ესე იგი ბაიას 19-22ში ველოდებოდი, მარა გამაწბილა. ზალდასტანიშვილმა 25ში დამიბარა: თუ არაფერი იქნება ხელოვნურად ავღძრავთ მშობიარობასო (სასტიკად არ მინდოდა დამაჩქარებელი, ვიცოდი რომ ტკივილები უფრო ხშირი იყო ამ დროს).
24 ში დღის პირველი ნახევარი გავატარე ჩვეულ რიტმში. ყოველ წუთს მირეკავდნენ ნაცნობები: კიდე არაფერიაო? (ამან რათქმა უნდა წყობილებიდან გამომიყვანა ბოლო ერთი კვირა). მერე ავტყდი საქმე არ მაქვს დავიღალე სახლში ჯდომით თქო და ქმარი კარფურში წავათრიე ძალით. ხოდა შუა მაღაზიაში და თან ბავშვთა განყოფილებაში დავღვარე წყლები. უცებ გავჩერდი და ჩემს ქმარს ყოველ შემთხვევისთვის ვეუბნები, უი წყლები დავღვარე თქო

ისიც ვერ მიხვდა რა ხდებოდა, მარა ინსტინქტურად კი გაიქცა მანქანისკენ, ჯერ არ ღელავდა აშკარად, რადგან მანქანას დამისველებო მომაძახა

მერე წამებში გააცნობიერა რაც ხდებოდა და კისრისტეხვით მომიყვანა სახლში. თან ვეუბნებოდი ეს არაფერია ნელა იქრე თქო. ავედი სახლში წყალი გადავივლე, მარა გამშრალებას ვერ ვახერხებდი გამდიოდა წყალი, თან ვბრაზობდი თმების დაყენებას ვერ ვასწრებ თქო. როგორც იქნა ჩავიცვი, მარა კორპუსიდან გამოსული უკვე სველი ვიყავი.
სამშობიროში მიმჯღებში დამხვდა ჩემი ექიმი, გამსინჯა და თითნახევარზე ხარ გახსნილიო. ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი, რადგან დარწმუნებული ვიყავი რომ 3 თითზე მაინც ვიყავი და ზოგადად მთელი ორსულობა მეგონა, რომ 3 თითამდე ვერ გავიგებდი ვერაფერს ისე მივიდოდი სამშობიაროში.
პათ ორსულებში დამაწვინეს, რადგან წყლები მქინდა დაღვრილი. მივხვდი, რომ იმ დღეს არაფერი იქნებოდა და ნერვები მეშლებოდა იქ, რომ მომიწევდა ყურყუტი. საღამოს 8 საათზე როგორც იქნა ჩემები დავითანხმე, რომ სახლში წასულიყვნენ და ეზოში არ გაეთენებინათ ღამე. ბაია აშკრადა არ აპირებდა არაფერს. მეც დაძინება და დასვენება გადავწვიტე. ღამე უაზროდ გავატარე ხან მეძინა ხან არა. ოდნავ ტკივილი მქონდა ძალიაან მსუბუქად. ინტერვალების დათვალსაც ვერ ვახერხებდი იმდენად მსუბუქი იყო. მეორე დღესაც იგივე გაგრძელდა. სრული უაზრობა. 4 საათამდე მნახველებს არ უშვებდნენ და ვიყავი მოლოდინში. ეს მუცელიც არ მტივდებოდა. თან არაფერო ვჭამე, მშობიაობის წინ და თავიც აღარ მქონდა არაფერის.
დილით ნოდარიმ ისევ გამსინჯდა და 2 თითზე ხარ გასნილიო. მერე ექთანს გადაულაპარაკა ნემსი გაუკეთეო, მეთქი დამაჩქარებელს მიკეთებს თქო, მარა ანტიბიოტიკი აღმოჩნდა, რამე ინფექცია რომ არ წასულიყო ზევით (წყლების დიდი რაოდენობით დაღვრა და მერე ასე ლოდინი ინფექციის საშიშროებას ქმნის ყოველთვის). თან ჩაილაპარა ეს 5 საათზე უკვე ბლოკში იქნებაო, ცოტა იმედი მომეცა. მერე ჩემებიც მოვიდნენ და ის დღე სიარულში, ჭორაობაში გავატარე, თან ფორუმის გოგოები მეკონტაქტებოდნენ და მამხნევებდნენ. დაძაბულობისგან აშკარად წამოწოლას ვერ ვახერხებდი და ფაქტიურად მთელი დღე ვიარე, არადა ვიცოდი რომ ძალები დამჭირდებოდა მშობირობისას. მაგრამ ისედაც არ შემიძლია ეს წოლა და მაშინ ხომ საერთოდ.
