მოვიცალე მეც
11 ში დილით ვიყავი დაბარებული ჯან. სახლში, მთელი ღამე გავათენე შიშებისგან მუცელს ვეფერებოდი, თან ველაპარაკებოდი უნდა დამაძინონ და ისე ამოგაძვრენენ მარა არ შეგეშინდეს მალე გავიღვიძებ და მოგეფერები, რომ ამოგიყვანენ ხმამაღლა იტირეთქო, ისიც იქიდან თითქოს თანხმობის ნიშნად მთელი ძალით მიბრაგუნებდა
დილასაც იგივე სულ, სულ მეცელზე მეწყო ხელები და ვეფერებოდი სანამ სამშობიარომდე მივედით, რომ შევედით დამიძახეს მალევე მოსამზადებლად თან ნიკაპი მიცახცახებდა ტირილი მინდოდა, ერთი გავხედე ჩემს ქმარს დერეფნიდან როგორ მიყურებდა გული ჩამეწვა, თან ბედნიერი სახე ქონდა თან შეშინებული
შემიყვანეს ჩემს პალატაში ხან ვინ შემოდიოდა ხან ვინ, მეკითხებოდნენ რაღაცეებს ისე ვნერვიულობდი ვერ ვიაზრებდი რას მეუბნებოდნენ და ერთი სამჯერ ვამეორებინებდი

ერთი ყავდათ შეყვანილი იმის მერე მე ვიყავი რიგში და ველოდებოდი პალატაში, თან ჩემებს ველაპარაკებოდი ფანჯრიდან, ჩემ ქმარს რამდენი დავინახავდი იმდენი ვჩუყდებოდი, ექიმი მეჯდა იქ და ის მაწყნარებდა მერე ბავშვთა ოთახში გამიყვანა პატარები მანახა ისეთი საყვარლები იყვნენ, ისინი რომ ვნახე ცოტა გადამიარა შიშებმა... ერთიც შემოვიდა და ხალათი ჩაიცვი მესამე სართულზე ავიდეთ დაგათვალიერებინებო, ეგრევე მოვწვი დადგა ჩემი ჯერიცთქო... შემიყვანა საოპერაციოში და რომ დავინახე საოპერაციო მაგიდა იმდენი ექიმები აი მანდ რა ვიგრძენი ვერ აღვწერ, მეუბნებოდნენ დაწექიო, არ ვწვებოდი. მერე ძლივს დავჯექი მარა ცოცხალი თავით არ ვწვებოდი

მერე ბავშზე დამიმწყეს ლაპარაკი მალე ნახავო ესაო ისაო და დავწექი როგორც იქნა, დამესივნენ ერთი აქედან ერთი იქიდან. კათეტერიც სანამ დამაძინებდნენ მაშინ ჩამიდგეს, ცოტა მეტკინა მარა ასატანად. ქორიძის ბიჭი მაზილიონკებდა თუ რას მისვამდა არ ვიცი, თან ვეუბნები თქვენ ხო არ მიკეთებთ საკეისროს ამირანი მინდა მეთქო

მერე ანესთეზიოლოგიც შემოვიდა შევუჭამე ამ ქალს ტვინი მალე გამაღვიძეთქო, მეშაყირებოდნენ თან ჯერ დაგაძინოთ და გაგაღვიძებთ აბა რას ვიზავთო, ჩამომიფარეს წინ ფარდაც და დავხუჭე თვალები არ ვახელდი ისინი რომ არ დამენახა ვცდილობდი დავწყნარებულიყავი, მერე ამირანის ხმაც გავიგე და ანასთეზიოლოგს კიდევ გავუმეორე დამპირდი რომ მალე გამაღვიძებთქო

