე..რამოდენიმე წამში უკვე ვეღარ ვამოძრავებდი ფეხებს.. წინ ფარდა ჩამომაფარეს.. მალე შემოვიდა ჩემი ექიმიც, მაია მჭედლიძე ( მან გამჭრა), ასე მეგონა 15 წუთში მორჩა ყველაფერი მარა კაი 45 წუთი ვყოფილვარ.. თან მელაპარაკებოდნენ მეკითხებოდნენ გვარს, ბავშვს რას ვარქმევ, როგორ ვარ.. ვუთხარი მცივა მაკანკალებს თქო და მაშინ დამიმატეს მორფი მგონი.. გამიარა მღელვარებამაც და კანკალმაც.. უცბად ვიგრძენი როგორ დამეჯაჯგურნენ, 1-2-3 დააააააააა წამებში გავიგე სანატრელი ჭყავილის ხმაააააააააააააა და ამოაპრუწუნეს ჩემი ბიჭიიიიიიიიი, დამასვეს გულზე.. ამივარდა ტირილი თან ვკოცნიდი სახეზე ბევრს, ძალიან მალე გაიყვანეს და იმ დღეს მეტი ვეღარც ვნახე რადგან რეანიმაციაში გადამიყვანეს.მარტო ღამე გვაჩვენეს დაჟინებული მოთხოვნით ძალიან ცოტა ხანი <3 . 6 გოგო ვიწექით იქ.. მეორე დღეს კი უკვე პალატებში გაგვანაწილეს.. არნახული ტკივილები მერე დაიწყო... უამრავ ნემსს გვიკეთებდნენ, ადგომა დაჯდომა წარმოუდგენელი ჯოჯოხეთი იყო ყველა ნაკეისრალისთვის მარა მაინც სულ დავდიოდით და ფეხზე ვიდექით..საბავშვო ოთახი დერეფნის ბოლოს იყო ასე რომ მაინც გვიწევდა ბაიებთან სიარული.. კუს სიჩქარით..3ჯერადი კვება იყო.. 5 დღე დაგვიტოვეს..პერსონალი ძალიან კარგი, თბილი და ყურადღებიანი.. სულ შემოდიოდნენ გვეკითხებოდნენ რამე ხო არ გვინდა, პულტიც გვქონდა გამოსაძახებელი და რავიცი..სამშობიაროთი ძალიან კმაყოფილი ვარ. ( იმედის კლინიკაში ვიმშობიარე ) . ოპერაციით კიდევ უფრო.. ვერაფერი ვერ გავიგე საერთოდ.. ნაკერიც კოსმეტიკური მაქ, შავი ძაფი რო დაგადონ ისეა ჯერ..თხელი თხელი..მეორე დღეს კი გავიარე ეგრევე სხვა რა გზა იყო მარა შემდეგ დღეებში უფრო ცუდად და ცუდად ვიყავი... წნევაც დაბალი მქონდა ხოლმე ძალიან და სიცხეც.. რო მივეგდებოდი ფერიც არ მედო.. მარა მე5ე დღეს მაინც გამომწერეს..ცოტა მაწვალა ბაიამ არაფრით იდებდა ძუძუს პირში.. 3 დღე საერთოდ..ხელოვნურზე მყავდა..მოვაშიე კიდევაც ძალიან მარა მაინც არ ქაჩავდა არაფერი რო არ მომდიოდა... მერე 3 დღის მერე ხსენი წამომივიდა და დაიწყო წოვა.. მარა დღემდე მარტო მარცხენა ძუძუს წოვს (( მარჯვენა არ ევასება და რა ვქნა არ ვიცი

ვართ ეხლა სახლში, მეუღლე ძალიან მეხმარება შვებულება აიღო..პაწუკა გვაგიჟებს სიყვარულებისგან.

3.500 50სმ დაიბადა ჩემი გოჭუნია და მართლა სანამ არ გამოცდი ამაზე ბედნიერი წამები არ არსებობს.