ექიმმა 5 ზე გამსინჯა კიდევ, მანამდე ერთი ანტიბიოტიკიც დამარჭეს. მხოლოდ და მხოლოდ ორთითნახევარზე ვიყავი გახსნილი 5 საათზე და ძალიან გავნერვიულდი დაღლილი ვიყავი უკვე მიუხედავად იმისა, რომ არაფერი არ მტკიოდა. დამაჩქარებლი მომცა ნოდარმა, რაღაც აბი გასაწუწნი. ამის შემდეგ ტკივილები ნელ-ნელა დაიწყო და 6ზე ბლოკში ჩამიყვანეს. თან ნოდარიმ მითხრა მე სამინისტროში უნდა წავიდე შენ სხვა ექიმს ჩაგაბარებო, ამაზე სულ გავაფრინე. დამაიმედა მოგისწრებო.
ცოტა ხანი დედაჩემი მყავდა ბლოკში, მერე ჩემი ქმარი შეენაცვლა. დაახლოებით 8ის ნახევარზე დაიწყო სასტიკი ტკივილები. აშკარად სიარულის დროს უკეთ ვიყავი. სუნთქვით ვარჯიშებს ვაკეთებდი და მაგრად მშველოდა. ჩემი ქმარი იყო ყველაზე სასაცილო: ისიც ჩემსავით სუნთქავდა შეტევების დროს და დამდევდა კუდში. თან ვერაფრის თქმას ვერ ბედავდა სახეზე რომ მიყურებდა. შემდგომი გასინჯვა 10ის ნახევარზე მიწევდა და მანამდე აშკარად დიდი დრო იყო. იმასაც მივხვდი, რომ პროცესი ნელა მიდიოდა და ნოდარიმაც იცოდა, რომ 12მდე ვერც გავაჩენდი, ამიტომ არავინ ჩქარობდა. დავდიოდი ჩემთვის ბლოკში და დერეფანში. ყვირილით ვერ ვყიროდი (ზოგადად არ შემიძლია ტკივილის დროს გამოხატვა და მით უმეტეს ყვირლი, უფრო კონტროლს ვკარგავ). დავდიოდი, მაგრამ აშკარად დაღლილი ვიყავი და წამოწოლა მინდოდა ვხვდებოდი რომ ესე ვეღარ გავქაჩავდი ფიზიკურად, არადა წამოწოლილიზე ტკივილის მართვა შეუძლებელია, უფრო აუტანელია და ხანგრძლივი.
უკვე გაუტკივარებაზე ვფიქრობდი, თან სალომე მახსენდებოდა ეგება მალე გავაჩინო და არ დამჭირდეს თქო. მარა მივხვდი, რომ ემოციურად ვეღარ ვუძლებდი ამ ყველაფერს. ტკივილს კიდევ ავიტანდი იმ ეტაპზე, მაგრამ გავჭედე. აშკარად არ ვიყავი ფსიქოლოგიურად მზად ასეთი ხანგრძლივი პროსესისთვის (24 საათი პათორსულებში და მერე კიდევ ბლოკში),ამიტომ გაუტკივარება მოვითხოვე. ექიმმა ჯერ არ გტკივა ძალიან და გასინჯვის მერე გაგიკეთებო. ამაზე გავჭედე 10ის ნახევრამდე თუ შევიშალე რაღად მინდა თქო და სიმწრის ცრემლები წამომცვივდა. არ მიჯერებდნენ, რომ ძალიან მტკიოდა, რადგან წივილ-კივილი არ ავტეხე. მერე ძალიან უხეშად მოვითხოვე. შემპირდა ექიმი, რომ 9ზე გამსინჯავდა და მერე გადაწყვეტდა.ეს 9 მდე დროც სასტიკად გაიწელა. გასინჯვისას აღმოჩნდა, რომ მხოლო 3 თითზე ვიყავი გახსნილი (მივხვდი, რომ საღამოს ნოდარიმ მომატყუა და ორთითნახევარზეც არ ვიყავი გახნილი, უბრალოდ გამამხნევა, არ უნდოდა საკეისრო გადამეწყვიტა, არადა უკვე სერიოზულად ვფიქრობდი).
