მოკლედ სანამ ძინავს ჩემ ღლაპს იქნებ მოვასწრო დაწერა

28-ში ველოდებოდი და არ იკადრა გამობრძანება, წავედი 2 ოკტომბერს სამშობიაროში, ეხო გადამიღეს და ბავშვს გადამწიფების ნიშნები აქო და დამტოვეს. უფ როგორ მიხაროდა უნდა გენახათ, ესე უხაროდეს ვინმესო მშობიარობაო ჯერ არ გვინახიაო გადაობდნენ სამშობიაროში. 1 თითზე ვიყავი გახსნილი და მორიგე ექიმმა ხელით გააფართოვა ცოტა ყელი. უსიამოვნო პროცედურა იყო, რბილი გაქო ყელი და არ გინდაო დამაჩქრებელი, თავისითაც შეიძლება გაიხსნასო. მითხრეს დილისთვის მაქსიმუმ იქნება ბაიაო. ლეპტოპი წავიღე, სერიალებს ვუყურებდი, ექთნებთან ვჭორაობდი, მოკლედ ვერთობოდი, არანაირი ტკივილები არ მქონია, 4 საათში ერთხელ ბავშვის გულისცემას ამოწმებდნენ და ჩემი ყელის გახსნას, რატომღაც ძალიან ნელა წავიდა პროცესი, სულ თითებით მიფართოვებდნენ როგორც მივხდი კიდე შიგნით რაღაცა წამალიც ჩამიდეს. მოკლედ მაგრა გაიწელა ეს ოხერი გახსნის პროცესი. 3 თითამდე 24 საათი ვიხსნებოდი, კიდევ კარგი არაფერი არ მტკიოდა. მერე ცოტა ცელის ქაჩვამ დაიწყო და ციკლი რო იწყება ძალიან მსუბუქი ტკივილები. ექიმმა მირჩა ეპიდურალურის გაკეთება რადგანაც ნელა მიდიოდა ძალიან პროცესი და შეიძლება მთელი ღამე გამეთენებინა. გამიკეთეს ეპიდურალური და მაინც რათქმაუნდა ვერ დავიძინე, უფრო განცდების გამო. მალე მინდოდა მენახა ჩემი გოგოშკა! დილისკენ წყლები დამაღვრევინეს და ეპიდურალურიც აღარ დამიმატეს, 30 წუთში სრული გახსნა მქონდა და ტკივილებიც ვიგრძენი. რო გითხრათ არიქა და აუტანელი იყო თქო მოვიტყუები, დამეწყო მსუბუქი ჭინთვები. კარგად ვერ ვგრძნობდი არადა მოვლითი ტკივილი გამიძლიერდა. ძალიან რო არ გავაგრძელო ზუსტად 3 საათი ვიჭინთებოდი! რატომღაც დამეწყო ჭინთვების და მოვლითი ტკივილების შეჩერება, შუალედი იზრდებოდა მოვლით ტკივილებს შორის, არადა ბავშვის თავი უკვე წამოსული იყო, მეუბნებოდნენ კიდევაც ხელით შეგიძლია შეეხოო. დამიყენეს სასწრაფოდ დამაჩქარებელი. სახეებზე ვხდებოდი რო არ იყო კარგად საქმე, თან ბავშვის გულისცემას სულ უსმენდნენ, ძალიან დაღლილი ვიყავი, საერთდ არ მქონდა ჭინთვების შეგრძნება და ექიმი რო მეუბნებოდა მაშინ ძალით ვიჭინთებოდი, თან ძალიან მაგრა მაწვებოდა მუცელზე, ბოლოს 2 მეტრიანი დევივით კაცი, გადამაწვა მთლიანად ისე მუცელზე რო ტკაცა-ტკუცი აუვიდა ნეკნებს

და ამოიყვანეს ჩემი ბარტყიც, სასაცილო ის იყო რო თავი როგორც კი გამოყო ეგრევე დასჭექა

იმ გრძნობას გულზე რო გაწვენენ შენ შვილს ვერაფერს ვერ შევადარებ. მერე გავიგე რა ცუდი რაღაცაა ესე შუაგზაში რო იჭედება ბავშვი პლაცენტაც რო დაიბადა სისხლდენა დამეწყო, მაგრამ ესეც ეგრევე გამიჩერეს. ამ 3 საათიანი ჭინთვების მიუხედავად არც ჩაჭრა დამჭირვებია და არც ჩახევები მაქ. ერთადერთი გარედან კანი გამისკდა და 1 ნაკერი დამადეს. რო მადებდნენ ვეხვეწებოდი მაცადეთთქო, თავი დამანებეთ

მოკლედ უმაგრესი ექიმები იყვნენ და მაგრა მართავდნენ მშობიარობას. ბოლო მომენტში მითხრა ბებია ქალმა რო ძალიან ნელა უნდა გავჭინთულიყავი და მეც მოვუსმინე და მაგიტო გადავურჩი ჩახევებს, ეგ რო არ გექნაო უკანატანამდე ჩაიხეოდიო.
უი ძალიან გრძელი ტექსტი გამომსვლია. ბოდიში. მე ვთვლი რო პრინციპში მარტო 3 საათი ვმშობიარობდი, მანამდე რაც იყო ეგ არ ითვლება

გოგოებო არ შეგეშინდეთ, მთავარია ექიმებს უსმენდეთ და ნდობა გქონდეთ მათი. ვოტ ტაკ