15 საათი გაიწელა ჩრმი პირველი მშობიარობა. ბოლოს ისე დავიღალე ჭინთვები საერთოდ გამიქრა, ვიდრე არ გდამაწვნენ მუცელზე,
ბავშვი არ გამოვიდა ისე. გაკვეხებული იყო მენჯსა და ნეკნებზე ქონდა ფეხები მიბჯენილი. მეგონა ამაგლიჯა მარცხენა მხარე.
როგორ იქნა გამოათრიეს

აწონეს, გაზომეს და გაგიჟდა ჩემი ექიმი 4კგ და 54სმ. იყო. როგორ გაგისუქებიაო. არ ელოდა ამხელა წონას,
რადგან ეხქოს მონაცემებით ბევრად ნაკლები იყო. დამაწვინეს გულზე ჩემი სიცოცხლე. ისეთი პუტკუნა და საყვარელი იყო

ცერა თითი
ეგრევე პირში იტაცა და დამშვიდდა. გადააწვინეს იქვე, შორიახლოს, მე კი გამასუფთავეს და დაიწყო ამოკერვა. ერთი საათი მადებდა ექიმი ნაკერეს.
ვაიმე, ისეთი მწარე იყო მგონი მშობიარობა მიმიქარავ. გამაყუჩებელი გამიკეთა მაგრამ მე საშინლად ვგრძნობდი ყოველი ნემსის შეხებას.
ეტყობა სისხლიც ჟონავდა ადგილ-ადგილ, რადგან დიდხანს, დაკვირვებით მათვალიერებდა რამდენიმე ექიმი. ეტყობა დენის საშიშროებაც იყო.
მოკლედ, მიუხედავად ამ ყველაფრისა იმაზე ბედნიერი წუთები არ განმიცდია,მანამდე ვიდრე მეორედ არ გავხდი დედა.

მეორედ დაუგეგმავი საკეისრო გამიკეთდა. ტყუპებზე ვიყავი ორსულად და სავარაუდოდ ვიცოდი რომ დაასწრებდნენ, მსგრამ ექოს ჩვენებით 7 თვისაც
არ ვიყავი. მე კიდე ციკლის მოსვლის ბოლო დღე არ მახსოვდა. დაახლოებით კი აღვიდგინე, მაგრამ ეჭვი მქონდა ერთი თვე ორსულს მქონდა ციკლი.
ამიტომ ჩემი ვარაუდით 8თვემდე მაინც ვიყავი. მოკლედ ველოდი ოქტომბრის დასაწყისში, ტკივილები დამეწყო აგვისტოს 29-ში.
ნუ ტკივილი ტკივილს გააჩნია. მარხენა გვერდი, თირკმელის მხარეს ლამის მომაგლიჯესო ისე მტკიოდა. დავურეკე ექიმს, სამშობიარო ტკივილს არ გავსო, ალბათ თირკმელიაო და ანტისპაზმური მირჩია. ნუ მითხრა მაშინვე, თუ მოხვალ უკეთესიაო. მე თავი შევიკავე, თან მეგონა მართლა თირკმელი იყო.
ტკივილი ცოტა მიყუდა. ორ საათში ისევ დამეწყო. თან ყავისფრად ჩამომშალა და უკვე მივხვდი აუცილებლად უნდა წავსულიყავი. მივედი, გამსინჯეს. ერთ თითზე ძლივ იყო გახსნა. ამიყვანეს კრიტიკულში(ორთაჭალის სამშობიაროში), |შენარჩუნებაზე დამიდგეს გადასხმები. ტკივილმა გამიარა, თუმცა ამონაშალი არ იკლებს, პირიქით. უკვე 30 აგვისტოა. მოსაღამოვდა ისევ ტკივილები. გამსინჯეს ორ თითზე ძლივს არის გახსნა. ექიმმა რამდენიმე დღეც რომ გაგაძლებიოთო, ნაყოფები უსუსურები იქნებიანო. რა გაძლება ისეთი ტკივილები დამეწყო ნახევარ საათში ვეღარ ვითმენ. ქარა გამსინჯეთ მეთქი. გახსნა არ არის. რაღაც აშკარად ვერაა. ორ თითზე ამხელა ტკივილი..თან მორიგე ექიმმა გასინჯვისას რაღაც არ მომწონსო. მოკლედ ემმა გინეკოლოგმა ეხლავე საოპერაციოში. ფეხით არ ჩაიყვანოთ, სასწრაფოდ მოვდივარ მოამზადეთო. ვაი, დამარტყა თავში. რაღაც ხდება, არ ვიცი კარგი, ცუდი..უნდა ვინერვიულო თუ არა..მიხაროდეს,მეშინოდეს...ამასობაში შიშველი ვარ. დამსვევს ზურგით , მოიხარეო და რა მეთქი? გაუტკივარებას გიკეთებთო. არაააა! კატეგორიული უარი. მხოლოდ ნარკოზი. რა ნარკოზი შვილო, ღუპავ ბავშვებს? ისედაც დღენაკლულები არიან? მარტო შენ თავზე ფიქრობო? და აი აქ გავერდი. ისე გამიკეთა ნემსი ხერხემალზე ოდნავი ტკივილი რაა, ისიც არ მიგრძვნია. გათბა ფეხები, მოვდუნდი, მოვისვენე. სრული სიმშვიდე სუფევს ჩემთან

ვფიქრობ, ეს იყო?
მოვიდა ექიმი, ერთი-კარგია, მეორე-კარგია..ძლივს მოვკარი თვალი მეორეს..პირი მოეღო და ტიროდა. გავიფიქრე, ვაიმე რამხელა პირი აქვს..სად მიგყავთ? არ მომიყვანთ? აწონიანო, გასინჯავენო, მერეო... ორივე კარგები და ჯანმრთელები არიანო. ცრემლებით ამევსო თვალები. ჩახუტება მინდოდა, მინდოდა შემეგრძნო მათი არსებობა დადავრწმუნებულიყავი რომ მართლა კარგად არიან

მაგრამ ვის ეცალა ჩემი სენტიმენტებისთვის...

პლაცენტის აცლა და სისხდენა.ეს იყ პირველი სურათი რაც გაკვეთისთანავე თქვა ექიმმა.ძლივს აკინძეს ჩემი საშვილოსნო. ნაკერის დადება და იქვე იხსნებოდა. არ იკუმშებოდა თურმე. მთელი ღამე რეანიმაციაში, გავატარე, ხელზე წნევის აპარატი მეკეთა და ავტომატურად იბერებოდა ყოველ 5-10წთ-ში. მუცელზე ყინულის ლოდი მედო. ორი საათი. ჩემები კი ექიმს გაუფრთხილებია, არ წახვიდეთ ჯერ კიდე არ ვიცით შეიკუმშება თუ არა საშვილოსნო. შეიძლება ამოღება მოგვიწიოსო. გადავრჩი. ყველაფერი კარგად დამთავრდა. ცემი ბარტყები ერთი 3,100კგ მეორე 2,600დაიბადა. არანაირი ინკუბატორი, ჩამოყალიბებული კაცები იყვნენ

ჭამდნენ მშვენივრად, ორი შღე ბოთლით ხელოვნურს, მერე ძუძუს. ზეგ კიდე 1 წლისები ხდებიან