19ში დამაწვინეს, მთელი დღე დაქალი მყავდა, არ მტკიოდა, ახალი მეთოდებით დამიჩქარეს, მარა რო ვერ ამატკიეს აღარც მჯეროდა...

ანუ ზუსტად არ იცოდნენ რამდენი დღე ვიწვებოდი, ღამე 12ზე გამიკეთეს დამაჩქარებელი, გახსნა არ იყო მომატებული, ტკივილი ყრუც კი არ მქონდა, მარტო ვიყავი.
ვერ ვიძინებდი, ინტერესი მკლავდა მაინც როდის დაიწყებოდა

1 საათზე მომიარა ტკივილმა, 3-4-5 წუთიანი ინტერვალებით დაიწყო ეგრევე, ცოტა შემეშინდა, ექთანთან დარეკვა მერიდებოდა, დავაკვირდი და ნახევარი საათი ეგრე გრძელდებოდა ტკივილი, სიცივემ ამიტაცა, დავურეკე ექთანს, ეგ არაფერიაო, ჯერ მშობიარობაში არ ხარო, ვთხოვე იქნებ დედაჩემი ამოეშვათ მარტო რომ არ ვყოფილიყავი, წესით არ შეიძლებოდა მარა კარგიო, დავურეკე დედაჩემს, ამასობაში მანამ დედა მოვიდოდა ექთანმა დამხედა ისევ, არ ინერვიულო, 4 საათზე გაგსინჯავს ექიმიო, იქამდე აზრი არ აქვსო, ეხლა არ გაგსინჯაო, ინტერვალები იკლებსო და შეიძლება რამოდენიმე დღეც იყო ეგრეო (მამშვიდებს თუ რაღც ეგეთი

), მე ამასობაში ტკივილი მემატება, ფუმფულა ხალათი მაცვია და ვყინები, 2 საათზე, ცოტა კიდე გვიან მოვიდა დედაჩემი, ძაან მკიოდა უკვე, ექთანმა როგორც იქნა დაუძახა ექიმს, გახსნა 3 იყო და ყელი სრულად გადასწორებული, კაი ჩაგიყვანთ ბლოკშიო, იყო უკვე 3 საათი, მტკიოდა უმწარესად, დამსვეს ბურთზე და იხთუნავეო, არ მქონდა თავი, გაუტკივარებას ვითხოვდი, სანამ ისენი ბჭობდნენ, შევძახე ჭინთვები დამეწყო თქო, სახეებზე ეტყობოდათ არ ჯეროდათ

ამიყვანეს მაგიდაზე, ექიმიც და ბებია ქალიც გასული იყო და დამეწყო ჭინთვა და სანიტარი იყო მარტო და დედაჩემი თავთან მედგა, ხო და სანიტარმა მოიხედა და აშკარად ბავშვი თავი დაინახა და ისეთი სახით დაუძახა ექიმს, შემოვიდა ექიმი და ეგრევე გამოსრიანდა ბავშვი

დედაჩემს ჰქონდა სრული შოკი, ეგრე მალე არ ელოდა.
საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ მარა ბოლო 15-20 წუთი უმწარესად მტკიოდა, რატომღაც მეგონა რომ გაიწელებოდა 1-2 საათი თორე უკეთესად გავუძლებდი

3500, 51სმ
3:20-ზე გავაჩინე

არა და მომდევნო პროფილაქტიკური გასინჯვა 4 საათზე მიწევდა

340 ლარი გადავიხადე დამატებით დაჩქარების პროცედურაში.
This post has been edited by Suleluka on 24 Nov 2012, 18:33