ამირანი დამანახეთმეთქი თან საათი ვიკითხე, შევხედე და ვუთხარი ეხლა დამაძინეთთქო, ყელში რაღაცის მოწოლა გავიგე მარტო და ვსიო წავედი ძილში.
დაიბადა ჩემი კაცი 3.300, 50 სმ
გამეღვიძა უკვე პალატაში, ტირილის ხმა მესმოდა ბავშვის ჯერ შორიდან მერე თანდათან მოვდიოდი გონზე, ექთნები მედგნენ თავთან და ჩემი ქმარი, ვკითხულობდი ვისი ბავშვი ტირისთქო, თურმე ჩემი კაცი გაჰკიოდა ბოლო ხმაზე, დედიკომ რო უთხრა ხმამაღლა იტირეო დამიჯერა და ამის ხმამ გამაღვიძა მართლაც. ვკითხულობდი წონას, როგორაა, როგორია, ხო კარგადაა ჩახვეული მქონდა ერთი ასჯერ მაინც მიკითხავს, თან ვუყურებდი თვალის ფოკუსს ვერ ვასწორებდი, ვკანკალებდი და ვფიქრობდი რადგან აქაა და ვხედავ ე.ი კარგადაათქო. მარა მაინც ვკითხულობდი წამდაუწუმ. ჩემი ქმარი გადავრიე ისე ცახცახებდი ცრემლები ვერ შევიკავეო, მეუბნებოდნენ დაიძინე მალე გამოფხიზლდებიო მარა არ მინდოდა ძილი ჩემს ქმარს ვეხვეწებოდი არ დამტოვოთქო , ექთანმა ჩუმად უთხრა მერე გადი თორემ აქ რომ გხედავს არ იძინებსო. ავუშარდი მერე სად უშვებ ჩემს ქმარს იყოს ჩემთანთქო საოპერაციოში ისედაც მარტო ვიყავითქო. მარა ჩუმად მაინც გაიყვანეს ვერ გავიგე ისე, დამამშვიდებელი გამიკეთეს მერე ალბათ და წავედი ძილისკენ მარა მაინც ვერ დავიძინე ბოლომდე, ვუყურებდი ცალი თვალით ჩემ შვილს, (ორივეთი ვერ ვიყურებოდი ფოკუსი მქონდა არეული

) იწვა შეხვეული ტოლმასავით ეძინა, ვაიმე ისეთი ტკბილი იყო, რაღაცა გრძნობა დაიბადა უსაზღვრო სიყვარულის, ესეთი გრძნობა აქამდე რომ არ გქონია, ვუყურებდი და ვფიქრობდი რას ვნერვიულობდი ამის გამო კიდევ საკეისროს კი არა მსოფლიოს გადავდგავდი, ვტიროდი თან ვიმეორებდი ჩემი შვილი, ჩემი შვილი, მადლობას ვუხდიდი, რომ ესეთი ტკბილი ყოფილა და ამ ტირილში ჩამეძინა კიდეც , შუადღისკენ კარგად მოვფხიზლდი და ჩემი ქმარი მოვითხოვე ისევ ,შემოვიდა ბავშვთან ერთად და ვუყურებდი ორივეს თან ვტკბებოდი, ძალიან მაგარი გრძნობა იყო. მიყვარს ჩემი კაცუნიები
რაც შეეხება საკეისროს ტკივილებს, არ მქონია არანაირი ტკივილი არც პირველ დღეს, და არც დანარჩენ დღეებში, გამაყუჩებელი მარტო იმ ღამეს გამიკეთეს მე არც მომითხოვია, მაგრამ ვინიცობაა აგტკივდეს ღამეო მაინც გავაკეთოთო, მეორე დღეს შემოვიდა რეაბიტოლოგი და ამაყენა გავიარე ჩვეულებრივ, აი ციკლი რომ გაქვს და მუცელი გივლის დაახლოებით ეგ შეგრძნება მქონდა მარა მაგანაც გაიარა 1 საათში. რაც მეტკინა იმ 5 დღის განმავლობაში იყო კათეტერის ჩადგმა, ნემსის გაკეთება კუჭნაწლავის მოსაწესრიგებელია თუ რაღაცაო, მწარე წამალი იყო და მკერდი, რა ტკივილი ცოდნია მტერსს ,არც კათეტერის ამოღება მტკენია, შარდზეც ჩვეულებრივ გავედი დისკომფორტის და ტკივილის გარეშე.
მოკლედ კმაყოფილი ვარ საკეისროს, ვინც იკეთებთ არაფერია ისეთი, არ მოუსმინოთ არამკითხე მოამბეებს საკეისროზე რომ იმოძღვრებიან ხოლმე