ანესთეზიოლოგი ჩამოიყვანეს, შეეცადა ჩემთვის დადებითი და უარყოფითი მხარეების გაცნობას, მაგრამ მივახალე ყველაფერი ვიცი თქო და ისიც ექთნის მოსაყვანად წავიდა. აი ეს დაძახება და მოყვანები იწელებიდა ძალიან. გაუტკივარება გამიკეთეს. ძალიან კარგი ანესთეზიოლოგი იყო. ყველაფერი პედანტურად გააკეთა ძალიან და ხელს მიწყობდა. ვთხოვე შეტევების დროს არ გაეკეთებინა არაფერი და ვაფრთხილებდი როდის მეწყებოდა შეტევა. წამალი სულ არ გამიკეთა მითხრა დაგიმატებ თუ დაგჭირდებაო. ანესთეზიის მერე ყველა თავზე მედგა და ბავშვის გულისცემასაც აქტიურად უსმენდნენ. უკვე 24 საათზე მეტი გამოდიოდა ბავშვი უწყლოდ და ამაზე ცალკე ვნერვიულობდი.
როგორც კი გამიყუჩდა მშვიდად დაწოლა შევძელი და მივხვდი, რომ არ დავწოლილიყავი წავიქცეოდი უეჭველი (კაცმა არ იცის რამდენი კილომეტრი გამომივიდა იმ დღეებში სიარული ). ჩემმა ქმარმა ცოტა დამშვიდებული რომ დამინახა. მთხოვა ცოტა ხნით გარეთ გავალო, მივხვდი, რომ ძალა აღარ ქონდა მასაც და დედაჩემი შემოვაყვანინე, თან ის უფრო მშვიდად იყო და ჩემზეც დადებითად მოქმედებდა. ისედაც გადაწყვეტილი მქონდა,რომ უშუალოდ ჭინთვების პროცესში არ დავისწრებდი არავის და აღარც მიფიქრია ქმრის შემოყვანა.
სადღაც 11ზე წამალი დავამატებინე, რადგან მომემატა ტკივილები (თუმცა სიმფიზის ძვლის გახნა არ გააყუჩა, მტეხავდა). ამ პერიოდში ნოდარიც დაუბრუნდა პოსტს და მისი მოსვლისთანავე ბავშვის გულისცემა შემცირდა. გაგიჟდა კაცი, არ დაუჯერა დანარჩენებს, რომ მანამდე კარგად იყო ყველაფერი. მეც შევშინდი ამათ სახეებს რო შევხედე. გამსინჯა და ჯერ აშკარად არ იწყებოდა ჭინთვები. მერე გავიდა დაგადრეკა საოპერაციო მოამზადეთო. გარეთ ალიაქოთი იყო ატეხილი და საკეისროსთვის უკვე ყველა მობილიზებული. ცოტა ხანში გულისცემა გამოსწორდა, მარა მუდმივად აკონტროლებდნენ მაინც. ყველა ზედ მედგა და ვისაც საქმე არ ქონდა ყველა მსინჯავდა კიდევ კაი ვერ ვგრძნობდი

12ზე უკვე ბავშვის თავი ჩანდა და ოდნავ ჭინთვები დამეწყო, თუმცა პირველ მშობიარობაზე ეს ჭინთვები 1 საათი გრძელდება და ასეც მოხდა, მსუბუქი მოვლითი ჭინთვები 1 საათამდე გაგრძელდა. მთავარია ბავშვის გულისცემა კარგი იყო და საკეისროზე აღარ ფიქრობდნენ. დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა აქტიური ჭინთვები. მივხვდი ჩემ კავატას მალე ვნახავდი უკვე. ბებიქალას ვუთანხმდებოდი ყველაფერს დაგიჯერე ნაკერები არ მინდა თქო და მართლაც, ხმა არ ამომიღოა მარტო ვიჭინთებოდი მაშინ როცა მეობნებოდნენ და ისე როგორც მეუბნებოდნენ. ამ პერიოდში გაუტკივარება სავარაუდოდ აღარ მოქმედებდა, რადგან ვგრძნობდი ჭინთვებსაც აქტიურად და ტკივილსაც (თუმცა ტკივილი სასტიკი არაა, უბრალოდ ძვლები იხსნება და ის მტეხავდა). ყოჩაღად ვიჭინთებოდი აშკარად. ამიტომაც მინდოდა გაუტკივარება, რომ გადამწყვეტ მომენტში ძალები მქონოდა. ყველაზე რთული პერიოდი მაშინაა, როცა თავი გამოდის უკვე, ამ დროს დავიღალე კიდეც და თითქოს აღარც მქონდა ჭინთვები, არადა ვიცოდი რომ ყველაზე კრიტიკული პერიდი ეს იყო, თან ბავშვს ჭიპლარი ქონდა შემოხვეული და მოდუნების უფლება არ მქონდა. ძალები მოვიკრიბე, მაქსიმალურად ვცდილობდი არ მეყვირა, კბილები დავიმტვრიე რამის ისე ვუჭერდი ერთმანეთს. ნოდარმა სახეში მლეწა გაიჭინთე თორე ჩაგჭრიო (ეს კაცი იმხელა ძალას მაძლევდა, რომ მეორე ბავშვშს მისი ხათრით გავაჩენ

). სადღაც 3ის 20 წუთზე გამოძვრა ჩემი კვატა. თავის გამოსვლის შემდეგ 2 გაჭინთვაში გამოძვრა. ეგრევე არ იტირა. წყლები ნაყლაპი ჰქონდა, ჭიპლარი შემოხვეული და არ ვიცი რამდენ ხანს გასტანა სანამ ატირდებოდა, მარა მე საუკუნედ მომეჩვენა. ჩემთვის ვეხვეწებოდი ხან ღმერთს და ჩემ გოგოს იტირე შენ ხო ძლიერი გოგო ხარ თქო. როგორც იქნა გავიგე მისი ხმა და მუცელზე დამაწვინეს თბილი და სველი ვიღაცა. მერე რა თქმა უნდა ის ემოციაც მოვიდა, რასაც ყველა ყვება და არ მეჯერა, რომ მეც მასე ვიქნებოდი. ხმამაღლა ვტოროდი და ვეფერებოდი, თან თავზე ვკოცნიდი. მერე ჩემი ქმარიც ამოუშვეს და სამივე ერთად ვტიროდით 2 საათი. მერე ჩააცვეს გაამშრალეს და პალატაში მომიყვანეს ჩემი კვატა.
არ მჯეროდა. სულ მქონდა განცდა, რომ საავადმყოფოში მოვხვდი სამკურნალოდ მხოლოდ დამხოლოდ. აქამდე აშკარად არ მქონდა გაცნობიერებული ბოლომდე რომ მეც შეიძლებოდა დედა გავმხადრიყავი და მეც გადამხდენოდა ეს ამბები.
მომყოლი ისე დაიბადა ვერ გავიგე, არადა ეგეც ძალიან მეზარებოდა წინასწარ რომ წარმოვიდგენდი ჩემს მშობიარობას.
ტვინი შევუჭამე ექიმს ჩახევები ხომ არ მაქვს თქო. მხოლოდ შიგნიდან დამჭირდა 3 ნაკერი.
ნაკერები თვითონ ნოდარომ დამადო (არ მიდნოდა ვინმე სხვას ექნა ეგ ამბავი). მიყვარს ეს კაცი

2 დღე ვფიქრობდი მეორეს კარგა ხანს არ გავაჩენ თქო და თუ გავაჩენ საკეისროთი თქო. ეხლა გამიარა ოდნავ სტრესმა და მეც როგორც ყველა ვფიქრობ რომ აუცილებლად მინდა მეორეც და მესამეც.
ასე ჩაიარა ჩემმა დაუსრულებელმა მშობიარობამ. ტკივილები ცუდად არ მახსოვს, ზოგადად ამტანი ვარ. უბრალოდ გაუთავებელმა ლოდინმა და სამშობაროში ყურყუტმა გამტეხა.
ხო, ხალხნო თქვენს მხარდაჭერას ვგრძნობდი ყოველ წუთას. სალომე და ელენე მირეკავდნენ მამხნევებდნენ და ვიცოდი, რომ დანარჩენები აქ ელოდებოდით ახალ ამბებს. მართლა მაგრად მეხმარებოდა ეს ყველაფერი